ბიძინა გიორგობიანი: ახლაც გვასწავლიან როგორი გმირები ვართ და როგორ უნდა შევაკვდეთ მტერს, რომ მერე თვითონ ჩვენს ტრაგედიებზე იმსჯელონ ვერსალის სასახლის მიღებაზე პრეზიდენტ მაკრონთან

ყოფილი პოლიტპატიმარი ბიძინა გიორგობიანი, სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში წლიურ მოხსენებას აფასებს და წერს:
"საღამოს მოვუსმინე ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და მინდა ჩემი ემოცია გაგიზიაროთ.
80-იანი წლების ბოლოს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მონაწილეებს ემახსოვრებათ, უეცრად გამოჩენილი, გაუგებარი ტერმინი „კაცური პოლიტიკა“, რომელიც ნიშნავდა პირდაპირობას და არ ცნობდა არანაირ კომპრომისს (ჩვენს მიტინგებზე ხომ ვიძახდით - არანაირი კომპრომისი კრემლთნ, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს !!!!) ბალტელი სტუმრები გვიღიმოდნენ და მორცხვად ამბობდნენ რომ ჩვენ ვიყავით გმირები და ისინი ვერ ბედავდნენ ასე უკომპრომისოდ სიარულს.
შედეგი კი ისაა, რომ ჩვენ სისხლში გვაბანავეს, ერთმანეთი გვაჟლეტინეს, ბალტიის სამივე ქვეყანა კი EU-ს და NATO-ს წევრია და ჩვენ დავრჩით ერთმანეთის მოქიშპე „გმირებად“.
ახლაც გვასწავლიან ეს კოლექტიური კუბილიუსები როგორი გმირები ვართ და როგორ უნდა შევაკვდეთ მტერს, რომ მერე თვითონ ჩვენს ტრაგედიებზე იმსჯელონ ვერსალის სასახლის მიღებაზე პრეზიდენტ მაკრონთან.
2008 წელს როდესაც საქართველო სისხლისაგან იცლებოდა მხოლოდ აშშ-მა აღმოგვიჩინა ქმედითი პოლიტიკური დახმარება, ევროკავშირმა და NATO-მ აბსოლუტური უძლურება აჩვენა.
2008 წლის "ვაჟკაცობის" შედეგია, მოულოდნელად რამდენიმე ნაცისტი მილიარდერის გაჩენა და დაკარგული ტერიტორიები.
პოლიტიკურ პროცესებში, „ვაჟკაცობა“ შედეგით იზომება და სიგიჟე ვაჟკაცობა არ არის.
სიფრთხილე კი ნამდვილადაა ვაჟკაცობის სათავე.
ჩვენი ქვეყნის კეთილმოსურნეები აშშ, გერმანია, თავად უკრაინის ოფიციალური პირები მადლობას უხდიან საქართველოს შესაძლებლობების ფარგლებში გაწეული დახმარებისა და თანადგომის გამო, ამ პუბლიკას მაინც არ აკმაყოფილებს ეს.
საქართველოს პრეზიდენტს უთქვამს:
"ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს"-ო.
საქმე იმაში კი არაა, ქალბატონო სალომე, რას ვერ ამბობს მამუკა მდინარაძე, არამედ რას გვასწავლის საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია.
თუ სხვა მეფეები, ან მაგალითები არ მოგდით თვალში, მიუბრუნდით დავით IV-ს. იგი გამეფებიდან 10 წლის მანძილზე სელჩუკების სასარგებლოდ ხარკს იხდიდა.
რატომ, გგონიათ ვერ ბედავდა გამოეხატა რასაც მისი ისტორია და ღირსება კარნახობდა? ვინ შეიძლება იყოს ის, ვინც ილიას (ვინც საქართველო ხელახლა მოიგონა) რუსეთთან თანამშრომლობა დასწამოს, ან ბანკის საქმეების, ან რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრობის გამო?
ან მეფისნაცვალთან თხოვნის გამო, რომ გენერალი ალიხანოვი არ გაეგზავნა, აჯანყებული გურიის დასასჯელად?
არ იცოდა ილიამ, რას კარნახობდა ისტორია და ღირსება?
საქართველო ეგზისტენციური საფრთხის წინაშეა, სამყაროში უდიდესი ტრაგედია ტრიალებს და უკრაინაში მიმდინარე ომი შესაძლოა კიდევ უფრო გაფართოვდეს, სხვა მეზობელი სახელმწიფოებიც ჩაერთონ ამ სისხლის ღვრაში, ამიტომ ნაჩქარევი, პირადული წყენით გამოწვეული განცხადებებისაგან ყველამ უნდა შეიკავოს თავი.
პრეზიდენტის ჩათვლით.
პ.ს. აღარაფერს ვიტყვი პიანისტების, მხატვრების, ლიტერატორების და მომღერლების კოლექტიურ ნაცოდვილარზე", - წერს გიორგობიანი.
15 მარტს, „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდგომ ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, 14 მარტს პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შესახებ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს.
"ქართული ოცნება" მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, გაეცნოს საქართველოს კონსტიტუციასა და პარლამენტის, მთავრობისა და პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს.
ამავე თემაზე სიახლეები:
🔵 პრეზიდენტი: დღეს პოზიციაც და ოპოზიციაც სცოდავს და სცოდავს ქვეყნის წინაშე!
1741077851
ახალი ამბებიერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია იწყება
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის დაწყების თარიღი ცნობილია. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდ...
1741075487
საზოგადოებასაქსტატი - თებერვალში ყველაზე მეტად, 15.4 პროცენტით, ზეთი გაძვირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თებერვალში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.7 პროცენტით, რ...
1741074777
მსოფლიოCNN: ჩინეთი აშშ-ს საპასუხო ტარიფებს დაუწესებს
ჩინეთის მთავრობა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჩინური პროდუქციისთვის დამატებითი ტარიფების დაწესების საპასუხოდ ამერიკულ საქონელზე საპასუხო გადასახადებს დააწესებს. ინფორმაციას CNN ავრცელებს. ამერიკ...
1741073722
მსოფლიოდონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგენენ - The Hill
აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა დარელ ისამ განაცხადა, რომ თეთრი სახლის ლიდერ, დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგენს. ამის შესახებ გამოცემა The Hill-ი კონგრესმენის პოსტზ...
1741073286
ახალი ამბებიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა. ახალი საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დღეს გააკეთა. „მივიღეთ გადაწყვეტილ...