ტრაპიზონში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინიციატივითა და ორგანიზებით, ასევე კლინიკის „Medicalpark-Trabzon“ მხარდაჭერით, 2022 წლის 9 სექტემბერს, ტრაპიზონში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

გამოკვლევები მოიცავდა შინაგანი სნეულებების ექიმის კონსულტაციას, ფილტვების რენდგენოგრაფიას, მუცლის ღრუს ეხოსკოპიას, სისხლის საერთო ანალიზს, სისხლში ნატრიუმის, კალიუმის, შარდოვანას, კრეატინინის, შაქრისა და კალციუმის განსაზღვრას.

აქციის მხარდაჭერისთვის გენერალური საკონსულო განსაკუთრებულ მადლობას უხდის კლინიკის გენერალურ დირექტორს, აბდულაჰ ჯანთურქს, მის მოადგილეს, ჰულია ქუთოღლუს, მომსახურების მენეჯმენტის დირექტორს, ნიჰალ ფურუნჯუს, მის მოადგილეს, თუბა ერგუნ ბულბულოღლუს, საერთაშორისო განყოფილების უფროსს, გულსუმ აქათ დურმუშს, საერთაშორისო განყოფილების წარმომადგენელს, ლანა ყალაბეგაშვილს, ექიმ-რეაბილიტოლოგს, ნანა ძაგნიძეს, შინაგანი სნეულებების ექიმებს, რაჰმან ქოსეოღლუს და ეგემენ არიქანს, თარჯიმნებს, დილექ ალთუნსა და ინგა კახიძეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქცია ტრაპიზონის საკონსულო ოლქში საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში პირველად განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოქალაქეებს საშუალება მიეცათ უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაეტარებინათ.

გენერალური საკონსულოს ძალისხმევით, მსგავსი აქცია წლის ბოლომდე გაგრძელდება, რა დროსაც ტრაპიზონის ცნობილ კლინიკებში საქართველოს მოქალაქეები მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებას მიიღებენ.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740334397

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი - ერთად ვისაუბრებთ და მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს მთავრობა

ფრიდრიხ მერცი, რომელიც კონსერვატიული ბლოკი „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან სოციალური კავშირი“ (CDU/CSU) ლიდერია, ეგზიტპოლის გამოცხადების შემდეგ სიტყვით გამოვიდა. მერცმა ისაუბრა პოლიტიკური მოწინააღმდეგ...

ფრიდრიხ მერცი

1740332928

მსოფლიო

ეგზიტპოლების თანახმად, ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი 29 პროცენტით ლიდერობს, ოლაფ შოლცის პარტია 16 პროცენტით მესამე ადგილზეა

ეგზიტპოლების თანახმად, ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან სოციალური კავშირი“ (CDU/CSU) ლიდერობს. საარჩევნო უბნებიდან გამოსული ამომრჩევლე...

ბუნდესტაგი

1740331504

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ვნახეთ როგორი საცოდავი სანახავი იყო ქართულ ოპოზიციად წოდებული საქართველოში მოქმედი აგენტურული ქსელი. ზოგი კალათბურთის დარბაზში აღმოჩნდა ინაუგურაციაზე, ზოგი სადღაც ქუჩაში, ზოგიც სადღაც ბუჩქებთან

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი კირცხალია გადაცემაში „იმედის კვირა“ ქართულ ოპოზიციაზე და ტრამპის მიმართ მათ დამოკიდებულებაზე საუბრობს. კირცხალია საცოდავ სანახავს უწოდებ...

კირცხალია

1740329529

ახალი ამბები

დედაქალაქში გზები თოვლისგან იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება

ბოლო დღეების განმავლობაში თბილისში მოსული ნალექის გამო, გზები თოვლისგან ინტენსიურად იწმინდება. ტექნიკური მარილი იყრება დედაქალაქის ქუჩებში და შემოერთებულ ტერიტორიებზე. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრო...

გზებიგზები

1740328469

სპორტი

ტატო გრიგალაშვილი ვარშავის ღია პირველობის გამარჯვებულია

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ძიუდოში მიმდინარე ღია პირველობაზე ტატო გრიგალაშვილი (90 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. აღნიშნულ ტურნირზე ქართველმა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა 90 კგ წონით კატეგორიაში ია...

ტატო გრიგალაშვილი ზედიზედ მესამედ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა