"ეს აღიარება უამრავ ვარსკვლავს არ ღირსებია - თუკი ვინმე ვარსკვლავი იყო ფეხბურთში, ყველამ დადებითად შეაფასა ხვიჩას თამაში"

ქართველი ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს:
"ბოლო თვეებია, ხვიჩა კვარაცხელიაზე უამრავი რამ ითქვა და დაიწერა.
უმეტესად, დადებითი.
არ არსებობს ცნობილი საერთაშორისო გამოცემა, მასზე რომ არ დაეწეროს.
თუკი ვინმე ვარსკვლავი იყო ფეხბურთში, ყველამ დადებითად შეაფასა ხვიჩას თამაში.
სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა პირველივე თვეს (2022-ის აგვისტოში).
იცით, ეს აღიარება უამრავ ვარსკვლავს არ ღირსებია.
"ნაპოლის" 7 ოფიციალურ თამაშში 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ხვიჩას კვარადონად და კვარავაჯოდ მოიხსენიებენ.
ადარებენ საუკეთესო ფეხბურთელებს.
თითქოს, თავში უნდა აუვარდეს ამ ბიჭს, რომელიც 2023 წლის 12 თებერვალს 22 წლის გახდება, მაგრამ ეს ნამდვილად აღარ მოხდება.
მან მთავარი გამოწვევები დაძლია.
სპორტსმენია, ძლიერია, თავდაუზოგავად ვარჯიშობს, უშიშარია, სახელებს არ ერიდება და რაც მთავარია, ფეხბურთისგან იღებს უდიდეს სიამოვნებას.
თანაც, საოცარი საფეხბურთო ინტელექტი აქვს შესანიშნავად ხედავს მოედანს. ერთნაირად კარგად ურტყამს ორივე ფეხით.
ესე იგი, ქართველებსაც შეგვიძლია შრომა და ფსიქოლოგიური მდგრადობა.
ის არ არის გამონაკლისი ქართველი, უბრალოდ, ძლიერ ოჯახში აღიზარდა. დედა ვარჯიშებზე დაჰყვებოდა, მამა ბადრი ფეხბურთელი იყო და სწორ რჩევებს აძლევდა.
ხვიჩა იმედი გახდა იტალიაში მცხოვრები ქართველებისთვის, რომელთა ნაწილი არალეგალურად ცხოვრობს.
იმედი და მაგალითი გახდა სამშობლოსთვის, აქაური მომავალი ფეხბურთელებისთვის, ნაკრებისთვის.
ბიძგი მისცა ახალ ქართულ ფეხბურთს, ევროპული საფეხბურთო კარი გაუღო თანამემამულეებს.
მის გვარს თავიდან ძნელად წარმოთქვამდნენ, ახლა ყველამ ზეპირად იცის.
ერთი თხოვნა მაქვს, ნუ ჩართავთ პოლიტიკაში.
ნუ გახდით ხვიჩას სახელს სპეკულაციების თემად.
იგივე თხოვნა მაქვს თავად ხვიჩასთან.
მიეცით საშუალება, რომ ფეხბურთი ითამაშოს, გაილაღოს, სიამოვნება მიიღოს და გოლები გაიტანოს.
მისი გოლები ჩვენი გოლებიც არის.
ხვიჩა ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული ვარსკვლავია.
დაე, იკაშკაშოს", - წერს გოგა ჩანადირი.
ამავე თემაზე:
* ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს აგვისტოს საუკეთესო მოთამაშედ აირჩიეს
1740334397
მსოფლიოფრიდრიხ მერცი - ერთად ვისაუბრებთ და მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს მთავრობა
ფრიდრიხ მერცი, რომელიც კონსერვატიული ბლოკი „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან სოციალური კავშირი“ (CDU/CSU) ლიდერია, ეგზიტპოლის გამოცხადების შემდეგ სიტყვით გამოვიდა. მერცმა ისაუბრა პოლიტიკური მოწინააღმდეგ...
1740332928
მსოფლიოეგზიტპოლების თანახმად, ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი 29 პროცენტით ლიდერობს, ოლაფ შოლცის პარტია 16 პროცენტით მესამე ადგილზეა
ეგზიტპოლების თანახმად, ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან სოციალური კავშირი“ (CDU/CSU) ლიდერობს. საარჩევნო უბნებიდან გამოსული ამომრჩევლე...
1740331504
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ვნახეთ როგორი საცოდავი სანახავი იყო ქართულ ოპოზიციად წოდებული საქართველოში მოქმედი აგენტურული ქსელი. ზოგი კალათბურთის დარბაზში აღმოჩნდა ინაუგურაციაზე, ზოგი სადღაც ქუჩაში, ზოგიც სადღაც ბუჩქებთან
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი კირცხალია გადაცემაში „იმედის კვირა“ ქართულ ოპოზიციაზე და ტრამპის მიმართ მათ დამოკიდებულებაზე საუბრობს. კირცხალია საცოდავ სანახავს უწოდებ...
1740329529
ახალი ამბებიდედაქალაქში გზები თოვლისგან იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება
ბოლო დღეების განმავლობაში თბილისში მოსული ნალექის გამო, გზები თოვლისგან ინტენსიურად იწმინდება. ტექნიკური მარილი იყრება დედაქალაქის ქუჩებში და შემოერთებულ ტერიტორიებზე. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრო...
1740328469
სპორტიტატო გრიგალაშვილი ვარშავის ღია პირველობის გამარჯვებულია
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ძიუდოში მიმდინარე ღია პირველობაზე ტატო გრიგალაშვილი (90 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. აღნიშნულ ტურნირზე ქართველმა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა 90 კგ წონით კატეგორიაში ია...