"ვიღაც "წმინდა მამა" ამბიონზე გადმოდგება და ისევ ამ თაობის ქილიკს დაიწყებს, უღმერთოები არიანო… არა, ბატონო, ისინი ჩვენ დავაშორეთ ღმერთს" - მამა პეტრე

"ეკლესიას არ ჰყავს დასაკარგი თაობა, ეკლესია სულ უნდა ცდილობდეს მომავალი თაობის შენარჩუნებას და მასთან დამეგობრებას", - ამის შესახებ სვეტიცხოვლის ტაძრის მღვდელმსახური მამა პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს:
"კომპიუტერზე გაზრდილი ახალგაზრდები, ადვილად ვერ მოტყუვდებიან, ისინი სიტყვას არა, საქმეს უსმენენ და ამის მიხედვით აფასებენ ყველა ჩვენგანს.
მათთვის ავტორიტეტი მხოლოდ ის არის, ვინც გულწრფელი და უშუალოა…
თუ ისინი უსამართლობას წააწყდებიან, რატომ ჰგონია ვინმეს, მათი ,,დაჭერა”, მათი შენარჩუნება ჯოჯოხეთის ცეცხლის შიშით იქნება შესაძლებელი…
ან ვინმე შიშის გამო რატომ უნდა მოვიდეს ეკლესიაში.
იქ სიყვარული, პატივისცემა და თანასწორობა უნდა დახვდეს.
რატომ უნდა იყოს ასეთი აქტუალური შემდეგი სიტყვები - "დაისჯები", "ჯოჯოხეთი არ აგცდება", "ღმერთი შურს იძიებს შენზე", "აგერ ნახავ რა მოგივა"…
შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს, მაგრამ ამ თაობას, ვისაც ვითომ არაფერი აინტერესებს, მით უმეტეს რელიგია, ძალიან ბევრ სასულიერო პირზე მეტად აქვს წაკითხული წმინდა წერილი და მისი განმარტებები…
მათ კარგად იციან, რომ ღმერთი არ არის შურისმაძიებელი და ჩვენ არ ვცხოვრობთ ძველ აღთქმაში…
მომავალი თაობა ყველაზე მეტად უსამართლობას არ აპატიებს და ამის გამო მათი პროტესტი ჩარჩოებს ამსხვრებს…
როცა მოზარდი დაინახავს, ის სისტემა, რომელიც ყველაზე სამართლიანი და მართალი უნდა იყოს, ადამიანს სიმართლის გამო პასუხს სთხოვს, წარმოიდგინეთ როგორ არც მოუნდება მას ეკლესიაში ყოფნა, ღმერთი და რწმენა…
მერე ვიღაც "წმინდა მამა" ამბიონზე გადმოდგება და ისევ ამ თაობის ქილიკს დაიწყებს, უღმერთოები არიანო…
არა, ბატონო, ისინი ჩვენ დავაშორეთ ღმერთს… ჩვენ ჩავდექით შუაში არასწორად მოზარდებსა და ღმერთს შორის…
ამიტომ, უსამართლოდ გაკიცხული ერთი ადამიანის უკან დგანან მათი შვილები, შვილების მეგობრები, მერე მათი მეგობრები და საბოლოოდ, მთელი ახალგაზრდობა…
იმდენი არ უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენ მიერ არასწორად გადადგმული ნაბიჯები, ბუმერანგის პრინციპით, ახალგაზრდების სახელით უკან მოგვიბრუნდეს…
რაღაცამ მაინც ხომ უნდა დაგვაფიქროს, რაღაცამ ხომ უნდა შეგვაჩეროს…
რატომ არის ამდენი პრობლემა?! უსამართლობის გამო!..
ვიკმაროთ, ასე შეუძლებელია გაგრძელდეს!..",- წერს მამა პეტრე კვარაცხელია.
სხვა სიახლეები:
1741973228
მსოფლიოპუტინი ტრამპის მოწოდებაზე: იარაღის დაყრისა და ჩაბარების შემთხვევაში, უკრაინის ჯარებს კურსკის ოლქში გარანტირებული ექნებათ სიცოცხლე და ღირსეული მოპყრობა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ გაეცნო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდებას კურსკის ოლქში ბლოკირებული უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების დანდობაზე. „იარაღის დაყრის...
1741971621
მსოფლიოკანადის ახალი პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი გახდა
კანადას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. მარკ კარნიმ ფიცი დადო, რაც ნიშნავს, რომ მან ოფიციალურად ჩაანაცვლა თანამდებობაზე ჯასტინ ტრიუდო. კარნიმ ფიცი, ტრადიციულად, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე დადო. ფიცის და...
1741969756
მსოფლიოუკრაინის პრემიერი: უკრაინა არ აპირებს თავისი ტერიტორიების დათმობას
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინა არ აპირებს თავისი ტერიტორიების დათმობას. „რაც შეეხება ტერიტორიულ დათმობებს, არის უკრაინის პრეზიდენტის [ვოლოდიმირ ზელენსკის] პოზიცია, რ...
1741968663
საზოგადოებამარიამ ლაშხი: ვამაყობ, რომ წარმოვადგენ საქართველოს პარლამენტს გაეროში ღონისძიებაზე „ციფრული ტენდენციები: მეწარმე ქალები აყალიბებენ მომავალ ეკონომიკას“
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი, გაეროში გამართულ ღონისძიებაზე „ციფრული ტენდენციები: მეწარმე ქალები აყალიბებენ მომავალ ეკონომიკას“, სიტყვით გამოვ...
1741967694
საზოგადოებაფსიქიატრი: კანონმდებლობის გამკაცრებასთან ერთად, აუცილებელია, ძალიან დიდი კამპანია დაიწყოს და ჩაერთოს ბევრი სპეციალისტი. შედეგები ნამდვილად სავალალოა. კანაფის მოხმარების შემდეგ მხოლოდ შიზოფრენიის დიაგნოზი 10%-ით არის გაზრდილი
წამლები, რომლებსაც ადამიანები ფსიქოტროპულს ეძახიან, მათი მოხმარება არის გაუკუღმართებული. ამის სავალალო შედეგებს ჩვენ ძალიან ხშირად ვხედავთ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფსიქიატრმა, ნინო მენაღარიშვილმა...