თენგიზ შარმანაშვილი - გიორგი გახარიას ხალხის თვალწინ აქვს პასუხები გასაცემი, ფაქტია, ის თავს არიდებს ყველა მოსალოდნელ კითხვას

გიორგი გახარიას ხალხის თვალწინ აქვს პასუხები გასაცემი. თუ არ მოვა, ეს იქნება კითხვებზე პასუხებისთვის თავის არიდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
შარმანაშვილის თქმით, კომისიას გიორგი გახარიას მიმართ რამდენიმე მიმართულებით აქვს კითხვები.
„საუბარი იქნებოდა მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდზე. კონკრეტულ კითხვებს არ ვიტყვი, კარგი იქნება, ეს კითხვები საჯაროდ, პირდაპირ ეთერში დაისვას, მაგრამ ფაქტია, გიორგი გახარია თავს არიდებს ყველა მოსალოდნელ კითხვას. ბრიფინგის გამართვა ურჩევნია, სადაც თავის ინტერპრეტაციებს წარმოადგენს და არავინ შეეკამათება. მისთვის ეს უფრო კომფორტულია. გახარიას ხალხის თვალწინ აქვს პასუხები გასაცემი. თუ არ მოვა, ეს იქნება კითხვებზე პასუხებისთვის თავის არიდება“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
გიორგი გახარია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 10 აპრილს დაიბარეს. გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 20 ივნისის საქმეზეა დაბარებული.
1744728540
ახალი ამბებიშსს: პოლიციელმა, რომელსაც 29 ნოემბერს, აქციაზე რადიკალური ოპოზიციის აქტივისტებმა ბლაგვი საგანი ესროლეს, მხედველობა დაკარგა
პოლიციელმა, რომელსაც 29 ნოემბერს, აქციაზე რადიკალური ოპოზიციის აქტივისტებმა ბლაგვი საგანი ესროლეს, მხედველობა დაკარგა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმ...
1744725499
ახალი ამბებიავარია სოფელ შავშვებთან - დაიღუპა 2 ადამიანი
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ შავშვებთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი რკინის ჯებირს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე სამ...
1744724626
ახალი ამბებიმარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა წლიურად 3.9%-ით გაიზარდა და 291.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
2025 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.9%-ით გაიზარდა და 291.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. სებ-ის...
1744722958
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო. ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გა...
1744722546
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7544 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7545 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...