„თქვენ ხართ აღვირახსნილები“ - თეა წულუკიანის ამ განცხადებას მედია კოალიცია ეხმიანება (ვიდეო)

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ბრიფინგებზე ჟურნალისტების დისკრიმინაციის ფაქტების შესასწავლად სახალხო დამცველს მიმართავს.

კოალიცია განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კულტურის სამინისტრო მედიასაშუალებების მიმართ შერჩევით დამოკიდებულებას ავლენს. 2021 წლის 22 ნოემბერს საქართველოს კულტურის მინისტრის მიერ დაგეგმილ ბრიფინგზე, ასევე არ მიიწვიეს მედიის ნაწილი. 2021 წლის 11 ნოემბერს იდენტური ფორმით შეიზღუდა ჟურნალისტთა უფლებები იუსტიციის სამინისტროს მიერ.

მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომა ლახავს მედიის წარმომადგენლების უფლებას შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია მნიშვნელოვან საკითხებზე.

ამასთან, საზოგადოებას ეზღუდება შესაძლებლობა სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით თვალი ადევნოს მიმდინარე პროცესებს. საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია.

აღნიშნული შემთხვევები კი ეწინააღმდეგება “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ წესებს.

კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს, კულტურის სამინისტროს შეწყვიტოს მედიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა და ყველა ჟურნალისტს მიეცეს ინფორმაციაზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობა.

ამასთანავე, კოალიცია მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველს, როგორც დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველ პირს, რათა საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში:

შეისწავლოს ბრიფინგებზე ჟურნალისტების დისკრიმინაციის ფაქტები და გამოსცეს შესაბამისი რეკომენდაცია;
მოამზადოს და შესაბამის დაწესებულებებს / პირებს გაუგზავნოს ზოგადი წინადადებები დისკრიმინაციის თავიდან აცილების და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.“, - ნათქვამია განცხადებაში.

„თქვენ ხართ აღვირახსნილები“ - ასე კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტს მიმართა, რომელიც ცდილობდა მინისტრისგან მოესმინა პასუხი, რატომ არ მიეცა ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს 8 დეკემბერს მინისტრის ბრიფინგზე შესვლის საშუალება.

ასევე საინტერესოა:

🔵 ქალბატონ ემას შეუძლია, ნებისმიერ დროს წაიღოს ეს მიკროფონი ჩემგან - თეა წულუკიანი

🔵 "არ მაინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები" - თეა წულუკიანი

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740770451

მსოფლიო

ზელენსკი თეთრ სახლს ადრე ტოვებს - Reuters

 უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან ემოციური კამათის შემდეგ თეთრ სახლს ადრე ტოვებს. ამის შესახებ Reuters-ი თეთრი სახლის უსახელო წარმ...

ააა

1740769184

მსოფლიო

„ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება“ - ტრამპი

 აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაკომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში საუბრისას წარმოქმნილ უთანხმოებაზე. „დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბე...

ტრამპი და ზელენსკი

1740767388

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ზელენსკის მიმართა - შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ქვეყნის უპატივცემულობაა

 აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომით თამაშში“ დაადანაშაულა. „შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, შენ თამაშობ...

ტრამპი

1740765093

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი. მოხარულები ვართ, რომ აშშ-შიც ამ ჭეშმარიტებამ გაიმარჯვა და კანონის დონეზე მიიღეს, რომ არის მხოლოდ ორი სქესი

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი და კარგია, რომ აშშ-შიც კა...

ლევან მაჭავარიანი

1740764801

ახალი ამბები

სუს-ში აცხადებენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიება“ ტარდება

 თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მოსაცდელი დარბაზი დაატოვებინეს. საქართველოს პირველი არხი ფაქტის კომენტირებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. როგორც სუს-ის პრესსამსახურში...

ზოგადი