„დრონნი მეფობენ და არა მეფენი“ - ჩემი გაგზავნილი დრონების პირველი პარტია უკვე ჩავიდა დანიშნულების ადგილზე, რას წერს დავით მრელაშვილი

„„დრონნი მეფობენ და არა მეფენი“ - ჩემი გაგზავნილი დრონების პირველი პარტია უკვე ჩავიდა დანიშნულების ადგილზე“, - წერს სოციალურ ქსელში დავით მრელაშვილი აშშ-ში მოღვაწე ტელე-ნერვოლოგი.
„მეგობრებო,
დრონნი მეფობენ და არა მეფენი.
ბევრ გულის ამაჩუყებელ ლაპარაკს აღარ დავიწყებ, მგონი სიტუაცია და საჭიროება ყველასთვის ნათელია.
ახლა მსოფლიოს არა-სამხედრო ნაწილის (რიგითი მოკვდავების) ფოკუსი მიმართულია იმაზე რომ მაქსიმალურად ბევრი უდანაშაულო სიცოცხლე გადავარჩინოთ, განსაკუთრებით მშვიდობიანი მოსახლეობა, ბავშვები (!), რომელსაც ომი არ აურჩევიათ და უბრალოდ აგრესორის თუ ბრმა ბომბის მსხვერპლნი ხდებიან ყოველდღე.
კოვიდ პანდემიის გამოცდილებამ მე პირადად ბევრი რამ მასწავლა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი იყო ერთი რამ: თუ რამის გაკეთება გინდა - უნდა ადგე და თავად გააკეთო; როგორც Nike-ი იტყოდა - Just do it! და მეორე: შორიდანაც კი ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, მაგრამ არის რაღაც ელემენტები რომლის გაკეთებსაც ადგილზე ყოფნის გარეშე ვერ შეძლებ.
ამ მესიჯს ახლა თვითმფრინავში ვწერ - პოლონეთში მივფრინავ, რომელიც ახლა ფაქტიურად, მსოფლიოს ჰუმანიტარული დახმარების ეპიცენტრია უკრაინის საზღვართან. ასიათასობით ლტოლვილია, რომლებსაც არანაკლები დახმარება ჭირდება ვიდრე უკრაინაში მყოფებს.
თან მიმაქვს სამი გაძეძგილი ჩემოდანი - რაც ჩაეტია. ამერიკული მყისიერი სისხლდენის შემაჩერებელი ფხვნილის პაკეტები, მკერდის გამჭოლი ჭრილობის ვაკუუმური “ლატკები”, პირველადი დახმარების საგნები, პორტატული დეფიბრილატორი, სამხედრო გამოყენების რაციები, დრონები. ეს ზღვაში წვეთია რა თქმა უნდა იმ დახმარებსთან რასაც მთლიანი სახელმწიფოები ახორციელებენ, მაგრამ ზღვა კოვზით დაილიაო - ხომ გაგიგიათ? ეს ჩემი ოფლის რამოდენიმე წვეთია რომლებიც უკრაინელების სისხლის წვეთებს დაზოგავს.
საქართველოდანაც მიერთდებიან მეგობრები რომლებიც ჩამოვლენ და ადგილზე კიდევ ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ.
მე, ზოგადად, ამ ომში ფსონი უპილოტო საფრენ აპარატებზე მაქვს (უფროსი თაობისთვის: ე.წ. “დრონი” (Drone), რომელიც ფაქტიურად მფრინავი ვიდეო კამერაა ციდან დისტანციური ხედვით და მართვით მრავალ კილომეტრზე). მომცროები მხოლოდ დაზვერვისთვისაა, ცოტა მოზრდილებს ტვირთის გადატანა და ციდან ჩამოგდებაც შეუძლიათ კილომეტრებიდან მოშორებით, სანტიმეტრების სიზუსტით (მათ შორის მცირე ზომის ყუმბარების - კილომეტრებით მოშორებით).
