ომი, პანდემია, კატასტროფები: ვანგას წინასწარმეტყველებების სია, რომლებიც გაგაოცებთ - რა გველის 2022-ში?
ვანგა, ალბათ, მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი წინასწარმეტყველია. მხედველობა დაქვეითებული ბულგარელი ნათელმხილველის შესახებ თითქმის ყველამ იცის, ხოლო მის მიერ გაკეთებულ პროგნოზებს დღემდე ამოწმებენ. Girl.ge-ს რედაქცია გაგაცნობთ, თუ რომელი წინასწარმეტყველება უკვე ახდა და რას უნდა ველოდოთ 2021 წელს.
ბულგარელი წინასწარმეტყველი 1911 წელს დაიბადა. ნათელმხილველობის მინიჭებიდან სიცოცხლის ბოლომდე კონკრეტული ადამიანების, ასევე ზოგადად სამყაროს შესახებ წინასწარმეტყველებდა.
ვინ არის ვანგა
ვანგელია პანდევა გუშტეროვა 1911 წლის 31 იანვარს დაიბადა. მან თავისი ნიჭი 12 წლის ასაკში მიიღო, როდესაც ქარიშხლის მსხვერპლი გახდა. გრიგალმა ვანგა მოიტაცა და რამდენიმე მეტრის მოშორებით მიწაზე მოისროლა. თვითმხილველების თქმით, მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ იპოვეს. გოგონას მხედველობა დაუზიანდა. თანამედროვე მედიცინა დარწმუნებულია, რომ დროული მკურნალობით მხედველობის შენარჩუნება შეიძლებოდა. გოგონას ოჯახი ღარიბი იყო და მკურნალობის ფული არ ჰქონდა. ვანგას მხედველობა სრულად დაუქვეითდა.
ცოტა ხნით უსინათლოების თავშესაფარში ცხოვრობდა, მაგრამ მალევე სახლში დაბრუნდა, სადაც პატარა ბავშვებს უვლიდა და სახლს ალაგებდა. ვანგას ზებუნებრივი შესაძლებლობების შესახებ ცნობილი გახდა მეორე მსოფლიო ომის დროს – მაშინ პირველად იგრძნო „აუხსნელი არსების“ გავლენა და დაიწყო იმაზე საუბარი, თუ სად შეიძლებოდა დაკარგული ჯარისკაცების პოვნა, ასევე ცოცხლები იყვნენ თუ მკვდრები.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ვანგას წარმოუდგენელი შესაძლებლობები 1939 წელს გამოჩნდა – მაშინ ძლიერი გაციების და სურდოს მიუხედავად, ცივ მინდორში დიდხანს დგომის შემდეგ გამოჯანმრთელდა.
ვანგა 1996 წელს გარდაიცვალა, მან სარძევე ჯირკვლის სიმსივნის მკურნალობაზე უარი თქვა – არ დათანხმდა ოპერაციას, რომელსაც მისი სიცოცხლის გახანგრძლივება შეეძლო. მისი ასი წლის იუბილეზე, 2011 წელს, რუპიტეში, სადაც ვანგამ სიცოცხლის ბოლო 20 წელი გაატარა, ძეგლი დადგეს. იმავე სოფელში ვანგას ფულადი სახსრებით წმინდა პარასკევას სამლოცველო ააშენეს.
ვანგას ბიოგრაფები საუბრობენ ათასობით ნათელმხილველობაზე, რომელთა ნაწილი უკვე ახდა და ნაწილი კი ჯერ მხოლოდ სიტყვებად რჩება. მისი პროგნოზების სია ვრცელია, ის საუბრობდა როგორც ადგილობრივ მოვლენებსა და ხალხზე, ასევე მასშტაბურ ცვლილებებზე.
რომელი წინასწარმეტყველება ახდა: რა თქვა სიტყვასიტყვით დიდმა ნათელმხილველმა
მას შემდეგ, რაც ვანგამ ზოგიერთი რამის ზუსტად წინასწარმეტყველება შეძლო, ხალხმა მასთან სვლა დაიწყო. მათ სურდათ წარსულის და მომავლის შესახებ გაგება, ნათესავების პოვნა ან საკუთარი ბედის გაგება. ჯანმრთელობის პრობლემის აღმოჩენისას ექიმთან ან მკურნალთან უშვებდა, რომელთაც მათი დახმარება შეეძლოთ. ის საჯარო მოხელედ გააფორმეს და ხელფასს უხდიდნენ.
