"ასე იდგა 7 საათი გაუნძრევლად, იდგა და ზღვას უყურებდა - ჩემი აზრით ყველაზე უშიშრები ისინი არიან, ვინც უზარმაზარი ტრაგედია უთქმელად გადაიტანეს"
![](https://exclusivetv.org/uploads/files/2022/09/24/17269/aka_w_h.jpeg)
ბლოგერი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს და წერს:
"ადამიანზე რომ იტყვიან ხოლმე, უშიშარიაო, ხვალიდან სულ ეს კაცი გამახსენდება და ჩემი აზრით ესენი არიან ნაღდი უშიშრები.
დილას, ზღვას ოდნავ გათენება რომ დაეტყო, მაშინ უკვე იდგა ეს კაცი.
მაგრად წვიმდა, მერე ქარი იყო, მერე ისევ მაგრად წვიმდა და როგორც ხედავთ, ასე იდგა 7 საათი გაუნძრევლად.
გეფიცებით, აი თითიც არ გაუნძრევია ამდენი ხანი. თვალს თუ ახამხამებდა, ისიც არ მჯერა.
ამ კაცს არც ომის ეშინოდა, არც ვირუსის, არც ჭინკების და დარწმუნებული ვარ, ბომბი რომ აფეთქებულიყო გვერდით, ვერც გაიგებდა.
დილას ჩავედი და ახლოს გავუარე, რა ვიცი აბა მეთქი იქნებ რამე უნდა.
ეგრე, გაუნძრევლად იდგა და ზღვას უყურებდა.
მაგ დროს კიდევ გამოლაპარაკება, დაუდევარი და დაუფიქრებელი საქციელია.
წვიმამ გადაიღო, ღრუბელმა გადაიწია და როგორც კი მზის პირველი სხივები გამოჩნდა, უცებ შეტრიალდა და წავიდა.
ჩემი აზრით ყველაზე უშიშრები ისინი არიან, ვინც ჩვენთვის გაუგებარი, უზარმაზარი ტრაგედია უთქმელად გადაიტანეს.
მათ არაფრის აღარ ეშინიათ",- წერს სინჯიკაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
1739367559
ახალი ამბებისაბერძნეთის პარლამენტმა ახალი პრეზიდენტი მეოთხე მცდელობაზე აირჩია
ბერძენმა კანონმდებლებმა მეოთხე და ბოლო რაუნდში აირჩიეს ქვეყნის ახალი პრეზიდენტი კონსტანტინოს ტასულასი. ამის შესახებ Ekathimerini იტყობინება. ტასულასმა პარლამენტში გამართულ არჩევნებში 160 ხმა მიიღო. კე...
1739367178
ახალი ამბები„არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, შესაბამის კომპანიებთან, ინსტიტუციებთან მუშაობას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა ყველა თვალსაზრისით“ - ირაკლი კობახიძე
„არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, შესაბამის კომპანიებთან, ინსტიტუციებთან მუშაობას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა ყველა თვალსაზრისით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნა...
1739366353
ახალი ამბებირა ღირს ევრო და დოლარი - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8089 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8004 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1739365402
ახალი ამბებიიტალიური ჟურნალი საქართველოს შესახებ პოეტ დათო მაღრაძის წერილს - „მოქალაქეში ადამიანის გადასარჩენად“, აქვეყნებს
ცნობილი იტალიური ჟურნალი MicroMega დღევანდელ ნომერში საქართველოს შესახებ პოეტ დათო მაღრაძის წერილს - „მოქალაქეში ადამიანის გადასარჩენად“, აქვეყნებს. პუბლიკაციაში მაღრაძე პუბლიცისტ მარკო სკარდოვის კითხ...
1739363850
ახალი ამბები„სალომე ზურაბიშვილი ვერ გახდება ოპოზიციის ლიდერი, იმიტომ რომ თავად ოპოზიციას არ სურს ეს“ - ზაალ ანჯაფარიძე
„როგორც ვთქვი, სალომე ზურაბიშვილი ავადმყოფურად განიცდის, რომ პრეზიდენტი აღარ არის და ოპოზიციას ეტენება, ოპოზიციურ „ბაბლთან“ ბოლო შეხვედრები მისივე ინიციატივით შედგა. შედეგი დიდი ვერაფერი“,- წერს ექსპე...