"ჩემი დედამთილი ბავშვებს ტელეფონში უყვიროდა, საშინელი დედა გყავთო, ქალაჩუნებად გზრდითო... მოშორდეს, მოკვდეს დედათქვენი და მერე მე კაცურად გაგზრდითო"

ჩვენი მკითხველი ოჯახური კონფლიქტის შესახებ გვიამბობს და რჩევას ითხოვს:
"ჩემს "ძვირფას" დედამთილზე მინდა მოგიყვეთ... 12 წელია გათხოვილი ვარ ღმერთის წყალობით, ჩემს სახლში ვცხოვრობ, მატერიალურადაც მე ვუზრუნველვყოფ ჩემს შვილებს. ქმარი მყავს, მაგრამ ფაქტობრივად მარტოხელა დედა ვარ. არავინ მეხმარება, არც ქმარი და არც მისი მშობლები. არადა, ვერ ვიტყვი, რომ არ აქვთ, უბრალოდ ჩვენთვის არ ემეტებათ რატომღაც...
ჩემი დედამთილი უსაქმური ავი ქალია...
ბოლო რამდენიმე წელი ზაფხულობით ერთად ვისვენებდით ქმრის სოფელში. დილით დაჯდებოდა და მაკვირდებოდა. არაფერს არ აკეთებდა - მხოლოდ ის აინტერესებდა, მე როგორ
ვიქცეოდი და როგორ ვზრდიდი შვილებს...
ბოლო წასვლისას, შარშან, პატარას ვბანდი და უფროსს ვთხოვე, სარეცხის თოკზე გაფენილი პირსახოცი მოეწოდებინა... ხანდახან მეხმარება ასეთ პატარა საქმეებში, რითაც არ მგონია, რამეს ვაშავებდე...
წარმოიდგინეთ, ეს ერთი ფაქტი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ჩემს დედამთილს ბუზი სპილოდ ექცია და სერიოზული კონფლიქტიც ამით დაიწყო. ეს თემა დაიხვია და ჯერ ქმარი გააგიჟა - უფროსი შვილი მოსამსახურედ ჰყავს, ავალებს რაღაცებს და სარეცხსაც კი აფენინებს, ბიჭია და ქალაჩუნად ზრდისო...
ერთი წელია ქმარი ამ თემაზე მუდმივად მეჩხუბება და პატარა მიზეზი საკმარისია, ხელახლა დაიწყოს დავა, რომ ვაჟს ქალაჩუნად ვზრდი...
რამდენიმე დღის წინ ბავშვებმა დაურეკეს ბებიას. ხმოვანზე ჰქონდათ ჩართული და სამწუხაროდ, მეც მესმოდა... მაშინვე დაუწყო ბავშვებს, საშინელი დედა გყავთო, გამუშავებთო, სარეცხს გაფენინებთო და ქალაჩუნებად გზრდითო. მოშორდეს, მოკვდეს დედათქვენი და მერე მე კაცურად გაგზრდითო, საჩუქრებსაც მერე გიყიდითო...
მაინტერესებს, ასეთ ბებიას აქვს უფლება, რომ ჩემს შვილებს დაურეკოს, მათთან ჰქონდეს საერთოდ ურთიერთობა? ქმართანაც ამირიოს ურთიერთობა?",-წერს მკითხველი.
ასევე დაგაინტერესებთ:
1744041511
საზოგადოებასაერთაშორისო სავალუტო რეზერვები 76.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა
2025 წლის მარტის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 76.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვებ...
1744039886
საზოგადოებარიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება
რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 8 აპრილიდან მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. „აღნიშნულ პერიოდში საბაგირო გზაზე განხორციელდება გ...
1744034643
ახალი ამბებისურსათის ეროვნული სააგენტო: სარეალიზაციო ქსელიდან სრულად არის ამოღებული რძის („სოფლის ნობათი”) ის კონკრეტული პარტია, სადაც აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა
სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე განმარტავს, რომ სარეალიზაციო ქსელიდან სრულად არის ამოღებული რძის („სოფლის ნობათი”) ის კონკრეტული პარტია, სადაც აფლატოქსინ M1-ი...
1744034324
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: მნიშვნელოვანია მისაღები გრანტის თაობაზე მთავრობის თანხმობის წესის დამკვიდრება, რათა გარე ძალებმა ვერ შეძლონ, დააფინანსონ ძალადობრივი აქციები
„ვინაიდან გრანტი თავისი ბუნებით გრანტის მიმღებისათვის განსაზღვრული მიზნით უსასყიდლოდ გადაცემული სახსრებია, სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების კიდევ უფრო განმტკიცების მიზნით მნიშვნელოვანია, მის...
1744033525
ახალი ამბებიმეუფე შიო: დღევანდელ დღეს ვევედროთ უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ შევძლოთ საღვთო, ღვთისმშობლის გზით სიარული და ყველა ღონე ვიხმაროთ, რათა არ გადავუხვიოთ სულის ცხონების გზიდან
დღევანდელ დღეს ვევედროთ უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ შევძლოთ საღვთო, ღვთისმშობლის გზით სიარული და ყველა ღონე ვიხმაროთ, რათა არ გადავუხვიოთ სულის ცხონების გზიდან, - განაცხადა ყოვლადწმინდა ღვ...