გავრცელებულია მოსაზრება, რომ ვანგა ერთგვარი „პროექტია“, ხოლო სინამდვილეში არანაირი წინასწარმეტყველების უნარი არ ჰქონდა. მომლოცველების და ვიზიტორების სვლამ მისი საცხოვრებელი ადგილი პოპულარული გახადა, აქ ინფრასტრუქტურა გამოჩნდა. დღემდე მასთან დაკავშირებული ადგილი ბევრ ტურისტს იზიდავს, მის ხსოვნას პატივს აგებენ და საოცარი ქალის შესახებ უფრო მეტის გაგებას ცდილობენ.
აი, ვანგას 5 ყველაზე ცნობილი წინასწარმეტყველება:
1942
1942 წელს, მომავლის წინასწარმეტყველების დაწყებიდან მალევე მასთან მივიდა ბულგარეთის მეფე ბორის III, რომელიც მისი ერთ–ერთი პირველი ცნობილი სტუმარი გახდა. მას ვანგამ სიკვდილის ზუსტი თარიღი უთხრა.
1952
ვანგამ განაცხადა, რომ სტალინი 1953 წლის მარტში მოკვდებოდა – ამის გამო პატიმრობაც მიუსაჯეს. განაჩენი გაუქმდა, როცა წინასწარმეტყველება ახდა.
1969
კიდევ ერთი ცნობილი ადამიანი, რომლის სიკვდილიც ვანგამ იწინასწარმეტყველა, იყო ინდირა განდი. ეს 1969 წელს მოხდა, როცა ნათელმხილვემა თქვა: „მას კაბა დაღუპავს. ვხედავ კვამლს და ნარინჯისფერ–მოყვითალო კაბას“. სწორედ ასეთი კაბა ეცვა განდის 1984 წელს, თავდასხმის დღეს.
1981
პრინცესა დაიანას და პრინც ჩარლზს საქორწილო ცერემონიის ეთერში გასვლისას ვანგამ თქვა, რომ დაიანა ახალგაზრდა მოკვდება და ავტოკატასტროფაში დაიღუპება. ასევე ხაზი გაუსვა, რომ თავად 1 წლით ადრე დაიღუპება. ასეც მოხდა: ვანგა 1996 წლის 11 აგვისტოს გარდაიცვალა, ხოლო დაიანა პარიზში, 1997 წლის 31 აგვისტოს ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
2001
ვანგა ასევე დაინახა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი. 1989 წელს მან თქვა „შიში, შიში! ამერიკელი ძმები დაეცემიან, რკინის ჩიტებით გაწყვეტილი. მგლები ბუჩქებიდან დაიტირებენ და უდანაშაულო სისხლი მდინარესავით მოედინება“. თვითმფრინავების შეჯახების გამო ტყუპი კოშკების დაცემა, ათასობით ადამიანების სიკვდილი მიუთითებს, რომ ვანგას პროგნოზი ზუსტი იყო.
„ხუთი ორიანი“: ვანგას წინასწარმეტყველება
2020 წელს ვანგას ორი წინასწარმეტყველება „ორიანის დღე“ უკავშირდება. ის ირწმუნებოდა, რომ 22.02.2020 და 22.12.2020 პლანეტისა და კაცობრიობისთვის განსაკუთრებით კრიტიკული იქნებოდა. ამ თარიღებში მან საშინელი პანდემია და სხვა არანაკლებ სახიფათო მოვლენები იწინასწარმეტყველა.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროგნოზი სწორია. სწორედ თებერვალში სამყაროში კორონავირუსის ინფექცია გავრცელდა, რომელმაც იმ დროისთვის ჩინეთის საზღვრები დატოვა, ხოლო ინფიცირებულები სხვა ქვეყნებში გამოჩნდნენ. პანდემიასთან გამკლავება დღემდე ვერ შევძელით.
22.12.2020 კიდევ ერთი ხუთი ორიანის დღე. რა მოხდა 22 დეკემბერს? ვანგას წინასწარმეტყველება ასე ჟღერდა: „მზეზე გავხურდებით და მზეს შავი ჩრდილი დაეცემა“ სწორედ ამ დღეს მზის აფეთქება, ასევე სატურნის და იუპიტერის მაქსიმალური მიახლოება მოხდა, რაც რამდენიმე ასეული წელი არ მომხდარა.
ვანგას წინასწარმეტყველება კორონავირუსის შესახებ
ნათელმხილველის პროგნოზებში პანდემიის შესახებ მითითებაც იპოვეს. მართალია, მას ზუსტს ვერ ვუწოდებთ.
ის ამბობდა, რომ 2020 წელს „გამოჩნდება რაღაც დაავადება, რომელმაც შეიძლება მთელ მსოფლიოში ეპიდემია გამოიწვიოს“. სწორედ ეს მოხდა, თუმცა არა აფრიკაში, როგორც ვანგა ირწმუნებოდა, არამედ ჩინეთში.
