ცესკომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს საარჩევნო სიახლეები და ელექტრონული ტექნოლოგიები გააცნო

ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საარჩევნო სიახლეებსა და ელექტრონულ ტექნოლოგიებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლები გაეცნენ.

საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც გენერალური აუდიტორი და მისი მოადგილეები ესწრებოდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა. მან 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ისაუბრა. შეხვედრის ფარგლებში ცესკოს საარჩევნო კომისიების მართვის განყოფილების უფროსმა, რევაზ ეგაძემ პრეზენტაცია გამართა და მონაწილეებს საარჩევნო ტექნოლოგიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. გაიმართა საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია და იმიტირებული კენჭისყრა. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეცადათ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა.

ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალ ადგილებში, საჯარო და კერძო სტრუქტურებში. დღეის მდგომარეობით უკვე ინფორმირებულია 400 000-მდე ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში 6 ივლისიდან საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება იწყება. ახალი პროექტის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში, წინასწარ განსაზღვრულ 89 ლოკაციაზე გამართულ შეხვედრებზე ამომრჩევლებს საშუალება ექნებათ პირადად გაეცნონ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1720292673

საზოგადოება

თბილისში გლოვოს კურიერი დაჭრეს

თბილისში გლოვოს კურიერი პნევმატიკური იარაღიდან დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ნუცუბიძის ქუჩაზე მოხდა.  როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლ...

პოლიციის ავტომობილი

1720289017

საზოგადოება

კახეთში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახნენ. ავარიის შედეგად, მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა.  როგორც შინაგან საქმეთა სამ...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1720283378

საინტერესო ამბები

„ეს არის ნიშნები, რა დროსაც მშობელმა სასწრაფოდ უნდა მიმართოს ექიმს“- ექიმი პედიატრის გაფრთხილება!

„ზაფხულში თავს იჩენს სალმონელა. ბაქტერიული ინფექციები ნაწილობრივ მაინც უნდა გამიჯნოს მშობელმა და 1/2 დღეში განგაშის ზარი ატეხოს. მრავალჯერადი ღებინება, რაც ვირუსს ნაკლებად ახასიათებს, დიარეა, რომელიც...

ექიმი ნანა ტექნაძე

1720275771

სოციალური მედია

რას წერს გარდაცვლილი პროფესორის ცოლი - „მთელი თვის მანძილზე უბნის ძაღლები ჩემს ფანჯარასთან ყმუოდნენ, ძილის საშუალებას არ გვაძლევდნენ“

 მწერალ ირმა მალაციძის მეუღლე, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. დაკარგული 57 წლის პროფესორი, გიორგი გახელაძე იყო, რომლის სამძებრო სამუშაოებში პოლიცია და მოხალისეები ი...

დაკარგული პროფესორის მეუღლე

1720272958

სოციალური მედია

ვეტერანი ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე იუბილარია - რა ფოტოებს აქვეყნებს ეროვნული ნაკრები

დღეს, 6 ივლისს ვეტერან ფეხბურთელ გიორგი ქინქლაძეს დაბადების დღე აქვს. საიუბილეო დღესთან დაკავშირებით ეროვნულმა ნაკრებმა სოციალურ ქსელში მისი ახალგაზრდობის ფოტოები გამოაქვეყნა.  „დღეს გიორგი ქინქლაძის...

გიორგი ქინქლაძე