"შუა თბილისში ბომბის ჩამოგდება ახლანდელი რუსეთისთვის არანაირ მორალურ წინააღმდეგობას არ წარმოადგენს, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად" - დავით გადელია
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის ომსა და საქართველოსთვის ამ ომის გავლენაზე წერს:
"მეგობრებო!
სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის უკრაინული კამპანია საბოლოო ჯამში კრახით დამთავრდება.
დიდი ალბათობით, სამწუხაროდ, აიღებენ ბევრ დიდ ქალაქს - თანაც ხედავთ, ძირამდე ანგრევენ და ანადგურებენ.
უკრაინის ნამესტნიკი რომც მონახოს - არაფრის გამკეთებელი არ იქნება!
ვერც ინფრასტრუქტურას აღადგენს და ვერც მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე აიღებს პასუხისმგებლობას.
სულ სიკვდილის მოლოდინში იქნება!
ასევე დიდი და მუდმივი დანაკარგი ექნება რუსულ არმიას.
ჩამოიშლება რუსული ეკონომიკა და სავარაუდოდ- ხელისუფლებაც.
მაგრამ ეს გაიწელება დროში და უკრაინელი ხალხის დიდი ტანჯვით მოხდება.
მუდმივად მოამარაგებენ იარაღით, დაეხმარებიან პარტიზანულ ომში, მაგრამ როგორც თქვენც ხედავთ, ევროპა და ამერიკა პირდაპირ არ ჩაერევა ამ ომში.
რუსეთი, პუტინი, ყოველგვარი მიკიბვ - მოკიბვის გარეშე აცხადებს, რომ როგორც კი ვინმე ჩაერევა - წამსვე პასუხს გასცემს.
დასაკარგი არაფერი აქვს.
ჩემი აზრით კი, უკვე ყველაფერი დაკარგულიც აქვს და ალბათ აცნობიერებს.
ყოველი შემხვედრი ადამიანის, საკუთარი დაცვის წევრისაც კი უნდა ეშინოდეს!
რაც შეგვეხება ჩვენ.
თუ ქვეყანა, მისი ოფიციოზის სახით რამენაირად ჩაერევა კონფლიქტში, დაუფიქრებლად და დაუნანებლად გვიპასუხებს ბომბებით.
არანაირი ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ასე არ მოხდება, ან ვინმე ჩაკეტავს ჩვენს ცას.
ეს ცალსახაა! თუ უკრაინასთან შუალედურ წარმატებას მაინც მიაღწიეს (აიღეს კიევი, დანიშნეს ნამესტნიკი; ანუ რაც ჰქონდა გეგმაში, მაგრამ მცირე სისხლით, ფაქტობრივად უომრად გეგმავდნენ, რაც მათთვის კატასტროფული შეცდომა აღმოჩნდა!), ჩემი აზრით აუცილებლად მოგვთხოვენ ჩვენც ნეიტრალიტეტს.
ღმერთმა ქნას, არ დადგეს ეს დღე - მართლაც მთლიანად უკრაინაზე ვართ დამოკიდებული.
არის რისკი, რომ ყოყმანისას რაიმე აგრესიული ქმედება ჩაიდინონ.
ალბათ ყველა ხვდებით, რომ თუნდაც შუა თბილისში ბომბის ჩამოგდება ახლანდელი რუსეთისთვის არანაირ მორალურ წინააღმდეგობას არ წარმოადგენს.
ჩვენ უნდა ვიყოთ მზად.
ხშირად ისმის ბოლო დროს ღირსებისკენ მოწოდება.
მე და ძალიან ბევრ ჩემზე უკეთეს ადამიანს ეს მოწოდება არ გვჭირდება - არცერთ შემთხვევაში, რა მძიმე სცენარითაც არ უნდა წავიდეს საქმე, მე თბილისს არ დავტოვებ და საქმითაც გამოვადგები.
ასევე, ჩემი უფროსი ვაჟი იქნება ჩემს გვერდით, მაგრამ აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ შვილებზე, შვილიშვილებზე, რომ არ ჩავვარდეთ იმ მძიმე მდგომარეობაში, რასაც მთელი გულით და ცრემლით ვადევნებთ თვალს ეს დღეები..
ნუ მოვიტყუებთ თავს - " პანიკას ნუ თესავ, ვერ გაბედავენ, არ იზამენ, შერცხვებათ, შეეშინდებათ, ნატოსი მოერიდებათ" და სხვა ამგვარი სისულელეებით.
ჯობია რისკები ცივ გულზე დავითვალოთ და მოვემზადოთ.
თუ კონფლიქტში ჩართვა 100% -ით, იმ წამსვე ბომბების ქვეშ დაგვაყენებს, თუ ღმერთმა ქნა და უკრაინამ გაძლო - საერთოდ აგვცილდება საფრთხე.
ხოლო თუ ვერ გაძლო და რუსეთმა დროებით წარმატებას მიაღწია (ვიმეორებ, დროში არანაირი შანსი არა აქვს!), მაინც გვაქვს რისკი, რომ ჩვენც გავხდეთ აგრესიის მსხვერპლი.
