რას წერს გარდაცვლილი პროფესორის ცოლი - „მთელი თვის მანძილზე უბნის ძაღლები ჩემს ფანჯარასთან ყმუოდნენ, ძილის საშუალებას არ გვაძლევდნენ“

 მწერალ ირმა მალაციძის მეუღლე, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.

დაკარგული 57 წლის პროფესორი, გიორგი გახელაძე იყო, რომლის სამძებრო სამუშაოებში პოლიცია და მოხალისეები იყვნენ ჩართული.

გარდაცვალების შემდეგ, მისმა ცოლმა სოციალურ ქსელში პირველი პოსტი გამოაქვეყნა: 

„გიოს დაკარგვამდე და დაკარგვის დღეებში რამდენიმე უცნაური ფაქტი მოხდა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მინდა, რომ გაგიზიაროთ, იქნებ ასეთ დროს ძალიან გვჭირდება, დავიჯეროთ, რომ სიცოცხლე სადღაც სხვა ფორმით გრძელდება:

1. დაკარგვამდე ორი დღით ადრე, სამაჯურზე დამაგრებული ჯვარი ხელში ჩამატყდა;

2. დაკარგვის მეორე დღეს სახლში დიდი, შავი პეპელა შემოფრინდა. ამდენი წელია აქ ვცხოვრობთ და მსგავსი არ მახსენდება. იფარფატა კარგა ხანს და გაფრინდა;

3. როცა ლილოსთან, სოფ.ნასაგურში წავედი, საიდანაც იყო ზარი, თითქოს იქ დაინახეს, ბოლო გაჩერებაზე მივედი. დიდი მოედანი იყო. ირგვლივ ყანები აკრავდა და ერთადერთი სახლი იდგა, დიდი ეზოთი. მანქანა გავაჩერე და გადმოვედი. უცებ ეზოდან, დიდმა შავმა ძაღლმა პირი ჩემკენ იბრუნა, და ისეთი საშინელი ყმუილი დაიწყო, მეგონა, რომ მელაპარაკებოდა. ჩემს გარდა იქ გადამღები ჯგუფიც იყო და სხვა ადამიანებიც, ის კი მე „მელაპარაკებოდა“. მეგონა, რომ მეხმა გამიარა, ისეთი საშინელი მოსასმენი იყო. მაშინ მივხვდი, რომ გიო ალბათ ცოცხალი აღარ იყო. დავუწყე ყვირილი, გაჩუმდი მეთქი, ის კი ყმუოდა და ყმუოდა.

4. მთელი თვის მანძილზე უბნის ძაღლები ჩემს ფანჯარასთან ყმუოდნენ, ძილის საშუალებას არ გვაძლევდნენ.

5. როცა თემქაზე დავიწყეთ ძებნა, წერეთლის მონუმენტთან, და ცხადია, უშედეგოდ, სახლში დაბრუნებულმა აღმოვაჩინე, რომ სამზარეულოში გვიკიდია კალენდარი, რომელზედაც წერეთლის მონუმენტია გამოსახული.

6. მათე ორ თვეზე მეტია ამბობდა, მამა კვდებაო. სკოლაშიც უთქვამს, მაგრამ ვფიქრობდით, ავად რომ გახდა, ამიტომ ამბობსო. არ ვიცი, შესაძლოა მართლა აქვს რაღაც უნარი.

7. ძიების ბოლო ღამეს, წამით ჩამთვლიმა და თითქოს რაღაც კადრი განათდაო, გიო სანაიას სახე ამოვარდა და ჩაქრა. გიჟივით გამომეღვიძა. ჩვენი საერთო მეგობარი იყო.

პ.ს. არ ვიცი, რატომ გიყვებით ამას. მაპატიეთ, თუ თავს გაბეზრებთ, უბრალოდ, გაზიარება მინდა. ეს ცოტას მეხმარება“, - წერს ირმა მალაცაძე.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1728074869

ჰოროსკოპი

5 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი მოვლენებით დატვირთული და ნაყოფიერი დღეა. ეცადეთ, ადრე გაიღვიძოთ და მუშაობა დაიწყოთ. შესაძლოა, რაღაც...

ასტროლოგიური პროგნოზი

1728070293

საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება შაბათს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

სინოპტიკოსების პროგნოზით, 5 ოქტომბერს, საქართველოს მასშტაბით უმეტესად მზიანი ამინდი იქნება. მაქსიმალური ტემპერატურა  28° ქუთაისში დაფიქსირდება. 5 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა -...

მზიანი ამინდი

1728066214

სპორტი

სილვინიო: ჩეხეთსა და საქართველოსთან რთულ მატჩები გველის

ალბანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სილვინიომ პრესკონფერენცია გამართა. როგორც ბრაზილიელმა აღნიშნა, ჩეხეთსა და საქართველოსთან რთულ მატჩებს ელოდება. „ამ სანაკრებო ფანჯარაში ორი რთული მატჩი გველოდება....

სილვიონი

1728064174

ახალი ამბები

მარტვილში ავტომობილი ორსულს დაეჯახა

მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ცნობით, მსუბუქი ავტომობილი 5 თვის ორსულ ქალს დაეჯახა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ქალი გზაზე გადადიოდა. სასწრაფო სამედიცინო და...

პოლიცია

1728062733

საზოგადოება

ღონისძიების ძირითადი ნაწილი დაეთმობა საპატიო თბილისელების დაჯილდოებას - ბაკურ ბაკურაძე „თბილისობაზე“

ღონისძიების ძირითადი ნაწილი დაეთმობა საპატიო თბილისელების დაჯილდოებას, - განაცხადა სახალხო დღესასწაულ „თბილისობაზე“ საუბრისას „ქრონიკასთან“ რეჟისორმა ბაკურ ბაკურაძემ. „მაქვს იდეა, რომ ყოველი ამ ღონისძ...

ბაკურ ბაკურაძე