"უკვე ტესტიც არ იყო საჭირო დიაგნოზისთვის, მაგრამ სტატისტიკა ხომ უნდა შეგვევსო" - თეა გვასალია

ყოფილი ტელეწამყვანი თეა გვასალია სოციალურ ქსელში წერს:

საშუალო სტატისტიკური ოჯახის კოვიდ სტატისტიკა.

(წლების შემდეგ გასახსენებლად) იანვრის ერთ მზიან დილას ფაიზერით სამჯერ აცრილმა მამაჩემმა რომ გამოაცხადა, რაღაც ყელი მფხაჭნისო, მაშინვე კოვიდის დიაგნოზი დავუსვი და თავის ოთახში გავამწესე იზოლაციაში.

ჯერ ერთი იმიტომ, რომ თავისი 86 წლის მიუხედავად, ყველა ჩვენგანზე ჯანმრთელი და ენერგიულია, ყოველ ახალ დილას ვარჯიშით იწყებს, ჯანსაღად იკვებება, ფეხით დადის, ემერიტუსის სტატუსის მიუხედავად აგრძელებს ლექციების კითხვას, დოქტორანტები ჰყავს, კომპიუტერულ ტექნოლოგიებში გადასარევად ერკვევა და ერთი ინგლისური ვერ ისწავლა, თორემ სხვა მხრივ 21-ე საუკუნის სრულფასოვანი მოქალაქეა და რაც მთავარია, საშუალოდ ათ წელიწადში ერთხელ ემართება ხოლმე სურდო.

და რადგან წინა გაციებიდან ჯერ ხუთი წელიც არ იყო გასული, გარეთ კი ომიკრონი მძვინვარებდა, არ იყო ძნელი მისახვედრი რა სჭირდა.

მოკლედ, ეს გავუშვი იზოლაციაში და ავამოქმედე ყველა პროტოკოლი, რაც კი ჯანმოს შავგრემან კაცს გაუხმოვანებია პანდემიის დაწყებიდან დღემდე.

პისიარ ტესტი მესამე დღისთვის გამოვიძახე.

სწორედ იმ დღეს მისცა სანდროს 39.5 სიცხე.

უკვე ტესტიც არ იყო საჭირო დიაგნოზისთვის, მაგრამ სტატისტიკა ხომ უნდა შეგვევსო.

როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე ტესტი დადებითი აღმოჩნდა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, მამაჩემს მეორე დღეს გაუარა ყელის ტკივილმა და სხვა არანაირი სიმპტომი არ ჰქონია.

სანდროს შემდეგი ორი დღე ჰქონდა დაბალი სიცხეები, ახლა კარგადაა, ცოტა ახველებს.

მე, ცხადია ბავშვი (რომელიც ზემოდან დამყურებს ) მარტო ვერ დავტოვე და ერთი კვირა მის ოთახში მეძინა.

არ ვიცი ფაიზერმა დამიცვა თუ რაიმე სხვა ძალამ, მაგრამ არაფერი გადამდებია.

ელენე იხვეწებოდა, არ მომეკაროთ, ფინალურები მაქვს ჩასაბარებელიო და ისიც და მელანოც გადარჩნენ ამ ჯერზე.

სახელმწიფოს მხრიდან ყურადღებას რაც შეეხება, ცოდვას ვერ ვიტყვი, ლამის ყოველ დღე მირეკავენ ჯანდაცვიდან, მაგრამ ძირითადად სტატისტიკისთვის, ანუ მეკითხებიან კოვიდიანების პირად ნომრებს, დაბადების თარიღებს, ოჯახის წევრთა რაოდენობას, ვისაც არ გადაგვედო მათ მონაცემებს და ტელეფონის ნომრებს იწერენ და მეუბნებიან ექიმი დაგიკავშირდებათო, მაგრამ მორიგი ზარით ისევ მამაჩემის დაბადების თარიღს ამოწმებენ.

