ცოტა ხნის წინ ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა, ცოლი საყვარელთან შევისწარი - ახალგაზრდა ცოლ-ქმრის ისტორია

როგორ ფიქრობთ, არსებობს თუ არა ბედისწერა? სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებს უჭირთ დაეთანხმონ იმ მოსაზრებას, რომ ბევრი მოვლენა შემთხვევით არ ხდება. თუმცა როცა ისინი თავად აწყდებიან მსგავს მაგალითებს, მაშინ ირწმუნებენ ბედისწერის გავლენას. ასეთი იყო ჩვენი ისტორიის გმირიც. რა მოხდა მის ცხოვრებაში და როგორ განვითარდა მოვლენები, გაიგებთ მოცემულ სტატიაში.

არსებობს თუ არა ბედისწერა

"ცოტა ხნის წინ ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა. ცოლი საყვარელთან შევისწარი. სახლში ამაზრზენი სანახაობა დამხვდა, ისინი ჩემს პლედში იყვნენ გახვეულები, მეუღლე მუხლებზე დაჩოქილი მევედრებოდა, რომ მისი საყვარლისთვის თითი არ დამეკარებინა.ცოლს ვუთხარი, რომ ნივთები შეეგროვებინა და სახლიდან წათრეულიყო. მის წასვლას არ დავლოდებივარ, მანქანაში ჩავჯექი და აღარც კი მახსოვს, თუ საით გავქანდი. ბევრს ვფიქრობდი იმაზე, თუ რატომ მომექცა ნატო ამგვარად. არადა, მისთვის ყველაფერს ვაკეთებდი. ნუთუ მთელი ეს დრო მას მხოლოდ ჩემი სიმდიდრე აინტერესებდა? ამას აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი ნატოსთან განქორწინება. მთელი ღამე ქალაქს წრეებს ვარტყამდი. დილით კაფეში შევიარე და პაკრში გასერნება გადავწყვიტე, რათა უძილო ღამის შემდეგ ცოტათი გამოვფხიზლებულიყავი.

როგორც კი გრძელ სკამზე ჩამოვჯექი, ჩემთან მოირბინა ატირებულმა გოგონამ და მითხრა: “ბიძია, დედაჩემი ცუდადაა, გთხოვთ, დამეხმარეთ!” თავიდან ვიფიქრე, რომ ეს თაღლითების მორიგი ხრიკი იყო, თუმცა გოგონა იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ გავყევი.დედამისი ერთ-ერთი ბილიკზე წაქცეული დამხვდა. მასთან მივირბინე, ზურგზე გადავაბრუნე და გავოგნდი. ეს თათია იყო, ქალი, რომელმაც 7 წლის მიმატოვა. როცა სასწრაფო დახმარების ბრიგადა მოვიდა, ექიმმა მითხრა, რომ გოგონას თან ვერ წაიყვანდნენ. მათ ვუთხარი, რომ ბავშვს მე დავიტოვებდი. პატარას დიდხანს ვამშვიდებდი, დავპირდი, რომ პირველი შესაძლებლობისამებრ წავიყვანდი დედასთან.როცა სახლში დავბრუნდით, კლინიკაში დავრეკე. გაირკვა, რომ თათია რეანიმაციულ განყოფილებაში დააწვინეს, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილური იყო. ვიდრე იგი კლინიკაში იწვა, გოგონა ჩემთან ცხოვრობდა. ჩვენ დავახლოვდით კიდეც. აღმოჩნდა, რომ თათია მუხლჩაუხრელად შრომობდა, რათა ოჯახი გამოეკვება. როცა ბავშვს ვკითხე, თუ რატომ არ იხდიდა მამა ალიმენტს, ის მრავალმნიშვნელოვნად გაჩუმდა და არ მიპასუხა.