ცხოვრებაში პირველად ვაქვეყნებ ჩემ ფეისბუკზე ანგარიშის ნომერს, ეს არა იმიტომ რომ ვინმეს რამეს გთხოვთ, არამედ მათთვის ვისაც უნდა დარწმუნებული იყოს რომ მათი კონკრეტული წვლილი კონკრეტულ დანიშნულებამდე მივა - ეს პირდაპირი და უშუალო არხია ამისთვის (უკრაინის თავდაცვის სამინისტროს უშუალოდ ვაწვდი ამეებს).
ვაპირებ საერთო ჯამში 100 DJI ფირმის დრონი ვაჩუქოთ ქართველებმა (და არა საქართველოს მთავრობამ) უკრაინის ჯარს. ცალი დაახლოებით 350-400 ევრო ჯდება (თუ მოვახერხეთ ფასდაკლება). თუ მეტი თანხა შეგროვდა - დიდი ალბათობით სამედიცინო ინვენტარს შევიძენ დანარჩენით. თითოეული შენაძენზე დეტალები იქნება გასაჯაროებული.
პ.ს. ჩემი გაგზავნილი დრონების პირველი პარტია უკვე ჩავიდა დანიშნულების ადგილზე. ციდან სურათს ვერ გამოგიგზავნით - გასაიდუმლოებულ პოზიციებზე ვართო, მარა დრონის უკრაინულად "მონათვლის" მომენტი ჩააკარტოჩკეს.“, - წერს დავით მრელაშვილი.
ასევე საინტერესოა:
🔵 ახლა კი არ გამხდარა ასეთი, სულ ასეთი იყო!!! - რას წერს სალომე ზურაბიშვილზე ემიგრანტი საფრანგეთიდან
🔵 სერგეი ლავროვი: მზად ვართ საუბრისთვის, მაგრამ ჩვენს ოპერაციას გავაგრძელებთ
1740829321
ახალი ამბები„მხოლოდ ძალიან გულუბრყვილო ადამიანებს ეგონებათ, რომ რაც გუშინ მოხდა ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრაზე, შეიძლებოდა ყოფილიყო შემთხვევითი და სპონტანური“ - დავით ჩიხელიძე
ექსპერტი დავით ჩიხელიძე თეთრ სახლში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შორის კამათს ეხმაურება. მისი თქმით, მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანები თუ ჩათვლიან, რომ ის, რაც გუშინ თეთრ სახლში მოხდა, შემთხვევითი და...
1740826776
მსოფლიოაშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი: ვოლოდიმირ ზელენსკი წლებია ცდილობს, შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში
„ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე წლებია ცდილობს შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში/მესამე მსოფლიო ომში“, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი სოციალურ ქსელ X-ზე წე...
1740825221
ახალი ამბები„თეთრ სახლში რაც მოხდა, ბევრ რამეზე მეტყველებს - არის შესაძლებლობა, ვისმა პროგნოზმაც არ გაამართლა, აღიაროს და ამით ნაბიჯი გადაიდგას ურთიერთპატივისცემისკენ“ - ანდრია ჯაღმაიძე
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს მიმართვას, რომელსაც შემდეგნაირად ასათაურებს - „დიდი მარხვა და დაპირისპირება საზოგადოებაში“. რ...
1740823630
ახალი ამბები„სამწუხაროდ, დღესაც მიმდინარეობს გარკვეული ძალებისგან მუქარები“ - კახა კალაძე
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, საქართველოს ხელისუფლებაზე მუდმივად მიმდინარეობდა შანტაჟი და მუქარა, რაც, სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება. ამის შესახებ მან საქართვ...
1740822105
მსოფლიო„ლელოს“ ლობისტი ამერიკაში: დაუშვებელია, რომ საპრეზიდენტო დისკუსიის დროს ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა თავს დასხმოდა ჩამოსულ პრეზიდენტს მისი ტანსაცმლის გამო - ბევრი ადამიანი ისმინებოდა შეურაცხმყოფლად, მაგრამ მათ შორის ზელენსკი არ იყო
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სიტუაციაზე სამი ერთის წინააღმდეგ, დაუშვებელია, რომ საპრეზიდენტო დისკუსიის დროს ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა თავს დასხმოდა ჩამოსულ პრეზიდენტს მისი ტანსაცმლის გამო“, - წერს სოციალუ...