დავით გადელია: დღეს რამდენიმე უკრაინულ ჯგუფში დამჭირდა ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულების ახსნა - უკრაინელები არასწორი ინფორმაციით იყვნენ აჭრილები

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის ომსა და საქართველოსთვის ამ ომის გავლენაზე წერს:

"მეგობრებო

არასწორი იქნება თუ ვიტყვი:

"ყურადღებით ვადევნებთ თვალს.."

ალბათ ყველანი მთელი სულით და გულით ვართ ჩართული უკრაინის ამბებში!

ინფორმაციის ყოველ ნაგლეჯს ათასგვარად ვატრიალებთ და ვაანალიზებთ.

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 95% ჩემი ღრმა რწმენით, ცალსახად, უალტერნატივოდ არამხოლოდ უჭერს მხარს უკრაინას, არამედ მიიჩნევს, რომ უშუალოდ ჩვენც გვეხება ეს უბედურება!

ხვალ დიდი ალბათობით ჩვენი საკითხიც შეიძლება დადგეს.

ვუშვებ, რომ შეიძლება გვყავდეს 5% ტვინგაყინული, ან სულგაყიდული საქართველოში მაცხოვრებელი (მოქალაქე- ნამეტანია მათთვის!), ვინც რუსეთის გამარჯვება უნდოდეს.

აქედან გამომდინარე, ვინც გულწრფელად ობიექტურია მიმდინარე საკითხებისადმი და არა აქვს პარტიული ან სხვა ინტერესი, გამოთქვამენ მოსაზრებებს, რომელიც ძირითადად ორი მიმართულებისაა:

1. ღიად და ყველა მიმართულებით, ხალხიან- ხელისუფლებიანად გამოვხატოთ რუსეთისადმი ჩვენი ნეგატიური დამოკიდებულება,  ყოველგვარი კომპრომისის გარეშე. 

2. ხალხის დონეზე სრული მხარდაჭერა და გვერდში დგომა გამოვუცხადოთ უკრაინას, მაგრამ ხელისუფლებამ გამოიჩინოს გარკვეული სიფრთხილე და ოფიციალურ დონეზე მუდამ დაუჭიროს მხარი უკრაინას, მაგრამ ეკონომიკური სანქციების, პოზიციების გამოხატვისას არ იყოს განსაკუთრებულად აგრესიული.

ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ნათესავებო, თანამშრომლებო, თანაქალაქელებო!

თუ დავაკვირდებით, ბოროტებისადმი ჩვენს დამოკიდებულებაში ძირითადად ერთნი ვართ (იმ 5 %-ს ნურც შევიმჩნევთ, თავისი ეყოფათ)!

განსხვავება ტაქტიკაშია!

ტაქტიკა კი, როგორც წესი, ყოველთვის ხელისუფლების ასარჩევია და შეცდომებიც მას მოეკითხება ურმის გადაბრუნების შემდეგ!

სხვათა შორის ისტორიულადაც, ყოველთვის ასე ყოფილა-ომის დროს ყველა რომ ერთ აზრზე იდგა და მხოლოდ გმირებებზე ჰყვებოდნენ, ომის შემდეგ გაჩენილა ბევრი კითხვა ხელისუფალთან...

ჰოდა, რადგანაც ბოროტების წინააღმდეგ ერთ მხარესა ვართ, ნუ დავიყოფით, ნუ დავხოცავთ ერთმანეთს ტაქტიკის გამო!

პ.ს. მნიშვნელოვანი კინაღამ გამომრჩა:

ტაქტიკის ირგვლივ ჩვენი ეს დავა, უნებლიეთ თუ გამიზნულად მიდის ჩვენ უკრაინელ ძმებამდე, დამახინჯებულად.

ასეთ უბედურებაში მყოფი ხალხი, როგორც წესი, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ დეტალებსაც.

დღეს რამდენიმე უკრაინულ ჯგუფში დამჭირდა ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულების ახსნა, უკრაინის ამბებზე.

არასწორი ინფორმაციით იყვნენ აჭრილები",- წერს გადელია

სხვა სიახლეები:

📍ჯო ბაიდენი: უკრაინა ვერასოდეს გახდება პუტინის გამარჯვება

📍"შუა თბილისში ბომბის ჩამოგდება ახლანდელი რუსეთისთვის არანაირ მორალურ წინააღმდეგობას არ წარმოადგენს, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად" - დავით გადელია

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1740842952

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში ჩავიდა - ის დღეს კირ სტარმერს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონიდან ლონდონში ჩავიდა. როგორც ცნობილი ხდება, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მას დღეს, დაუნინგ-სტრიტზე უმასპინძლებს. ამის შესახებ BBC...

ვოლოდიმირ ზელენსკი

1740840318

ახალი ამბები

„ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია, თითქმის ყველა დასახლებას მიეწოდება“ - სამტრედიის მერი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ადგილობრივი მოხალისეების ჯგუფია...

დავით ბახტაძე

1740837855

ახალი ამბები

„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში“ - შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს იხსენებს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით 2022 წლის პირველ მარტს გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს. ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში შა...

შალვა პაპუაშვილი

1740836360

მსოფლიო

„ამერიკასთან მხოლოდ მჭიდრო ურთიერთობა გვსურს და იმედია, გვექნება“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზების იმედი გამოთქვა. მისი თქმით, მადლობელია იმ დახმარების, რასაც შეერთებული შტატებისგან იღებს. „შეერთებული შტატების ძალიან მადლ...

ზელენკსი

1740833952

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის 2022 წლის განცხადებაზე: რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ, აგენტობა მოიცავს უტიფრობასაც და არც არის დიდად გასაკვირი

 „რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი და იხსენებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ 2022 წელს გაკეთებულ განცხადებას, რომ...

ლევან მაჭავარიანი