"ვითხოვე მონახულების ნებართვა და ვიმედოვნებ, გადაწყვეტილება დადებითი იქნება" - ევროპარლამენტის პოლონელი დეპუტატი სააკაშვილის მონახულებაზე

ევროპარლამენტის პოლონელი დეპუტატი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ საქართველოში მისი ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში მონახულებაა.
ფოტიგას თქმით, სააკაშვილის მონახულებაზე იუსტიციის სამინისტროს ნებართვას ელოდება და იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილება დადებითი იქნება.
„ქვეყანაში ჩემი ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში მონახულებაც არის. ვითხოვე მონახულების ნებართვა და ვიმედოვნებ, გადაწყვეტილება დადებითი იქნება. შეშფოთებული ვარ არსებულთან დაკავშირებით როგორც პიროვნება, რომელსაც ხშირი კონტაქტი ჰქონდა სააკაშვილთან, როდესაც ის პრეზიდენტი იყო, ხოლო მე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი. ამასთან, იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ კადრებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. ვიმედოვნებ, ბატონ სააკაშვილს მოვინახულებ", - განაცხადა ანა ფოტიგამ.
ევროპარლამენტის წევრი ანა ფოტიგა საქართველოს დღეს ეწვია.
საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს და იგი დაკავების დღიდან შიმშილობს. ის ამჟამად იმყოფება სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. 11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში, გარდა გორის სამხედრო ჰოსპიტლისა, გადაყვანის შემთხვევაში, მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს. გაერთიანებული ოპოზიცია კი 6 ნოემბრიდან პერმანენტულ აქციებს მართავს მიხეილ სააკაშვილის მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.
ამავე თემაზე:
🔵 საქართველოს ევროპარლამენტის პოლონელი დეპუტატი ანა ფოტიგა ეწვია.
1740831287
მსოფლიორომის პაპმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა - ვატიკანი
რომის პაპმა ფრანცისკმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა. ექიმებმა ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს და მისი მდგომარეობის დასტაბილურება შეძლეს, - ნათქვამია ვატიკანის ოფიციალურ განცხადებაში...
1740829321
ახალი ამბები„მხოლოდ ძალიან გულუბრყვილო ადამიანებს ეგონებათ, რომ რაც გუშინ მოხდა ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრაზე, შეიძლებოდა ყოფილიყო შემთხვევითი და სპონტანური“ - დავით ჩიხელიძე
ექსპერტი დავით ჩიხელიძე თეთრ სახლში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შორის კამათს ეხმაურება. მისი თქმით, მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანები თუ ჩათვლიან, რომ ის, რაც გუშინ თეთრ სახლში მოხდა, შემთხვევითი და...
1740826776
მსოფლიოაშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი: ვოლოდიმირ ზელენსკი წლებია ცდილობს, შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში
„ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე წლებია ცდილობს შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში/მესამე მსოფლიო ომში“, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი სოციალურ ქსელ X-ზე წე...
1740825221
ახალი ამბები„თეთრ სახლში რაც მოხდა, ბევრ რამეზე მეტყველებს - არის შესაძლებლობა, ვისმა პროგნოზმაც არ გაამართლა, აღიაროს და ამით ნაბიჯი გადაიდგას ურთიერთპატივისცემისკენ“ - ანდრია ჯაღმაიძე
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს მიმართვას, რომელსაც შემდეგნაირად ასათაურებს - „დიდი მარხვა და დაპირისპირება საზოგადოებაში“. რ...
1740823630
ახალი ამბები„სამწუხაროდ, დღესაც მიმდინარეობს გარკვეული ძალებისგან მუქარები“ - კახა კალაძე
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, საქართველოს ხელისუფლებაზე მუდმივად მიმდინარეობდა შანტაჟი და მუქარა, რაც, სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება. ამის შესახებ მან საქართვ...