"2008-ში ომის დროს "აირზენაში" ვმუშაობდი და ზუსტად მახსოვს ის ხალხი, ვინც პირადად ჩემთან რეკავდა და საქართველოდან წასასვლელ ბილეთს მთხოვდა ნებისმიერი მიმართულებით" - ნინო გიორგობიანი

მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი, სოციალურ ქსელში წერს:

"დილიდან ვაკვირდები შეფასებებს, რაც პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე  გაკეთდა.

ირაკლი  ღარიბაშვილი  არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის სიმართლეს ამბობს და თავის თავზე იღებს დარტყმებს. ამბობს სიმართლეს, რაც არ უნდა არაპოპულარული იყოს ის.

მან თქვა რომ : 

• საქართველოს არავითარი საფრთხე არ ემუქრება;

მან განაცხადა, რომ  საქართველოში  ვახორციელებთ ეროვნულ, პრაგმატულ პოლიტიკას;

ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და გაუთვლელი პოლიტიკა საქართველოში დასრულდა.

• ეროვნული ინტერესების და ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს რუსეთისთვის დაწესებულ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს შეუერთდეს;
 

• ოპოზიციის ამოცანაა, პროვოკაციების მოწყობა და იმ უბედურების განმეორება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში მათ ვერ აირიდეს.

• პიარისთვის უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვასა და პარლამენტში მისვლას არ აპირებს;

• უკრაინაში ჩასვლას არ აპირებს, რადგან ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრის მომცემია, უკრაინის საჰაერო სივრცე დაკეტილია და არათუ ის, არამედ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერებიც ვერ ჩადიან უკრაინაში;

• პრემიერის დავალებით, საგარეო საქმეთა მინისტრი ჩართული იყო და ევროკავშირის ეგიდით ორგანიზებულ ეუთოს მინისტერიალზე მიიღო მონაწილეობა;

ასევე, ევროსაბჭოში საქართველომ უკრაინის მიმართ სრული სოლიდარობა და პოლიტიკური მხარდაჭერა გამოხატა;

• პრემიერის დავალებით, უკრაინის ელჩს საქართველოში, გზავნილი გადასცეს, რომ საქართველო მზად არის, ჩვენს ქვეყანაში მყოფ უკრაინელ მოქალაქეებს ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს,  ეს პროცესი გაგრძელდება საქართველოს შესაძლებლობების ფარგლებში;

• მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეროვნულ და პრაგმატულ პოლიტიკას ახორციელებს და არცერთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს ისეთს, რომელიც რაიმე ფორმით დააზიანებს ჩვენი ქვეყნის და ხალხის ეროვნულ ინტერესებს. 

p.s სანამ რამეს დაწერთ, იქნებ მოვლენების ქრონოლოგიას გაადავლოთ ხოლმე თვალი.

აგვისტოს ომის დროს როდის ჩამოვიდნენ ლიდერები? მაშინ, როდესაც საომარი მოქმედებიბი დასრულდა...

p.s.sსხვათა შორის, ომის დროს აირზენაში ვმუშაობდი და ზუსტად მახსოვს ის ხალხი, ვინც  პირადად ჩემთან რეკავდა და საქართველოდან წასასვლელ ბილეთს მთხოვდა ნებისმიერი მიმართულებით... ბილეთს, ოღონდ მხოლოდ ერთ გზას...", - წერს გიორგობიანი.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს არ შეუერთდება.

ამავე თემაზე:

📍იუნა შაფათავა: ირაკლის რატომ ლანძღავთ, ბრძოლა გინდათ? ვინ გიჭერთ? იომეთ ბატონო - ჩვენ კი ნეიტრალიტეტი გვინდა

📍გმირი ჯარისკაცი, რომელმაც რუსეთის ჯარის შესაჩერებლად ხიდზე თავი აიფეთქა

📍სტოლტენბერგი: კრემლი ცდილობს, რომ ნატომ და ევროკავშირმა თავის პარტნიორებს ნაკლები მხარდაჭერა გაუწიონ - ჩვენი კოლექტიური პასუხი მეტი მხარდაჭერა უნდა იყოს ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო, მოლდოვა და ბოსნია და ჰერცეგოვინა

📍"ჩერნობილში უკვე დაფიქსირებულია გამა-გამოსხივების საკონტროლო დონეების გადაჭარბება. მეორე ჩერნობილის გამეორების საფრთხეა, რომლისგანაც ევროპა ჯერ კიდევ იკურნება" - უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1737278676

მსოფლიო

„ჰამასმა“ გაასაჯაროვა სამი მძევლის ვინაობა, რომლებიც პირველები გათავისუფლდებიან

„ჰამასმა“ ტელეგრამზე გავრცელებულ ინფoრმაციაში გაასაჯაროვა სამი მძევალი ქალის ვინაობა, რომლებიც, მათი თქმით, პირველები გათავისუფლდებიან ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების ფარგლებშ...

სამი მძევლის ვინაობა

1737275614

ახალი ამბები

გიორგი კალანდარიშვილი: პროკურატურის შუალედურმა დასკვნამ ცხადყო, რომ არანაირ მანიპულაციას თუ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია

„პროკურატურის შუალედურმა დასკვნამ ცხადყო, რომ არანაირ მანიპულაციას თუ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია“, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ დ...

გიორგი კალანდარიშვილი

1737273783

მსოფლიო

აზერბაიჯანში „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აზერბაიჯანში „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის 22 წლის მოქალაქე მიმდინარე წლის 2-დან 1...

მაიმუნის ყვავილი

1737271917

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში მერაბ დვალიშვილის გამარჯვებას ეხმაურება. „მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა“, - წერს პრემიერი. ცნობისთვის, 19 იანვარს მე...

ირაკლი კობახიძე და მერაბ დვალიშვილი

1737271019

სპორტი

„მთელი სამყარო იყო ჩემს წინააღმდეგ, თუმცა მე ეს არ მადარდებდა“ - მერაბ დვალიშვილი

ბრძოლის დასრულების შემდეგ, მოქმედმა ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მთელი სამყარო მის წინააღმდეგ იყო. „მადლობა ყველას! თითოეულ გულშემატკივარს და თითოეულ ქართველს. მიყვარხ...

 მერაბ დვალიშვილი