თუმცა ეს რისკი უკვე 30-50%-იანია.
თანაც ჩვენ იმის მეათედ დროსაც ვერ გავუძლებთ, რაც უკრაინამ გაძლო - მოსახლეობის შესაბამისად.
ეს ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, თორემ ვერავინ ვერ იტყვის ზუსტ რიცხვებს და პუტინის არეულ თავში რა გამოცხვება.
ამიტომ უნდა გავითვალოთ და წინასწარ ვიცოდეთ ჩვენი ნაბიჯის მოსალოდნელი შედეგი.
მოსახლეობამაც უნდა იცოდეს. რასაც ახლა ვამბობ, ბევრისთვის მიუღებელია.
მაგალითად, ჩემს ყველაზე ახლო ადამიანს, მეგობარს და ნათესავს ვერც დაელაპარაკები ამ თემაზე - ისიც შვილიშვილების პატრონი და საუკეთესო სპეციალისტი, ექიმია, მაგრამ ვერ იტანს კომპრომისებს და გრძნობის შეკავებას.
ასეთი ბევრია ცხადია - კავკასიელები ვართ, რაც არ უნდა იყოს!
მაგრამ ქართველებში გადარჩენის, პრაგმატიზმის გენი მაინც ყოველთვის იყო, ისევე როგორც ომში დიდი თავდადების.
სწორედ ამ ორი თვისების თანხვედრამ მოგვიყვანა აქამდე.
ასე რომ, კარგი იქნება ამ გასაჭირის ჟამს თუ გაერთიანდებიან პოლიტიკოსები, არ დაიწყებენ ერთმანეთის ჯიბრით ქვეყნის მტრობას და სწორად გაითვლიან რისკებს.
დრო კიდევაა, თუმცა, არც ისე ბევრი.
პ.ს. ნუ გამლანძღავთ პრაგმატიზმისთვის.
ეს აუცილებლად სჭირდება ახლა ჩვენს ქვეყანას. ცივი გონება და ქვეყნის ერთგულება!
პ.ს.ს. მე დიდი ხანია ფსიქოლოგიურად მზად ვარ ცუდი სცენარისთვისაც - და ფეხის მოცვლასაც არ ვაპირებ - სად გაგიგიათ საპატიო თბილისელი განსაცდელისას ქალაქიდან გარბოდეს??!
არც სხვას დავამუნათებ, ვინც გაიქცევა - ყველას თავისი გზა აქვს, თუნდაც ახლა დიდ მჯიღს იკრავდეს გულზე!", - წერს გადელია.
სხვა სიახლეები:
1736961451
საზოგადოებაპრემიერი: გახარიამ წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც, რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დარჩა, ეს არის ბუნებრივი, სამწუხარო მოვლენა, მაგრამ როცა ხარ ჯაშუში და როცა ხარ ნაცი, გეკისრება თმენის ვალდებულება
ხშირად საუბრობენ პოლიტიკოსებთან მიმართებით თმენის ვალდებულებაზე, არ ვიცი ეს როგორ არის პოლიტიკოსებთან მიმართებით, ჩემი შეხედულება მაქვს ამაზე, მაგრამ როცა ხარ ნაცი და როცა ხარ ჯაშუში, იქ ნამდვილად გაქ...
1736959813
ახალი ამბებიკახა კალაძემ სამტრედიაში მცხოვრებ ადეიშვილების ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
ტრადიცია გრძელდება - ძველით ახალი წელი თბილისის მერმა კახა კალაძემ მშობლიურ სამტრედიას საზეიმო კონცერტით მიულოცა და სამტრედიაში მცხოვრებ ადეიშვილების ოჯახს საჩუქრად საცხოვრებელი სახლი გადასცა. მარტოხე...
1736958581
ახალი ამბებიეს არის ოპოზიციის მორიგი უსუსური „პერფორმანსი“, რასაც, რა თქმა უნდა, არავითარი ფასი არა აქვს - ირაკლი კობახიძე გაფიცვის კამპანიაზე
„ეს არის რადიკალური ოპოზიციის მორიგი უსუსური პერფორმანსი, რასაც, რა თქმა უნდა, არავითარი ფასი არა აქვს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართული გაფიცვის კამპანიაზე საუბრისას...
1736957008
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: გახარია უნდა დაფიქრდეს იმაზე, ხომ არ აქვს ადგილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მცდელობას, რაც საკმაოდ მძიმე მუხლია
„ჩამოვყალიბდეთ, ვინ ვის დაესხა თავს. იყო სიტყვიერი კამათი და არსებობს კადრი, რომლის მიხედვითაც, გახარიამ დიმიტრი სამხარაძეს სახეში ჭიქა ჩაარტყა. დიმიტრი სამხარაძის რეაქცია საპასუხო იყო, თუ არ იყო? თუ...
1736954634
მსოფლიოისრაელის მთავრობა მოელის, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება უახლოეს დღეებში გამოცხადდება - CNN
ისრაელის მთავრობა მოელის, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება უახლოეს დღეებში გამოცხადდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN წყაროებზე დაყრდნობით ავრც...