დღეს დიდი სირცხვილი ვჭამე - ჩამეძინა და... - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

"დღეს დიდი სირცხვილი ვჭამე - ჩამეძინა და ტვ პირველზე წასვლის ნაცვლად, საკუთარ ლოგინში გადავტრიალდი.

მე ვიძულებ ცოტა ხნით სტუმარს რომელიც გადამაგდებს და დამსახურებულად შეუძლიათ შემიძულონ 🙂

რუსული პროპგანადა უნდა ყოფილიყო თემა და აქ ვიტყვი, რა სათქმელიც მქონდა.

პროპაგანდა რუსული ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, ცხადია გაცილებით მნიშვნელოვან სამხედრო კომპონენტთან და ენერგო- რესურსებთან ერთად.

რუსეთი დგას შიშზე.

შიშის კულტივირებაა რუსული პროპაგანდის ამოცანაც.

პროპაგანდის ეფექტიანობას ის განაპირობებს, რომ ეს შიშები არ არის მოგონილი.

რუსული პროპაგანდა სამიზნე მოსახლების რაციონალურ შიშებს ირაციონალურ შიშებად გარდაქმნის იმისთვის, რომ არგუმენტებით გაცამტვერება შეუძლებელი გახდეს.

რაციონალური შიშია ომის შიში, რასაც პროპაგანდა იოლად გარდაქმნის რუსეთის უძლეველობის ირაციონალურ შიშად.

რაციონალური შიშია სიღატაკის შიში, რასაც პროპაგანდა იოლად გარდაქმნის ირაციონალურ შიშად, რომ ჩვენი პროდუქტი დასავლეთს არ აინტერესებს და რუსული ბაზრისთვის უნდა ვიბრძოლოთ.

რაციონალური შიშია უცხოსადმი შიში რაც იოლად გარდაიქმნება კულტურული იდენტობის დაკარგვის ირაციონალურ შიშად.

მოკლედ, რუსეთი რაციონალურ და საფუძვლიან შიშს იღებს, ირაციონალურად გარდაქმნის იმისთვის რომ ისტერიკად იქცეს და არგუმენტები დააუძლუროს და ამ ნიაღვარში ყველამ ხელი ჩაიქნიოს სიმართლის რკვევაზე.

ირაციონალურად შეშინებული ადამიანი უძლურია - ალბათ გინახავთ, თვითმფრინავის შიშით შეპყრობილი მგზავრი, რომელიც მგზავრობის განმავლობაში დაუძლურებულია და ვერ ფოკუსირდება, ნერვიულობს - ამიტომ სვამს,  თავს ითიშავს. თვითმფრინავის კატასტროფების სტატისტიკა და რიცხვები არ ეხმარება, უხსენი რამდენიც გინდა რომ მანქანაში მეტი ადამიანი იღუპება. რაციონალიზაცია წარმოუდგენელია - სიმთვრალე ურჩევნია.

რუსული პროპაგანდის ნიაღვართან პროპაგანდით ბრძოლა პროპაგანდის გამარჯვებაა.

პროპაგანდას შეიძლება დაუპირისპირდე სიფხიზლით და სიმართლით.

ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ კრემლისტურ ნიაღვარში სათითაო სიცრუეები უნდა ვარჩიოთ, ეს შეუძლებელია და წყლის ნაყვაა - სანამ სიმართლე შარვალს იცმევს, ტყუილი მსოფლიოს სამ წრეს არტყამს. სიმართლეს დრო სჭირდება, ტყუილი - იოლია.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ რუსული პროპაგანდის ანატომია უნდა გავითავისოთ ძვლებამდე, ტვინის ყველა ხვეულამდე, რომ ნიაღვარში იოლად გავიკვლიოთ გზა.

მაგალითად დავიმახსოვროთ, რომ სწორის და არასწორის, მტყუანის და მართლის განუკითხავობა არის რუსული პროპაგანდის მთავარი ამოცანა.

რუსული პროპაგანდის ამოცანა არ არის დაგაჯეროთ რამე, რუსული პროპაგანდის ამოცანა არის ყველანაირ რწმენაზე ხელი აგაღებინონ და დაიჯერო რომ სიმართლე არ არსებობს, ყველა ერთი ნაგავია და ყველაფერი მოსულა - გაიძულებს, რომ  შიშებით  იმოქმედო და არა პრინციპებით.

ამიტომ, როდესაც ხედავთ რომ მედია დისკუსიას კლავს სწორზე და არასწორზე - თავისუფლად შეგიძლიათ ეს რუსული პროპაგანდის სამსახურად ჩათვალოთ და ამხილოთ.

როდესაც ხედავთ, რომ სამოქალაქო საზოგადოება აღარ არჩევს სწორს და არასწორს, გაიძახის რომ ყველა ერთნაირად ბინძურია და პირველი ქვა უცოდველმა ისროლოს - თავისუფლად შეგიძლიათ ეს რუსული პროპაგანდის სამსახურად ჩათვალოთ და ამხილოთ.

როდესაც ვიღაც გიმტკიცებთ, რომ ის არა პროდასავლელი, არამედ პროქართველია - თავისუფლად შეგიძლიათ პუტინის პროპაგანდისტად ჩათვალოთ, იმიტომ რომ პროქართველობა თავისთავად გულისხმობს პროდასავლელობას, რომ ჩვენი ეროვნული აზროვნების დამფუძნებელი მამა - ბურთივით მრგვალი ლიბერალია!

სიმართლე და სიფხიზლე არის რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ იარაღი. (და რასაკვირველია წარმატება - ეროვნული წარმატებები, რომელიც ასე გვაკლია)",-წერს, თამარ ჩერგოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵„რატომ არ კვდება შენი ხათუნა“ - რუსეთის აგრესიას ხათუნა ხოფერიას ძმა ემსხვერპლა

🔵ომში დაღუპული ჯარისკაცების ცოლებს ნუ ეტყვით, რომ იყვნენ ამაყები - ნინო თარხნიშვილი

🔵ჰყავს თუ არა პუტინს ორეულები?

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740770451

მსოფლიო

ზელენსკი თეთრ სახლს ადრე ტოვებს - Reuters

 უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან ემოციური კამათის შემდეგ თეთრ სახლს ადრე ტოვებს. ამის შესახებ Reuters-ი თეთრი სახლის უსახელო წარმ...

ააა

1740769184

მსოფლიო

„ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება“ - ტრამპი

 აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაკომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში საუბრისას წარმოქმნილ უთანხმოებაზე. „დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბე...

ტრამპი და ზელენსკი

1740767388

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ზელენსკის მიმართა - შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ქვეყნის უპატივცემულობაა

 აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომით თამაშში“ დაადანაშაულა. „შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, შენ თამაშობ...

ტრამპი

1740765093

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი. მოხარულები ვართ, რომ აშშ-შიც ამ ჭეშმარიტებამ გაიმარჯვა და კანონის დონეზე მიიღეს, რომ არის მხოლოდ ორი სქესი

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი და კარგია, რომ აშშ-შიც კა...

ლევან მაჭავარიანი

1740764801

ახალი ამბები

სუს-ში აცხადებენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიება“ ტარდება

 თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მოსაცდელი დარბაზი დაატოვებინეს. საქართველოს პირველი არხი ფაქტის კომენტირებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. როგორც სუს-ის პრესსამსახურში...

ზოგადი