„ჩემ არჩევანს 60% გარანტირებული აქვს“ - რას ამბობს ზალიკო ბერგერი

 დიზაინერი ზალიკო ბერგერი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნების შესახებ საუბრობს.

მისი თქმით არჩევნებზე არასდროს ყოფილა, თუმცა დარწმუნებულია რომ მისი არჩეული პოლიტიკური სუბიექტი გაიმარჯვებს:

 „მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო და განსაკუთრებით ყველას, ვინც საქართველოზე განვიცდით და შეგვტკივა გული. მე არასდროს არ ვყოფილვარ ცხოვრებაში არჩევნებზე, მიუხედავად იმისა რომ ჩემი მოქალაქეობრივი ვალი იყო. ჩემ არჩევანს დარწმუნებული ვარ 60% გარანტირებული აქვს, ჩავთვალე, რომ ჩემი ხმა რაღაცას წყვეტდა ამიტომ მე და დედაჩემი ვიყავით არჩევნებზე. მართალია გვიან მაგრამ უფრო მეტი ხმა გვიან რჩება ჩემს რჩეულ პოლიტიკურ სუბიექტს.

ვირჩევ მშვიდობას პირველ რიგში ჩემი ქვეყნის სიყვარულით და უკეთესის მოლოდინით. ვფიქრობ, რომ საუკეთესო არჩევანი მაქვს, მშვიდობა განვითარება და ეკონომიკური წარმატება. ასევე დიპლომატია მთელი მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებთან და მოვდივართ მშვიდობით. მიხვდებით ეს რამხელა გამართლებაა. წარმატებას ვუსურვებ პარლამენტში ჩემს მეგობარს ეკა ჭიჭინაძეს. ღმერთი ჩვენკენ და საქართველო იქნება ბედნიერი“, - ამბობს ზალიკო ბერგერი.

შეგახსენებთ, დღეს საქართველო XI მოწვევის პარლამენტს აირჩევს.

საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატს ამომრჩევლები პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. არჩევნები ელექტრონული წესით წელს საქართველოში პირველად ტარდება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1730219321

საზოგადოება

ცესკო პროკურატურას მიმართავს

ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს პროკურატურას მიმართავს, გამოძიება დაიწყოს არჩევნების გაყალბებაზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით. აღნიშნულის შესახებ ცესკოს განცხადებაშია ნათქვამი. როგორ...

პროკურატურა

1730212247

მსოფლიო

ოსლოში ტრამვაი რელსებიდან გადავარდა და მაღაზიაში შევარდა

ოსლოს ცენტრში ტრამვაი 4 სართულიანი მაღაზიას პირველ სართულზე მდებარე კომპიუტერების მაღაზიაში შევარდა, რის შედეგადაც მძღოლი და კიდევ სამი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციის გამოცემა Independent-ი ავრცელებს. ...

ოსლოში ტრამვაი

1730209085

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დისკრედიტაციას ეწევა - ცესკო

„საქართველოს პრეზიდენტი საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დისკრედიტაციას ეწევა. უკვე რამდენიმე დღეა, რაც პრეზიდენტი საჯარო გამოსვლებსა თუ სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო მედიისთვის მიცემულ ინ...

ცესკოცესკო

1730208686

სპორტი

„ვიცოდით, რომ ძალიან კარგი მეკარე გავიფორმეთ“ - ლივერპულის მწვრთნელი მამარდაშვილზე

„ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელ არნე სლოტს გიორგი მამარდაშვილის შესახებ ჰკითხეს, რომელიც მის გუნდს 2025 წლის ზაფხულში შეუერთდება მას შემდეგ, რაც „ვალენსიაში“ იჯარის ხელშეკრულება ამოეწურება. უფრო კონკრეტუ...

ლივერპულის მწვრთნელი

1730207510

საზოგადოება

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7408 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7255 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...

ლარის კურსი, ვალუტა