2020 წლის იანვარში მსოფლიომ კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევების შესახებ გაიგო, რომელიც თავიდან სერიოზულად არ აღიქვეს. ყოველ კვირა დაავადებულთა რაოდენობა იზრდებოდა და მიღებული ზომების მიუხედავად ვირუსი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ვირუსის დამარცხება ჯერ ვერ მოვახერხეთ, თუმცა ვაქცინა უნდა გამოვიდა, რომლის გამოყენებით ექიმებს და მეცნიერებს პანდემიის შეფერხების იმედი აქვთ. წამლის შექმნაზე საუბრობდა ვანგაც. მისი თქმით, მედიკამენტი 2020 წლის ბოლოს გამოჩნდებოდა.
ვანგის წინასწარმეტყველება კორონავირუსის შესახებ პანდემიის დასრულების პროგნოზებსაც შეიცავს – ეს 2021 წლის მარტში მოხდება.
2022 წელს ვანგა კაცობრიობის აყვავებისა და განვითარების ახალი რაუნდის დაწყებას არ გამორიცხავს.
წინასწარმეტყველებები, რომლებიც არ ახდა
ვანგას პროგნოზების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია – ყველა წინასწარმეტყველება არ ახდა. 1994 წლისთვის „დაგეგმილი“ ქვეყნის აღსასრული არ მოხდა. „სადაც იყო სიცხე, იქ ყინვა იქნება, ბევრი ცხოველი დაიღუპება“ – თქვა მან. გლობალური გამყინვარება არ შეინიშნება, უფრო პირიქით, სამყარო გლობალური დათბობისკენ მიდის, რასაც მყინვარების დნობა და მსოფლიო ოკეანის დონის აწევა მოჰყვება.
მსოფლიო ომი ბირთვული და ქიმიური იარაღების გამოყენებით, რომელიც 2010 წელს უნდა დაწყებულიყო, საბედნიეროდ, არ ახდა. ვანგამ იწინასწარმეტყველა, რომ შეიარაღებული კონფლიქტი, რომელშიც ყველა ქვეყანა ჩაერთვება, მინიმუმ 4 წელი გაგრძელდება.
ნათელმხილველი, რომელიც მკერდის კიბოთი გარდაიცვალა, ამტკიცებდა, რომ 2008 წელს ყველა ფორმის სიმსივნის საწინააღმდეგოდ უნივერსალურ სამკურნალო საშუალებას გამოიგონებდნენ. სამწუხაროდ, ონკოლოგიის სფეროში სამედიცინო მიღწევების მიუხედავად, ასეთი სამკურნალო საშუალება ჯერ არ გამოუგონიათ. თუმცა შექმნეს უნივერსალური საშუალება ძალების და სასიცოცხლო ტონუსის მხარდასაჭერად, რომელიც დაღლილობას აქრობს – მისი გამოგონება ვანგამ 2018 წლისთვის იწინასწარმეტყველა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵გაიგე დეტალურად რა კოვიდრეგულაციები მოქმედებს იტალიაში ამჟამად
🔵გავიგე, თუ რამდენს შოულობდა ქალიშვილი უქმეებზე მუშაობით და უარი ვთქვი შვილიშვილების მოვლაზე
🔵ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2022 წელს პრობლემები შეექმნებათ
1730878437
ჰოროსკოპი„ერთადერთი რამ რაც არ ღირს, ახალ სამუშაოზე გადასვლაა“ - რას ამბობს ხათუნა ნოელი დღევანდელ ასტროლოგიურ მოვლენაზე
ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს. ამჯერად მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც 6 ნოემბრის ასტროლოგიური მოვლენების შესახე...
1730875291
ჰოროსკოპი„რთული დღე გაქვთ, თავს იჩენს პრობლემები... ყურადღება მიაქციეთ ადამიანებს, ვინც მეგობარი გეგონათ“ - 6 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის
„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მერკურია. ეს დღე საკმაოდ საინტერესოა, სასურველი არ არის დღე აქტიურად გაატაროთ, პირიქით რაც უფრო მშვიდ გარემოში იქნებით, მით უფრო კარგია თქვენთვის. დღეს ნანახი სიზმრე...
1730868822
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?
6 ნოემბერს ქუთაისში +11 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +0 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3. ბათუმში დღისით ჰაერი +...
1730835243
ჰოროსკოპი6 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი ფინანსური თვალსაზრისით, ხელსაყრელი დღეა. ვარსკვლავების განლაგება დაუგეგმავ შემოსავალს ან ხელფასის გ...
1730829507
ახალი ამბებიპაატა იმნაძე: ვაქცინის გაკეთება შეიძლება ყოველთვის, მთავარია იმ მომენტში არ გქონდეს მწვავე დაავადება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გრიპის ვაქცინის დანიშნულებაზე ისაუბრა. იმნაძემ მოსახლეობას გრიპის ვაქცი...