„ბატების მიერ ჩამოგდებული თვითმფრინავის და ბებოს მიერ მოწამლული რუსების ამბავი, აშკარად დაუჯერებელი რომაა ეს არაფერი“ - სოლომონ ნერგაძე

„ხალხს ისე ძლიერ, ისე ძლიერ უნდა უკრაინის გამარჯვება, რომ ზედმეტი გულუბრყვილობისგან აშკარად დაუჯერებელ რაღაცებს იჯერებს.
მე რომ მინდა უკრაინის გამარჯვება, ისე თვითონ ზელენსკის არ უნდოდეს იქნება.“
წერილს, რომელსაც, ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ, იტალიაში მოღვაწე, მოლეკულური ბიოლოგიის ასოცირებულ პროფესორს, სოლომონ ნერგაძეს ეკუთვნის.
„ბატების მიერ ჩამოგდებული თვითმფრინავის და ბებოს მიერ მოწამლული რუსების ამბავი, აშკარად დაუჯერებელი რომაა ეს არაფერი. ისე დიდია სურვილი უკრაინის გვერდით დგომისა, რომ ასეთი უწყინარი, გამამხნევებელი ამბების მოგონებას არ ერიდებიან.
ჩემი ბავშვობიდან მახსოვს ორი საბჭოთა მოთხრობა - ორი „სერიოზული“ მწერლის მოთხრობა. ერთი მგონი გვასწავლეს კიდეც.
ავტორები, დაფასებული საბჭოთა მწერლები იყვნენ. ერთის ქარგა ასეთია:
გერმანელები შევლენ სოფელში. მთელ სოფელს აიღებენ. ბევრს კონცლაგერისკენ გაუყენებენ. ორი გერმანელი ერთი გლეხის სახლში შევა. გლეხი ხორცს ხარშავს (მშიერები კვდებოდნენ...!!!). დროზე გააკეთე, გვშიაო, უყვირიან ნაცისტები. გლეხი ქვაბში ჩუმად ჩაყრის საწამლავს. მიირთვითო, ეუნება მომხდურებს.
ერთი შეეჭვდება - არ მოგვწამლოსო.
მეორე აიღებს ხორცის ნაჭერს და ძაღლს დაუგდებს. გლეხი ეცემა გადაგდებულ ხორცს.
სადაა ძაღლის საჭმელი ხორციო, ეტყვის და თვითონ შეჭამს.
გერმანელები ნელა შეუდგებიან ჭამას. დაუჩქარეთ სასიკვდილეებოო, გულში ეხვეწება გლეხი. რაც არ უნდა მოხდეს, ივან, მუცლის პირველ შემოტევას უნდა გაუძლო! შემოუძახა გულში თავს. "უნდა გაუძლო ივან... უნდა გაუძლო! სამშობლო გიბრძანებს!"...
აი ასე გვზაფრავდნენ და გვზრდიდნენ...
მეორე მწერალი ხომ, საერთოდ!...
ომის დროს ერთი სოფლის ერთ სახლს საბჭოთა ოფიცრის ფორმიანი სტუმარი ეწვევა. მასპინძელს ოფიცრად გაეცნობა და ღამის გათევას სთხოვს.
მოხუცი შეიყვანს სახლში. ხორცხს შეუწვავს. ავახშმებს. არაყს დაალევინებს.
ეს ვინააო, ეკითხება კედელზე ჩამოკიდებულ გადიდებულ სურათზე. ეს მამაჩემიაო, უპასუხებს და არაყს დაუსხამს.
აღარ მინდაო, სტუმარმა.
როგორ, განა გმირი საბჭოთა არმიის გამარჯვებისა არ დავლიოთო?
დაალევინებს დაათრობს, დააძინებს და თვითონ ჩეკაში გავარდება, შპიონი დავაძინე, დაიჭირეთაო.
რა შპიონი, თუ კაცი ხაარო, ჩეკისტებმა.
შპიონია, სტალინის ახალგაზრდობის სურათზე მკითხა ვინააო...
აი, ასეთებით გვიტენიდნენ თავს...
(ციკლიდან, "საბჭოთა კურტიზანი მწერლების ბრწყინვალება და სიღატაკე")“
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 მოსკოვი იტალიას აფრთხილებს - „იტალიისთვის შეიძლება შეუქცევადი შედეგები მოჰყვეს“
📌 იტალიაში, სასკოლო ავტობუსის მძღოლი, ქალაქის მერმა დროებით შეცვალა
📌 "დროა შეწყდეს რუსეთიდან შემოსული "fake" წამლების გაყიდვა საქართველოში" - ზაზა თელია
📌 "მოახლოვდა დრო, აღსრულდეს სამართალი" - გიორგი ანწუხელიძის ცოლი
1740829321
ახალი ამბები„მხოლოდ ძალიან გულუბრყვილო ადამიანებს ეგონებათ, რომ რაც გუშინ მოხდა ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრაზე, შეიძლებოდა ყოფილიყო შემთხვევითი და სპონტანური“ - დავით ჩიხელიძე
ექსპერტი დავით ჩიხელიძე თეთრ სახლში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შორის კამათს ეხმაურება. მისი თქმით, მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანები თუ ჩათვლიან, რომ ის, რაც გუშინ თეთრ სახლში მოხდა, შემთხვევითი და...
1740826776
მსოფლიოაშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი: ვოლოდიმირ ზელენსკი წლებია ცდილობს, შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში
„ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე წლებია ცდილობს შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში/მესამე მსოფლიო ომში“, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი სოციალურ ქსელ X-ზე წე...
1740825221
ახალი ამბები„თეთრ სახლში რაც მოხდა, ბევრ რამეზე მეტყველებს - არის შესაძლებლობა, ვისმა პროგნოზმაც არ გაამართლა, აღიაროს და ამით ნაბიჯი გადაიდგას ურთიერთპატივისცემისკენ“ - ანდრია ჯაღმაიძე
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს მიმართვას, რომელსაც შემდეგნაირად ასათაურებს - „დიდი მარხვა და დაპირისპირება საზოგადოებაში“. რ...
1740823630
ახალი ამბები„სამწუხაროდ, დღესაც მიმდინარეობს გარკვეული ძალებისგან მუქარები“ - კახა კალაძე
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, საქართველოს ხელისუფლებაზე მუდმივად მიმდინარეობდა შანტაჟი და მუქარა, რაც, სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება. ამის შესახებ მან საქართვ...
1740822105
მსოფლიო„ლელოს“ ლობისტი ამერიკაში: დაუშვებელია, რომ საპრეზიდენტო დისკუსიის დროს ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა თავს დასხმოდა ჩამოსულ პრეზიდენტს მისი ტანსაცმლის გამო - ბევრი ადამიანი ისმინებოდა შეურაცხმყოფლად, მაგრამ მათ შორის ზელენსკი არ იყო
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სიტუაციაზე სამი ერთის წინააღმდეგ, დაუშვებელია, რომ საპრეზიდენტო დისკუსიის დროს ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა თავს დასხმოდა ჩამოსულ პრეზიდენტს მისი ტანსაცმლის გამო“, - წერს სოციალუ...