თათიას შევთავაზე ჩემთან დარჩენა, ვიდრე იგი სრულად აღიდგენდა ძალებს. ჩემდა გასაოცრად, ისიც დამთანხმდა. იმ დღეებში მოვიდა ნატო მესტუმრა, იგი გაოცებული დარჩა თათიას ხილვით და მითხრა: “სერიოზულად, ყოფილთან დაბრუნება გადაწყვიტე? ქალიშვილის შესახებ როგორ გაიგე? მე ხომ ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რათა ეს არ მომხდარიყო!” მეც და თათიაც შოკირებულები დავრჩით. ნატოს ყველაფერი ბოლო სიტყვამდე ვათქმვინე. 7 წლის წინ მინდოდა თათიასთვის ცოლობა მეთხოვა. ნატოსთან ბავშვობიდანვე ვმეგობრობდი და ხშირად ვეკთხებოდი რჩევებს. მან მითხრა, რომ წინასწარ უნდა გაგვევარჯიშებინა და ჩავწერეთ ნიმუშად ვიდეო, სადაც ნატოს ვთხოვდი ხელს. მან ეს ჩანაწერი თათიას გადაუგზავნა, რის გამოც მან მიმატოვა.თათიამ დამიმალა, რომ ორსულად იყო და უბრალოდ გაქრა ჩემი ცხოვრებიდან. მე კი ტკივილის ჩაცხრობის მიზნით ერთი წლის შემდეგ ნატო შევირთე ცოლად.მთელი ეს დრო ვერ ვხვდებოდი, თათია ასე რატომ მომექცა. ის კი იმავეს ფიქრობდა ჩემზე. როგორც ჩანს, ახლა მეორე შანსი მომეცა და საკუთარ შეცდომებს აუცილებლად გამოვასწორებ.”

წყარო:პაპარაცი

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵რატომ აიკრძალა სიცილი, მაღაზიებში სიარული და დალევა ჩრდილოეთ კორეაში?

🔵„ჩემი იღბალი რომ ვიცი ან ის რეიტუზიანი მოზვერი გოცირიძე შემხვდება, ან ის ოთხკუთხედი ღორი გუბაზა.“

🔵აცრა, აცრა და აცრაა ერთადერთი ვარიანტი, რომ სიკვდილი თავიდან ავიცილოთ - პაატა იმნაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1742023008

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე აშშ-ის ელჩის საგარეო უწყებაში მისვლაზე: აგენტურის ბევრ წარმომადგენელს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა

 კარგია, რომ აშშ-ის ელჩი მიბრძანდა საგარეო უწყებაში და აღინიშნა, რომ საქართველოს ჰყავს საგარეო საქმეთა მინისტრი, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ  არჩილ გორდულაძემ გ...

არჩილ გორდულაძე

1742021393

მსოფლიო

უკრაინის ხელისუფლება ჯგუფებს ქმნის, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიან შეთანხმებას შესრულებას გააკონტროლებენ

უკრაინის ხელისუფლებამ სპეციალური ჯგუფების შექმნა დაიწყო, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიანი შეთანხმების შესრულებას გააკონტროლებენ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განა...

უკრაინა

1742019541

ახალი ამბები

ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც გუშინ საღამოს მკვლელობა მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამით დასრულდა

 თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც გუშინ საღამოს მკვლელობა მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამით დასრულდა. მოკლული მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. თვითმხილველების ინ...

პოლიცია

1741984923

საზოგადოება

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს. ამ დროისთვის, ტერიტორია საპატრულო პოლიციას აქვს შემოსაზღვრული, სადაც მოქალაქეებს არ უშვებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულს უცნობმა ადამიანმა ცეცხლსასროლი...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1741982232

საზოგადოება

სოსო გალუმაშვილი: უამრავი ლიდერი კომპანიის აქციების გაუფასურების ფონზე, ლონდონის ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის აქციების ფასი არნახულად გაიზარდა. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ინვესტორები ენდობიან ამ ორგანიზაციებს და ალბათ, ქვეყანასაც

უამრავი ლიდერი კომპანიის აქციების გაუფასურების ფონზე, ლონდონის ბირჟაზე სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი არნახულად გაიზარდა, - წერს სოციალურ ქსელში ბიზნესკონსულტანტი, საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრ...

სოსო გალუმაშვილი