ვინც ჩემს ბოდიშს არასაკმარისად თვლით, მზად ვარ, მოვისმინო თქვენი ყველა პრეტენზია - მიხეილ სააკაშვილი

ვინც ჩემს ბოდიშს არასაკმარისად თვლით, მზად ვარ, მოვისმინო თქვენი ყველა პრეტენზია - სადაც მართალი არ ვიქნები, დაგეთანხმებით და ეს იქნება ჩემთვის კათარზისი და გაწმენდის პროცესი, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ე.წ. პიჯაკების საქმის სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

მსჯავრდებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბოდიშის მოხდას ხელისუფლების უზურპატორებისთვის არ აპირებს.

„ბევრი მოთხოვნაა, რატომ არ გამოვხატე მეტი ბოდიშის განცდა ჩემს წინა გამოსვლაში და მეტი სინანული. პირველ რიგში, ამას აკეთებენ უზურპატორი ხელისუფლების წარმომადგენლები. გასაგებია, ეს დაახლოებით ისეთი სინანულია, როგორც სტალინი აწყობდა ღია პროცესებს, ყველა აღიარებდა თავის ბრალს და მერე ყველას ხვრეტდნენ თავისი აღიარებული საჯარო ბრალის საფუძველზე. იმ ხალხის მიმართ მე არანაირი სასინანულო არ მაქვს. რაც შეეხება დანარჩენ საზოგადოებას, დანარჩენ საზოგადოებასთან მე ბევრი მაქვს სალაპარაკო. თქვენ იცით, რომ ჩემი საპრეზიდენტო ფიცი დავდე დავით აღმაშენებლის საფლავზე და დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“ ეს არის პიროვნული პასუხისმგებლობის, მორალური კატეგორიების ერთმანეთთან შეწონვა და საზოგადოების წინაშე პასუხისგება, რეფლექსია, რა უნდა ყოფილიყო სხვანაირად. ეს რეფლექსია მე მაქვს მთელი ეს წლები და ძალიან ბევრი მაქვს საფიქრალი, მაგრამ დავით აღმაშენებელს „გალობანი სინანულისანი“ არ წარმოუთქვამს თურქ-სელჩუკების ტყვეობაში, ის არ მოხვედრილა თურქ-სელჩუკების ტყვეობაში და თურქ-სელჩუკების სასამართლოს წინაშე. მე ახლა ვიმყოფები პუტინის ტყვეობაში, მეგობრებო, მე ახლა პირადი პატიმარი ვარ რუსული სისტემის და როდესაც ითხოვთ მეტ ბოდიშს და მეტ სინანულს, ხომ გაიგეთ, რა მდგომარეობაში ვარ. ვინც ჩემს ბოდიშს არასაკმარისად და არაგულწრფელად თვლით, ვინც მიიჩნევთ, რომ ჩემი აღიარება საერთოდ არ არის საკმარისი და უნდა ჩამომეთვალა ყველა სფერო, მე მინდა ყველას გითხრათ, მზად ვარ, მოვისმინო ყველა თქვენი პრეტენზია, მზად ვარ ვიკამათო თქვენთან, მოგისმინოთ და მართლა იმედი მაქვს, რომ თქვენც გაგებით მოეკიდებით, სადაც მართალი შეიძლება აღმოვჩნდე - დამეთანხმოთ, განსხვავებით ამ სასამართლოსგან, აქ აზრი არ აქვს სიმართლის მტკიცებას ან სადაც მართალი არ ვიქნები, მე დაგეთანხმებით და ეს იქნება ჩემთვის კათარზისი და გაწმენდის პროცესი. ბოდიშს მე არავისთან არ ვითხოვ და ამაზე საკითხი საერთოდ არ დგას, მაგრამ, ვინც მე მასამართლებს სამარცხვინო ბრალდებით, როგორც პიჯაკების ქურდს იმისთვის, რომ რაღაც სამკურნალო პროცედურები გავიარე ან იმისთვის, რომ ჩემი ქვეყნის წარმოჩენა მინდოდა უმაღლეს დონეზე, ყველგან, სადაც მივიდოდი ან იმსახურებდა კარგად დახვედრას იმიტომ, რომ ეს არის ქართველების ინსტინქტი, მაგრამ რუსეთისთვის ეს გაუგებარია და ესენი რუსები არიან,“- განაცხადა სააკაშვილმა.

ამავე თემაზე:

🔵ნამდვილად არ მაქვს დრო, ფუჭად ვხარჯო ის 4 საათი სადღაც სარდაფში მოყუჩების და კარგად დამწნილების - მიხეილ სააკაშვილი

🔵სხვისი ნახმარი პიჯაკების ტარებას გირჩევნიათ, ის 9 მილიონი ზარალი აანაზღაუროთ - პროკურორმა სააკაშვილს მიმართა

🔵ბინძურო მატყუარა - მიხეილ საკაშვილი პროკურორს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740770451

მსოფლიო

ზელენსკი თეთრ სახლს ადრე ტოვებს - Reuters

 უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან ემოციური კამათის შემდეგ თეთრ სახლს ადრე ტოვებს. ამის შესახებ Reuters-ი თეთრი სახლის უსახელო წარმ...

ააა

1740769184

მსოფლიო

„ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება“ - ტრამპი

 აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაკომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში საუბრისას წარმოქმნილ უთანხმოებაზე. „დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბე...

ტრამპი და ზელენსკი

1740767388

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ზელენსკის მიმართა - შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ქვეყნის უპატივცემულობაა

 აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომით თამაშში“ დაადანაშაულა. „შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, შენ თამაშობ...

ტრამპი

1740765093

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი. მოხარულები ვართ, რომ აშშ-შიც ამ ჭეშმარიტებამ გაიმარჯვა და კანონის დონეზე მიიღეს, რომ არის მხოლოდ ორი სქესი

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი და კარგია, რომ აშშ-შიც კა...

ლევან მაჭავარიანი

1740764801

ახალი ამბები

სუს-ში აცხადებენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიება“ ტარდება

 თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მოსაცდელი დარბაზი დაატოვებინეს. საქართველოს პირველი არხი ფაქტის კომენტირებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. როგორც სუს-ის პრესსამსახურში...

ზოგადი