თეა ახვლედიანი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული ექვსი პირის იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა, მათგან ხუთი სამხედრო და ერთი მშვიდობიანი მოქალაქეა.

„დღეს, განსაკუთრებით მძიმე დღეა აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული დამატებით 6 იდენტიფიცირებული პირის, მათ შორის 5 სამხედრო მოსამსახურის ოჯახებისთვის, რომლებიც არიან ომის სისასტიკით გამოწვეული იმ ტრაგიკული მოვლენების უშუალო მონაწილე, რაც ჩვენი ქვეყნის მრავალათასობით ოჯახმა გამოცადა, და რაც უკავშირდება ახლობელი ადამიანის დაკარგვას, დევნილობას თუ უგზო-უკვლოდ გაუჩინარების უმძიმეს ხვედრს. ჩვენი ქვეყანა და ხალხი, სამწუხაროდ, დღემდე განიცდის საქართველოში 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის უმძიმეს შედეგებს და ამიტომაც, განსაკუთრებით აფასებს მშვიდობას, რისთვისაც საქართველოს მთავრობა გაერთიანებული ძალისხმევით, თანმიმდევრული, პრაგმატული მოქმედებებით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მსგავსი ტრაგედიები ჩვენს ქვეყანაში აღარ განმეორდეს და ის ურთულესი გამოწვევები, რაც დღეს სახეზე გვაქვს, დავძლიოთ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, გამყოფი ხაზებით დაშორებულ ჩვენს ხალხს შორის ნდობის აღდგენით და შერიგებით. მსურს, კიდევ ერთხელ პატივი მივაგო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული ყველა მამულიშვილის ხსოვნას და მივუსამძიმრო ოჯახებს, რომლებიც დღეს ხელმეორედ განიცდიან ოჯახის წევრის დაღუპვის დადასტურებით გამოწვეულ უმძიმეს ტკივილს“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი ორი დღის განმავლობაში სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა. ორ მებრძოლი დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენები კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში, პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე, მექანიზმების ფარგლებში, ნაპოვნია 623 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 323. 2000-მდე ადამიანი ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741885278

საზოგადოება

სოზარ სუბარი: საზოგადოებრივ მაუწყებელთან რომ ამდენი ხანი იმართება აქციები, ეს გარე ძალების, ანუ როგორც ჩვენ ვუწოდებთ, გლობალური ომის პარტიის ხელწერაა

„საზოგადოებრივ მაუწყებელთან რომ ამდენი ხანი იმართება აქციები, ეს გარე ძალების, ანუ როგორც ჩვენ ვუწოდებთ, გლობალური ომის პარტიის ხელწერაა“, - განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენ...

სოზარ სუბარი

1741884207

საზოგადოება

თბილისის ანძა მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვესთან დაკავშირებით, ლურჯად განათდა

თბილისის ანძა ლურჯად განათდა, რაც მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება. აღნიშნული აქტივობით ეროვნული სკრინინგ ცენტრის მიერ მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ...

თბილისის ანძა

1741882500

ახალი ამბები

საქართველოს სავაჭრო პალატის მენეჯმენტი უზბეკეთის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელობას შეხვდა

შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ორი ქვეყნის ბიზნესების დაახლოების საკითხები განიხილეს. შეხვედრა საქართველოში უზბეკე...

საქართველოს სავაჭრო პალატის მენეჯმენტი

1741879696

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი: გარე ძალების მიზანი იყო, საქართველოში დაპირისპირება ყოფილიყო, თანამზრახველებად ოპოზიცია ჰყავდათ

„გარე ძალებს ჰქონდათ ძალიან კონკრეტული მიზანი საქართველოში და ეს მიზანი მოდიოდა დაპირისპირებაში ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა...

 რატი იონათამიშვილი

1741878022

საზოგადოება

სერგეი ლავროვი - 2014 წლიდან ზავი არაერთხელ გამოცხადებულა, ირკვეოდა, რომ გვატყუებენ, ევროპელებს თუ სურთ, უკრაინელებმა ამერიკელებიც მოატყუონ, ტრამპის ადმინისტრაცია გაერკვევა ყველაფერში

უკრაინაში 2014 წლიდან ზავი არაერთხელ გამოცხადებულა – ამის შესახებ რუსულ მედიასთან საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. „როგორც 2014 წლიდან ისტორია გვაჩვენებს, დროებით ზავი უკვე გამოცხ...

მსოფლიო