„დღეს თვითმფრინავის ხმა მესმოდა და მელანდებოდა რომ მოვიდნენ.. რა არ ვცადე, თუმცა საქმეზე უკეთესი თავშესაფარი ვერ ვიპოვე“ - რას წერს ზურა შევარდნაძე

„რა არ ვცადე, რას არ ვეცი ფიქრს ვერ გავექეცი, საქმეზე უკეთესი თავშესაფარი ვერ ვიპოვე“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ცნობილი ბიოლოგ-ბოტანიკოსი, ზურა შევარდნაძე წერს.
„დღეს თვითმფრინავის ხმა მესმოდა და მელანდებოდა რომ მოვიდნენ..
რა არ ვცადე, რას არ ვეცი ფიქრს ვერ გავექეცი, საქმეზე უკეთესი თავშესაფარი ვერ ვიპოვე, ისევ ბაღის მაკრატელი ავიღე და როზმარინის ბიჩქები გადავჭერი. 2008 - შიც ასე იყო, ლავანდას ვაკალმებდი, სულ არ მეგონა ნერგამდე მიყვანას თუ მოვესწრებოდი, მაინც ვჭრიდი და ვარჭობდი.
ძნელია, ძალიან ძნელია ამ დროს საქმეს გული დაუდო მაგრამ სხვა რა გზაა? გადაირიე, წაიკითხე, უყურე კიდევ უფრო გადაირიე, მხარდაჭერა გამოხატე, პროტესტის, უსამართლობის საშინელი განცდით იღვიძებ და იძინებ მაგრამ ვერაფერს ცვლი, ლოგინში რომ გძინავს ესეც კი გეუხერხულება, უზიარებ ახლობლებს, მეგობრებს ზღვა ემოციას და კიდევ უფრო მძიმდები, ვერაფერს ცვლი.
მაინც მგონია ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ მანამ სანამ მისი კეთება შეგვიძლია, როგორც შეგვიძლია ისე. ვფიქრობ ვიმუშაო, კიდეც დავთესო, დავრგო, დავამყნა, დავაკალმო მანამ სანამ შესაძლებელია. ვიზრუნო სტუმრებზე თუ მოვლენ, ვიზრუნო ჩემს ორმოც თანამშრომელზე და ვეცადო მათი ხელფასები შევაგროვო, მათ უკან ოჯახები დგანან და ჯამაგირი ძალიან სჭირდებათ. ვიზრუნო ოჯახის წევრებზე, მეგობრებზე, ნათესავებზე რომელთაც ასევე ძალიან ვჭირდები.
ვფიქრობ და სხვა გზას, გამოსავალს ვერ ვხედავ, გულზე ხელს ხომ ვერ დავიკრეფთ და გავჩერდებით?
ამიტომ ჩემო ძვირფასებო, უადგილოა თქვენი კომენტარები: "რადროს ვაშლი და მსხალია, რადროს პამიდორი და კიტრის ჩითილია, რადროს თესვა და ხვნაა ომია" განა თითონ ვერ ვხედავ რომ ომია, ვინმეზე ნაკლებათ ვარ შეძრული და შეძრწუნებული? არა მგონია.
მე სხვა გზას და გამოსავალს ვერ ვხედავ, სანამ ამის საშუალება მომეცემა მივხედავ ბაღს, საქმეს და თუ გამაჩერებენ კი დავინახავთ ერთად და გავჩერდები, მანამდე დარდთან და ამ გაუსაძლის უბედურებასთან ერთად ვიშრომებ.
ღმერთო გაძლება და მშვიდობა მოგვეცი!!!“, - წერს ზურა, გარდენია შევარდნაძე.
ასევე საინტერესოა:
🔵 Exclusivetv ტელეგრამზე - გამოიწერეთ ჩვენი არხი და მიიღეთ მუდმივად განახლებული ინფორმაცია
🔵 „მე არ ვემხრობი ამ კატეგორიულ მოთხოვნებს, რუსები არ შემოვუშვათ საქართველოში“ - ინგა გრიგოლია
1740813527
ახალი ამბები„ენჯეოებს ერთადერთი, რაც ზურგს უმაგრებს, უცხოური ფული და გავლენაა და ცხადია, მომავალში ასე არ უნდა იყოს და არც იქნება“ - სოზარ სუბარი
მაღალი თანამდებობის პირების დანიშვნაში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობის გაუქმების საკითხს შეეხო ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერი, "ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ...
1740810738
მსოფლიო„ვფიქრობ, ტრამპთან ჩემი ურთიერთობა შეიძლება გადარჩეს“ - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში გამართული დაძაბულ შეხვედრაზე Fox News-ის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობა შესაძლოა გამოუსწორდ...
1740809203
ახალი ამბები„აშშ-ის ადმინისტრაცია თხოვნით მისულ ადამიანს ელოდებოდა, ზელენსკისგან განდგომა დაიწყეს უკრაინაში, იქ არ არის სტაბილური მდგომარეობა, რომ მზად ყოფილიყო საქმიანი საუბრისთვის, თუ არ ექნება გარანტიები“ - გიორგი ვოლსკი
„კამათი რასაც მოჰყვა, დავინახეთ, ამერიკის ადმინისტრაცია ელოდებოდა, გარკვეულწილად, თხოვნით მისულ ადამიანს“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის ეთერ...
1740774385
ახალი ამბებიკონსტანტინე ზარნაძე: ვაშინგტონში გამართული საჯარო გამოსვლების ყურების შემდეგ ყველა მიხვდა, თუ რა ფასად შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ სამშობლოს დაცვა
თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარის მოადგილე, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე თეთრ სახლში ამერიკელ და უკრაინელ დელეგაციებს შორის გამართუ...
1740773270
მსოფლიომარკო რუბიო ტრამპს: მადლობა იმისთვის, რომ ამერიკის ინტერესებს იცავთ - ამერიკა თქვენთანაა!
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ ოვალურ კაბინეტში მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას სოციალურ მედიაში ეხმაურება. „მადლობა, პრეზიდენტო, იმისთვის, რო...