„არის ხალხი, რომელიც იმ რაოდენობით ფულს, რასაც ჩვენ მთელი კვირა ვაგროვებდით, რესტორანში ხარჯავენ, იქვე და სხვებს დასცინიან“ - გიორგი ღოღობერიძე უკრაინის საზღვრიდან

ექიმი გიორგი ღოღობერიძე, რომელიც პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე, უკრაინელების დასახმარებლად გაფრინდა, ადგილიდან ინფორმაციას ავრცელებს.

„მეგობრებო, ჩვენ საზღვართან ჩასვლის პირველივე წამიდან უკრაინელ ხალხს გვერდით ამოვუდექით. და იქ რომ წავსულიყავით, ამისთვის ბევრ რამეზე მომიწია მე პირადად უარის თქმა (კლინიკა, ლექციები, გადაღებები).

ცხოვრებაში პირველად დავდე ანგარიშის ნომერი, ისიც დაყოვნებით და იმაზეც ცოტაოდენი თანხა შეგროვდა, რადგან ისე მქონდა დადებული, რომ ბევრმა ვერც ნახა, სანამ პოსტი არ გახსნა.

შეგროვდა ცოტა, მაგრამ რაც შეგროვდა, იმას დავამატეთ და იმ ოჯახს მივეცი ხელში, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა ჩვენთან საუბრისას. რადგან ხალხის ფული იყო, სალაპარაკო რომ არ გამხდარიყო, სურათიც გადავიღე და ხალხსაც ვაცნობე, თუ კონკრეტულად ვის მივეცით. ეს ბევრისთვის შეიძლება ყოფილიყო მაგალითი, რომ იგივე გაეკეთებინათ. 

თანხა სხვებსაც მივეცით, ჩვენი ჯიბიდან, მაგრამ ეს ნაწილი აღარ გადაგვიღია, რადგან ის ჩვენი ჯიბიდან იყო გაკეთებული და არ იყო საჭირო მისი საჯაროდ ლაპარაკი.

სამწუხაროდ, არის ხალხი, რომელიც იმ რაოდენობით ფულს, რასაც ჩვენ მთელი კვირა ვაგროვებდით, რესტორანში ხარჯავენ, იქვე და სხვებს დასცინიან.

მდიდრებს ისე აქვთ სამყაროზე ხედვა შეცვლილი, ყველგან რაღაც ინტერესს ხედავენ და ვერ წარმოუდგენიათ, თუ ვინმეს მართლა შეიძლება უნდოდეს დახმარება.

და მაინც, ამ პოსტის დაწერის აზრი ის არის, რომ ყურადღება ომში დაზარალებული ხალხის მიმართ არასდროსაა ზედმეტი.

ერთი ჩახუტება, ერთი თბილი სიტყვაც კი უფრო მეტ შემართებას მისცემთ, ვიდრე ეს ბევრს წარმოუდგენია
და ვფიქრობ, მსგავსი აქტივობა უფრო მეტი უნდა მქონდეს და მექნება კიდეც! - წერს გიორგი ღოღობერიძე.

ასევე საინტერესოა:

🛑  პუტინმა არ უნდა მოიგოს ეს ომი - ესტონეთის პრემიერ-მინისტრი

🛑 სახლში  7 ობოლი დარჩა. ერთ პატარა ოთახში ცხოვრობენ დარდისგან განახევრებულ დედასთან ერთად - აკა სინჯიკაშვილი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

🛑 მზად ვარ პუტინთან მოლაპარაკებისთვის, მოლაპარაკებების გარეშე ჩვენ ვერ დავასრულებთ ამ ომს - ვოლოდიმირ ზელენსკი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1736868915

მსოფლიო

სერგეი ლავროვი - რუსეთი მზადაა განიხილოს უსაფრთხოების გარანტიები იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ახლა უკრაინა ჰქვია

„რუსეთი მზადაა განიხილოს უსაფრთხოების გარანტიები იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ახლა უკრაინა ჰქვია, მაგრამ შეთანხმებების მიღწევაში მთავარი ევრაზიული კონტექსტი გახდება,“ - აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო...

მსოფლიო

1736868035

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი ბრიგადები დღეისთვის არ არიან საკმარისად აღჭურვილი, უნდა აღვჭურვოთ შესაბამისი სამხედრო ტექნიკით, უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა უზრუნველყონ პარტნიორებმა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პირველ რიგში საჭიროა უკრაინის არმიის შეიარაღებითა და ტექნიკით უზრუნველყოფა. ამის შესახებ ზელენსკიმ გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსთან შ...

უკრაინამ რუსეთს სანქციები გაუხანგრძლივა

1736865240

მსოფლიო

ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ უკრაინის არმიაში ცოცხალი ძალის დეფიციტი მწვავე პრობლემად რჩება და უკრაინას მისი გადაჭრა მოუწევს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ ცოცხალი ძალის დეფიციტი უკრაინის არმიაში მწვავე პრობლემად რჩება და ეს არის ის საკითხი, რომლის გადაჭრაც უკრაინას...

ჯეიკ სალივანი

1736861303

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8448 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8292 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...

ვალუტის კურსი

1736860109

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიასთან შეხვედრაზე: განვიხილავთ, რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო და რა ტიპის ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიასთან მმართველი გუნდის შეხვედრისას საქართველოში მიმდინარე პროცესები გ...

ლევან მაჭავარიანი