სანდროს მოსაკითხად კი დაგვირეკა ექიმმა, რომელსაც 112-მა გადასცა სიცხიანი სანდროს მონაცემები, გაუხარდა მსუბუქად რომ მიმდინარეობდა ეს ამბავი და თუ რამე დაგჭირდეთ, არ მოგერიდოთ, შემეხმიანეთო, დამიბარა.

ამ ორივეს კარანტინი დამთავრდა, უკვე შეგვიძლია გარეთ გასვლა, მაგრამ სადაც გავიხედე, ყველას კოვიდი ჭირს და არაა საჭირო ზედმეტად სიარული.

იმედია ეს კოვიდის ბოლო შტამი იქნება, იოლად მოვიხდით და ზაფხულში თუ არა, შემოდგომისთვის მაინც დავასრულებთ კაცობრიობის შეგნებისა და ფიზიკური და მენტალური გამძლეობის გამოსაცდელად მოვლენილ 21-ე საუკუნის პირველ პანდემიას“ – წერს გვასალია.

სხვა სიახლეები:

🔲 "ვაქცინაცია არ უზრუნველყოფს 100% დაცვას ვირუსისგან, მაგრამ როგორც პრეზერვატივი აივ ინფექციისგან გიცავს 99.5% შემთხვევაში" - რას წერს გიორგი ხაბურძანია

🔲 "ხშირად შევსწრებივარ კამათს კლინიკათა ხელმძღვანელებს შორის, კოვიდს დავუწერთ და 5000 ლარს მოგცემთო..." - რას წერს დავით გადელია

🔲  თამარ ჩერგოლეიშვილი: თუ მიშასთან შესვლაზე რიგში არ დადექი, საინფორმაციო დღის წესრიგში ვერ ხვდები – ასეთი ოპოზიციური მედია გვაქვს

🔲  ჯანმო: კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტის BA.2 ფორმა, როგორც ჩანს, უფრო სერიოზული არ არის, ვიდრე თავდაპირველი BA.1 ფორმა  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741608776

ახალი ამბები

გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის თაღლითურად მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის თაღლითურად მითვისებაში ბრალდებული „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ბაჩია...

გიორგი ბაჩიაშვილ

1741607051

ახალი ამბები

„ტელეკომპანია „იმედის“ დატოვების შესახებ გავრცელებული ცნობა დეზინფორმაციაა“ - ნიკოლოზ წულუკიძე

გავრცელებული ინფორმაცია, რომ წამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა სიცრუეა. ამის შესახებ მან ახალი ამბების საინფორმაციო სააგენტო „ნიუს ჰაბს“ განუცხადა.  წულუკიძის განმარტებით, იგი ტე...

ნიკოლოზ წულუკიძე

1741606380

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: არანაირად არ აწყობთ მონაწილეობის მიღება თვითმმართველობის არჩევნებში, არიან განულებულები და ერიდებიან იმას, რომ მათი რეიტინგი არჩევნებში გამოჩნდეს

„არანაირად არ აწყობთ მონაწილეობის მიღება თვითმმართველობის არჩევნებში, ვინაიდან კიდევ ერთხელ გამომჟღავნდება, თუ რა რეიტინგი აქვთ“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის...

ლევან მაჭავარიანი

1741605516

ახალი ამბები

11-13 მარტს ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე დაზიანებული გზის შეკეთების სამუშაოები ჩატარდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზამთრის რთულმა კლიმატურმა პირობებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელ...

 დაზიანებული გზა

1741604917

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი მამუკა ხაზარაძის მიერ ჯარიმის გადახდაზე: გადახდილი თანხა ნიშნავს, რომ ბატონმა ხაზარაძემ აღიარა პირდაპირ, რომ მან ჩააგდო ანაკლიის პროექტი

„გადახდილი თანხა ნიშნავს, რომ ბატონმა ხაზარაძემ აღიარა პირდაპირ, რომ მან ჩააგდო ანაკლიის პროექტი“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი მამუ...

ლევან მაჭავარიანი