ვახტანგ ცინცაძე - ჩვენი მიზანია, გლობალური გამოწვევების მიუხედავად, შევძლოთ და შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპები

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის ოთხწლიანი მაჩვენებლების მიხედვით, 2021-24 წლებში საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 9. 7 პროცენტს უტოლდება და ამ მონაცემებით საქართველო გლობალურად ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.

მისივე თქმით, უკვე დაზუსტებულია 2024 წლის ეკონომიკურმა ზრდის მაჩვენებელიც, რომელიც 9.4 პროცენტს შეადგენს.

„გასულ წელს ეკონომიკური ზრდის მაღალი აქტივობა დაფიქსირდა განათლების, ინფორმაციისა და კომუნიკაციების, მშენებლობის, ვაჭრობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორებში. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს მთლიანმა შიდა პროდუქტმა 92 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო ერთ სულზე შექმნილმა დამატებულმა ღირებულებამ 25 000 ლარს მიაღწია“, – განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი ვაჭრობას (15.2 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებს (9.9%), დამამუშავებელ მრეწველობას (9.3%), მშენებლობას (8.4%), ინფორმაციისა და კომუნიკაციის (6.4%), სოფლის მეურნეობის (6.2%), ტრანსპორტისა და დასაწყობების (5.9%) და განათლების (5.7%) სექტორებს ეჭირა.

„ჩვენი მოლოდინია, რომ 2025-29 წლებში საქართველო იქნება ლიდერი გლობალურად ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ, აქტიურად გრძელდება სტრუქტურული რეფორმები და ჩვენი მიზანია, გლობალური გამოწვევების მიუხედავად, შევძლოთ და შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1742663671

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეუერთდა გარემოსდაცვით გლობალურ აქციას - „დედამიწის საათი“

 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეუერთდა გარემოსდაცვით საერთაშორისო კამპანიას „დედამიწის საათი“, რომლის ფარგლებშიც პრეზიდენტის სასახლის განათება ერთი საათით გაითიშა. „დედამიწის საათი“ გლობალური...

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

1742661789

ახალი ამბები

შალვა ნათელაშვილი - სომხეთში ჰქონდათ პარტიული ტელევიზია, რომლის ეკრანიდანაც არ ჩამოდიოდნენ პარტიული ფუნქციონერები. იგივე ხდება „ტვ პირველზე“- ხაზარაძე ამაში მაინც მიბაძე იმ მაგარ ხალხს საიდანაც წარმოიშვი

 „სომხეთში ჰქონდათ პარტიული ტელევიზია სარქისიანის პრემიერობისას, რომლის ეკრანიდანაც დღე და ღამ არ ჩამოდიოდნენ პარტიული ფუნქციონერები.ზუსტად იგივე ხდება ბანკირ ოლიგარქ ხაზარაძის ტვ პირველზე იმ განსხვავ...

ბბნ

1742659408

ახალი ამბები

ირაკლი ბეროშვილი თბილისის „გრანდ სლემის" ბრინჯაოს პრიზიორია

 საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის „გრანდ სლემი" მიმდინარეობს. ქართველმა ძიუდოისტმა ირაკლი ბეროშვილმა (-81 კგ) მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კანადელი ფრანსუა გოტიე დრაპუ დაამარცხა დ...

ირაკლი ბეროშვილი

1742657736

ახალი ამბები

ზაურ დვალაშვილი თბილისის „გრანდ სლემის" ბრინჯაოს პრიზიორია

 საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის „გრანდ სლემი" მიმდინარეობს. ქართველმა ძიუდოისტმა ზაურ დვალაშვილმა (-81 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ფრანგი არნაუ არეგბა 20 წამში დაამარცხა. მე...

ზაურ დვალაშვილი

1742657626

ახალი ამბები

უბედური შემთხვევა ქობულეთში - კაცი სახლის სახურავიდან გადავარდა და დაიღუპა

 ქობულეთში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, შუა ხნის კაცი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი მეზობელს ეხმარებოდა, რა დროსაც სახურავზე ფეხი მოუცურდა და ჩამოვარდა. კაცი ადგილზე...

პატრული