მზად ვარ პუტინთან მოლაპარაკებისთვის, მოლაპარაკებების გარეშე ჩვენ ვერ დავასრულებთ ამ ომს - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მზად არის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ წარუმატებლობის შემთხვევაში, ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ ორ ქვეყანას შორის ბრძოლამ მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანოს. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, მოლაპარაკებების გარეშე ომის დასრულება შეუძლებელია და თუ არსებობს 1% შანსი, რომ ომი შეაჩერონ, ის აუცილებლად უნდა გამოიყენონ.
„მზად ვარ პუტინთან მოლაპარაკებისთვის. ბოლო ორი წელია მზად ვიყავი და ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებების გარეშე ჩვენ ვერ დავასრულებთ ამ ომს. თუ არსებობს 1% შანსი, რომ ეს ომი შევაჩეროთ, ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ უდანაშაულო ადამიანებს.
რუსული ძალები მოვიდნენ ჩვენს გასანადგურებლად და დასამხობად. ჩვენ დავამტკიცეთ, ხალხისა და ჩვენი არმიის ღირსება, დავამტკიცეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ძლიერი დარტყმით ვუპასუხოთ. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი ღირსება არ კმარა უდანაშაულოთა სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ნებისმიერი ფორმატი, ნებისმიერი შანსი, რათა გვქონდეს მოლაპარაკების, პუტინთან საუბრის შესაძლებლობა. მაგრამ თუ ეს მცდელობები წარუმატებლად დასრულდა, ეს ნიშნავს, რომ ეს არის მესამე მსოფლიო ომი“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ბელარუსი უკრაინაში პირდაპირი შეჭრისთვის ემზადება - უკრაინის თავდაცვის სამინისტრო
🔵დაღუპულია 56 მოხუცი - რუსებმა ხანდაზმულთა თავშესაფარი დაბომბეს
1740761481
ახალი ამბებითეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს
თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს. ლიდერები ოვალური კაბინეტისკენ გაემართნენ, სადაც მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ზელენსკი და ტრ...
1740759132
მსოფლიომაკრონი აცხადებს, რომ ევროპამ შეცდომა დაუშვა, როდესაც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე უარი თქვა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაშეცდომა უწოდა ევროპელების გადაწყვეტილებას, როდესაც მათ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესაძლებლობა გამორიცხეს. ამის შესა...
1740754871
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი - დრომ დაადასტურა, რომ სანქციების პოლიტიკა დასავლეთის ქვეყნებს შორის ვაჭრობის შედეგად დგინდებოდა, რომელშიც ყველა ცდილობდა, სანქციები თავისი ქვეყნის ინტერესებისთვის მოერგო
დრომ დაადასტურა, რომ სანქციების პოლიტიკა დასავლეთის ქვეყნებს შორის ვაჭრობის შედეგად დგინდებოდა, რომელშიც ყველა ცდილობდა, სანქციები თავისი ქვეყნის ინტერესებისათვის და საჭიროებებისათვის მოერგო, – ამის შ...
1740754312
ახალი ამბებიმასკმა სოციალურ ქსელ X-ზე გააზიარა პოსტი, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ როგორ გაზარდა საქართველოში შობადობა პატრიარქის ინიციატივამ მის მიერ მესამე და მომდევნო შვილების ნათლობის შესახებ
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე გააზიარა პოსტი, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ როგორ გაზარდა საქართველოში შობადობა...
1740753431
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი - ჯიმ ო’ბრაიენისგან რაც მოვისმინე, ის იყო, რომ ყველა ელჩს დაევალა, მაქსიმალურად ჩაერთოთ ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკაში და ალბათ არ იყო სწორი, რომ არ იქნა გათვალისწინებული შესაძლო შედეგები
დიპლომატიაში კარტ-ბლანშზე ხელის მოწერას სთხოვენ სუსტებს და დამორჩილებულ ქვეყნებს, არა მეგობრებსა და პარტნიორებს, როგორადაც ჩვენ თავს მოვიაზრებდით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შა...