"ეგღა გვაკლდა… ჩინეთში ფრინველის გრიპის შტამ H3N8-ის მსოფლიოში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა" - რა ინფორმაციას აქვეყნებს გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მსოფლიოს ახალი ვირუსი დაატყდა თავს:
"ეგღა გვაკლდა… ჩინეთში ფრინველის გრიპის შტამ H3N8-ის მსოფლიოში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა (დადასტურდა 26/04/2022). 28 აპრილს კი ამერიკაში H5N1 ფრინველის გრიპის შტამ ერთი ადამიანი დაინფიცირდა ხოლო პირველი H5N1 შემთხვევა დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში იანვარში.
✅ რაც შეეხება ჩინეთში ფრინველის გრიპის შტამ (H3N8), ეს შტამი ხენანის პროვინციაში მცხოვრებ 4 წლის ბიჭს დაუდასტურდა, ის სავარაუდოთ დაინფიცირდა 2022 წლის 5 აპრილს, რაც მსოფლიოში პირველი პრეცედენტია. ამას ადასტურებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო (河南省发现一例人感染H3N8禽流感病例).
✅ცნობილია, რომ ეს ინფექცია, ძირითადად, სხვადასხვა ფრინველში ვრცელდება, თუმცა არის შემთხვევები, როცა ის ადამიანზეც გადადის.
ვირუსის ყველაზე მასშტაბური ეპიდაფეთქება 2015 წელს მოხდა, როცა შტამ H5N1-ს 140 მილიონზე მეტი ფრინველი ემსხვერპლა. გასულ წელს მისი ვარიანტი H10N3 პირველ ადამიანს აღმოაჩნდა, თუმცა, საბედნიეროდ, სხვები არ დაავადებულან.
✅რაც შეეხება ამ შემთხვევას, ბავშვი ადგილობრივ საავადმყოფოში სიცხითა და სხვა სიმპტომებით 5 აპრილს მიიყვანეს, 10 აპრილისთვის კი მისი მდგომარეობა გაუარესდა. 24 აპრილს ბიჭს ტესტი გაუკეთდა, რომელმაც 26 აპრილს H3N8-ზე დადებითი შედეგი აჩვენა.
✅ რა ვქნათ?
ამჯამდ ამ გრიპის წინააღმდეგ ვაქცინა არ არის მაგრამ არსებული სეზონური გრიპის ვაქცინა ნაწილობრივ იცავს მოსახლეობას და რეკომენდირებულია.
✅ ფრინველის გრიპის შემდეგი სიმპტომები
ვლინდება ინფიცირებულ პირებში ინფიცირებიდან ორიდან შვიდი დღის განმავლობაში:
📌ხველა
📌Ცხელება
📌Ყელის ტკივილი
📌Კუნთების ტკივილი
📌თავის ტკივილი
📌Ჰაერის უკმარისობა
სხვა სიმპტომები შეიძლება იყოს გულისრევა, დიარეა ან ღებინება.
ფრინველის გრიპის ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ მსუბუქი თვალის ინფექციის სიმპტომები.
✅ საქართველოში ჯერჯერობით ფრინველის გრიპის შტამ H3N8 არ დაფიქსირდა და შეშფოთების საფუძველი არ არის მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ არ უნდა ვიყოთ მზადყოფნაში❗️
შევიარაღდეთ სწორი ინფორმაციით❗️
ჯანმრთელობას გისურვებთ", - წერს გიორგი ფხაკაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
1745062253
ახალი ამბებისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა თბილისის დროით 14:50 საათზე დაფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, ეპიცენტრი ქალაქ ონთან იყო. მიწის...
1745061592
საზოგადოებააფხაზეთიდან დროებით დევნილ 1000-მდე ოჯახს სააღდგომო ნობათი გადაეცა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებული დავით ვერავა და საქართველოს პარლამენტის წევრი დავით კოდუა წალენჯიხის მუნიციპალ...
1745057335
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი - ჯო უილსონის თავხედური განცხადება არის აღიარება, რომ ის „დიფ სთეითის“ შემადგენელი ნაწილია, არ მგონია, ეუთო-ს ხელმძღვანელობამ მისი განცხადებები გაითვალისწინოს
არ მგონია, ეუთო-ს და ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ ჯო უილსონის განცხადებები გაითვალისწინოს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა....
1745055552
მსოფლიოილონ მასკი: სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ისტორიაში ყველაზე დიდი აფერაა
აშშ შეიძლება ფინანსურ კრახამდე მივიდეს, თუ გააგრძელებს მრავალრიცხოვანი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას, რომლებიც ისტორიაში ყველაზე დიდ აფერად შეიძლება ჩაითვალოს, - განაცხადა აშშ-ის მთავრობი...
1745055220
ახალი ამბებიჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
19 აპრილს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისღრმაღელეს სათავე ნაგებობასელექტროენერგიის მიწოდება ავარიულადშეუწყდა. აღნიშნულიდან გამომდინარე დღეს, 19 აპრილისდილის 11:30 საათიდან ნაძალადევისა და ისნისრაიონების მ...