თბილისის ანძა მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვესთან დაკავშირებით, ლურჯად განათდა

თბილისის ანძა ლურჯად განათდა, რაც მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება.

აღნიშნული აქტივობით ეროვნული სკრინინგ ცენტრის მიერ მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები დაიწყო.

მიმდინარე თვეში მსოფლიოში სხვადასხვა ღონისძიება შესაბამისი სიმბოლოების თანხლებით მიმდინარეობს, რაც კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ლეტალური შემთხვევების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.

„მნიშვნელოვანია, რომ ბოლო რამდენიმე წელია, მსოფლიო აქციას ჩვენი დედაქალაქიც უერთდება. კიბოს პრევენციისა და ამ პრობლემისადმი სოლიდარობის ნიშნად, თბილისის ანძა შესაბამის ფერებში ნათდება. მარტში ეროვნული სკრინინგ ცენტრი საინფორმაციო კამპანიას ატარებს, რომელთაგან აღსანიშნავია სკრინინგ ცენტრისა და ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ერთობლივი კონფერენცია - „კოლორექტული კიბო - შესაძლებელია პრევენცია, მკურნალობა, დამარცხება“ და საინფორმაციო ვიდეორგოლების გაშუქება სატელევიზიო სივრცესა თუ სოციალურ მედიაში. ეს არის კიდევ ერთი საშუალება, რაც შეახსენებს მოქალაქეებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დროული მომართვიანობა დაავადების შორსწასული ფორმებისა და ლეტალური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად. ჩვენი საინფორმაციო კამპანიაც მიმართულია კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის, პრევენციისა და სკრინინგული პროგრამების პოპულარიზაციისკენ“, - განაცხადა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ.

თბილისის სატელევიზიო ანძა მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლების ფერში ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მხარდაჭერით განათდა.

აღსანიშნავია, რომ 50-დან 70 წლის ჩათვლით, ორივე სქესის წარმომადგენლებს შეუძლიათ, ჩაიტარონ მსხვილი ნაწლავის კიბოს უფასო გამოკვლევა, რომელიც სახელმწიფოს მიერაა დაფინანსებული.

კვლევებზე ჩასაწერად დაუკავშირდით ეროვნულ სკრინინგ ცენტრს: 2 20 35 35. ცენტრის მისამართებია: საბურთალო, მ. ალექსიძის N1; დიდუბე, აკ, წერეთლის N69; ვარკეთილი, კალოუბნის N12; გლდანი, IV მიკრორაიონი N113 ა.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741888293

საზოგადოება

2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ სამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა

2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ სამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ეს მონაცემი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15,4% -ით მეტია. ახალ მონაცემებს სტატისტ...

სავაჭრო ბრუნვა

1741887911

საზოგადოება

ბექა დავითულიანი - თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, აღუდგინა შეჩერებული სტატუსი სტუდენტებს, საკითხი ამოწურულია, სტუდენტებს შეუძლიათ, განაგრძონ სწავლა

სტუდენტებს შეუძლიათ, განაგრძონ სწავლა, მივიდნენ თეატრალურ უნივერსიტეტში და, ვისაც რეალურად ამის სურვილი ჰქონდა, განაგრძოს თავისი საქმის კეთება, – ამის შესახებ კულტურის მინისტრის მოადგილე ბექა დავითული...

დეპუტატი

1741887745

სპორტი

ქართველი მოჭიდავე კობა ქარუმიძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ალბანეთში მიმდინარეობს 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ქართველმა მოჭიდავე კობა ქარუმიძემ (55 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალი მან ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპა...

 კობა ქარუმიძე

1741887016

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე მიხეილ ყაველაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ხელბურთელთა ეროვნული ნაკრებების თამაშს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ხელბურთელთა ეროვნული ნაკრებების თამაშს დაესწრო....

პრემიერ-მინისტრი

1741885278

საზოგადოება

სოზარ სუბარი: საზოგადოებრივ მაუწყებელთან რომ ამდენი ხანი იმართება აქციები, ეს გარე ძალების, ანუ როგორც ჩვენ ვუწოდებთ, გლობალური ომის პარტიის ხელწერაა

„საზოგადოებრივ მაუწყებელთან რომ ამდენი ხანი იმართება აქციები, ეს გარე ძალების, ანუ როგორც ჩვენ ვუწოდებთ, გლობალური ომის პარტიის ხელწერაა“, - განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენ...

სოზარ სუბარი