ზაზა წერეთელი: ახალი ვარიანტის მთავარი პრობლემაა, გავრცელების სისწრაფე და მუტაციების დიდი რაოდენობა

"მაშ ასე ახალი შტამის სახელია „ომიკრონი“ და ის შეშფოთების ვარიანტად იქნა დასახელებული „variant of concern“, - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში წერს. 

"მისი მთავარი პრობლემაა გავრცელების სისწრაფე (იხილეთ გრაფიკი). და მუტაციების დიდი რაოდენობა, 2 ჯერ მეტი ვიდრე დელტა შტამის პირობებში და 500ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე პირველადი ვუჰანის ვირუსი 

ევროკავშირმა დღეს მიიღო გადაწყვეტილება რომ შეწყვიტოს სამხრეთ აფრიკიდან და მისი მეზობელი ქვეყნებიდან მგზავრების მიღება.  

უკან დაბრუნება შეუძლიათ მარტო ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეებს, მაგრამ მიუხედავად თავის ვაქცინაციის სტატუსისა ყველას მოუწევს კარანტინი.  

ევროკავშირმა ასევე მოუწოდა თავის წევრ ქვეყნებს სასწრაფოდ გაზაროდს დარჩენილი ვაქცინაციის ტემპი და გაამკაცროს წესები, პირბადის ტარებასა და რაც მთავარია სახლიდან მუშაობაზე, მაშინ როცა ამის შესაძლებლობა არის (სხვათა შორის, საქართველომ სრულიად უგულებელყო ეს მეთოდი, რომელსაც მსოფლიოს ყველა ქვეყანა იყენებს და თითქმის არ გამოუყენებია დისტანციურად მუშაობის მანდატორული მოთხოვნა)

ასეთი ამბებია მსოფლიოში...კიდევ კარგი საქართველოს არ ანაღვლებს კოვიდი", - წერს ზაზა წერეთელი. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) თქმით, წინასწარი დასკვნები მიხედვით, კორონავირუსის ახალი შტამი შეშფოთებას იწვევს და მას ომიკრონი დაარქვეს.

სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში COVID-19-ის ახალი შტამი გავრცელდა, რომელიც უკიდურესად დიდი რაოდენობის მუტაციებს შეიცავს და მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებული ვარიანტებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. 

ამავე თემაზე:

📌 გამყრელიძე ახალ შტამზე: ლუგარის ლაბორატორიაში, რამდენიმე საეჭვო შემთხვევას ვიკვლევთ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741012666

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო

 გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...

ფრიდრიხ მერცი

1741011697

მსოფლიო

გერმანიის ქალაქ მანჰაიმში ავტომობილი ხალხში შევარდა, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

 გერმანიის ქალაქ მანჰაიმში უცნობი პირი ავტომობილით ხალხში შევარდა. დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულებიც. „დოიჩე ველეს“ ცნობით, შემთხვევა მანჰაიმის ცენტრში მდებარე მოედანზე მოხდა, სადაც კარნავალი...

გერმანიაგერმანია

1741010539

მსოფლიო

ტრამპი: ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც პუტინის რუსეთს უკრაინის მიწის არც ერთი ნაწილი არ მისცა - მე ვარ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს, რომ ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის ტერიტორიის არც ერთი ნაწილი არ გადასცა. „ერთადერთი პრეზიდენტი, რო...

დონალდ ტრამპი

1741006710

ახალი ამბები

„ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს“ - შალვა პაპუაშვილი

ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის...

შალვა პაპუაშვილი

1741005544

მსოფლიო

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ზელენსკის უკრაინაში ოპოზიციისა და მედიის დევნაში ადანაშაულებს

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის განცხადებით, უკრაინაში ოპოზიციური პარტიები და მედია იდევნება, ხოლო რელიგიური თავისუფლება იზღუდება. „ჩვენ ვსაუბრობთ ბევრ ევროპულ ქვეყანაზე, მათ შორი...

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი