ყველაზე მეტად მოღალატე და ორგული ზარალდება ამ სამყაროში… - პეტრე კოლხი

პეტრე კოლხი, ადამიანების ფსიქოემოციურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
“ერთი, ორ ძლიერ დარტყმას თუ გაუძელი, მერე პატარა რყევები ადგილიდან ვერ დაგძრავს… ყველაზე მეტად ის პოზიცია უნდა გაამაგრო, საიდანაც გგონია, რომ ნაკლები შემოტევა გექნება…
ბოლომდე გულწრფელი იყავი, მაგრამ ბოლომდე არავის ენდო… ერთგულების ნიჭი ძალიან ცოტას გააჩნია… უნიჭოებს კი ოდნავი საბაბი რომ მიეცემათ, ოცდაათი ვერცხლის გარეშეც გაგყიდიან, რადგან დაგაზარალოთ… ვერც იმას ხვდებიან, ყველაზე მეტად მოღალატე და ორგული ზარალდება ამ სამყაროში…
ძალიან ბევრს ემოციის გამოვლენის ეშინია, ,,უტყდება”… ეს სისუსტე ჰგონია და იმიტომ… არადა, სამყარო ემოციისგან და ემოციისთვის შეიქმნა… ძლიერს გააჩნია ემოციის უნარი, აბა, უემოციო ადამიანი უსუსური და პრაქტიკულად მკვდარია…
გულგრილობა, პირქუში გამოხედვა, პატარა, უსუსურ ადამიანებს ახასიათებთ… ისინი ვერ უძლებენ სიყვარულის, მეგობრობის, ურთიერთობების უნარს და სიუხეშეს ჯავშნად იყენებენ, რომ ძლიერები გამოჩნდნენ… სწორედ აქ ვლინდება მათი არარაობა… სიყვარული და სიხარული რომ გაშინებს, მაშინ რისთვის უნდა იცოცხლო საერთოდ…
ჰოდა, ამიტომაც არის, მატერიალურად იმდენი აქვთ, მთელ მათ მოდგმას ყოფნის, მაგრამ მაინც მოწყენილობისგან, დეპრესიისგან, ერთფეროვნებისგან იტანჯებიან… იმიტომ, რომ არავინ უყვართ, არავინ უხარიათ, ნაჭუჭში იკეტებიან და ძვირადღირებულ ნივთებს დაჰფოფინებენ…. ნივთს კი ბედნიერება არასდროს მოაქვს… ის წამიერი ემოციაა და მალევე ქრება… მასზე დამონებული ადამიანი ვერასდროს იგრძნობს მის ნამდვილ დანიშნულებას…
სანამ ცოცხალი ხარ, ტკივილიც უნდა იგრძნო, სიხარულიც, დაცემაც, წამოდგომაც, წაგებაც და მოგებაც… ამის გარეშე რობოტი ხარ!..",-წერს, პეტრე კოლხი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵საპატრიარქო საშობაო ალილოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
🔵ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
🔵უცებ ფეხზე წამოხტება და მთელ ხმაზე დაცხებს "შატილის ასულოს" - რა გადახდათ ქართველებს ვენაში?
1741543285
საზოგადოებაკახეთში 14 წლის გოგომ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა, კაცი მსხვერპლის უმცროს დაზეც ძალადობდა
უმძიმესი ფაქტი კახეთში - 14 წლის გოგონამ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა. ამბავი მაშინ გახმაურდა, როდესაც ბავშვი დედა გახდა. გამოძიებაც კლინიკიდან მიწოდებული ინფორმაციით დაიწყო. შემზარავი ისტორია ამით...
1741543032
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: მოხარულები ვართ, რომ აშშ-ისთვის არ მოგვიწევს იმის მტკიცება, სულ არსებობს 2 სქესი - კაცი და ქალი და სხვანაირად ვერ იქნება
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ღირებულებებსა და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ღირებულებებს შორის თანხვედრაა. დეპუტატის თქმით, გენდერი...
1741538557
ახალი ამბებიბაჩო ოდიშარია: სირიაში ათასზე მეტი ადამიანი მოკლა ევროკავშირის და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ პროდასავლურად გამოცხადებულმა და მხარდაჭერილმა ახალმა ხელისუფლებამ
„ასადის პრორუსულობის ბრალდებით, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებაში მოსული ტერორისტები, მათთვის პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით მიუღებელ მოქალაქეებს ქუჩებში ხოცავენ და ამა...
1741534941
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე
რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე. მათი იმიჯი 2020 წლის...
1741532232
სპორტიქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე და თუშიშვილის კარგი დაბრუნება
ავსტრიის გრან-პრიზე სამი ქართველი ძიუდოისტი ფინალშია, ხოლო 90 კგ წონით კატეგორიაში სულაც ქართული ფინალი გაიმართება. ტატო გრიგალაშვილი დროებით 90 კგ-ში გამოდის, სადაც ცოტა ხნის წინ ევროპის ღია პირველობ...