"ევაგორასი 19 წლის ასაკში ჩამოახრჩვეს, დედოფალს, რომელიც დღეს გარდაიცვალა, შეეძლო მისი გადარჩენა, მაგრამ ..." - ბერძენი ჟურნალისტი ელისაბედ II-ის გარდაცვალებას ეხმაურება

ბერძენი ჟურნალისტი ელენა აკრიტა სოციალურ ქსელში, ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორის გარდაცვალებას ეხმაურება და წერს:
"ვიცი, რომ ჩამომახრჩობენ.
ყველაფერი, რაც გავაკეთე, გავაკეთე როგორც კვიპროსელმა ბერძენმა, რომელიც ეძებდა თავის თავისუფლებას.
არაფერი სხვა.
ჩემს ბედს გამბედაობით მივყვები.
იქნებ ეს იყოს ჩემი ბოლო წერილი, მაგრამ ისევ არაუშავს.
არაფერს ვნანობ.
ნება მომეცით დავკარგო ყველაფერი. ბედნიერად წავალ ჩემს ბოლო სამყოფელამდე. რა დღეს, რა ხვალ? ყველა ერთ დღეს კვდება.
საბერძნეთისთვის სიკვდილი კარგია.
დრო 7:30. ყველაზე ლამაზი დღე ჩემს ცხოვრებაში.
ყველაზე ლამაზი დრო. არ იკითხო რატომ.
"ევაგორას პალიკარიდისი (1938-1957) 19 წლის ასაკში ჩამოახრჩვეს.
დედოფალს, რომელიც დღეს გარდაიცვალა (და რომელიც არასოდეს ეწვია საბერძნეთს) შეეძლო მისი გადარჩენა. მან ჩამოხრჩობით მოკლა",- წერს ჟურნალისტი.
ცნობისთვის, დედოფალი ელისაბედი 96 წლის ასაკში 7 სექტემბერს გარდაიცვალა. პრინცი ჩარლზი კი დიდი ბრიტანეთის მეფე გახდა. დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო, დიდ ბრიტანეთში ეროვნული გლოვა გამოცხადდა და ის მის დაკრძალვამდე გაგრძელდება, რომელიც სავარაუდოდ, მონარქის გარდაცვალებიდან 10 დღის შემდეგ გაიმართება.
ასევე დაგაინტერესებთ:
1740341390
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი: საქართველოს ადგილი არის საქართველოში, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ყოველთვის წინა პლანზე უნდა წამოვწიოთ ჩვენი ეროვნული ინტერესები და სწორედ ამით არის დაკავებული საქართველოს ხელისუფლება
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“ -ში ისაუბრა იმ გამოწვევებსა და სამომავლო ნაბიჯებზე, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას არს...
1740339017
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი „სამშობლოს ღალატის“ მუხლზე: ეს საკითხი გაცილებით უფრო სერიოზული და მნიშვნელოვანია. ეს მას შემდეგ გამოჩნდა, რაც დრამატული პროცესები განვითარდა საქართველოში
ეს საკითხი გაცილებით უფრო სერიოზული და მნიშვნელოვანია. ეს მას შემდეგ გამოჩნდა, რაც დრამატული პროცესები განვითარდა საქართველოში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორ...
1740338697
მსოფლიოBild: შოლცმა არჩევნებში დამარცხება აღიარა და მერცს მიულოცა
გერმანიის მოქმედმა კანცლერმა და გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ოლაფ შოლცმა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა და მის კონკურენტს, ფრიდრიხ მერცს კონსერვატიული ქრისტიან-დემოკრატიული...
1740335831
ახალი ამბებირა ვითარებაა გზებზე? - განახლებული ინფორმაცია
საავტომობილო გზების დეპარტამენტი საქართველოს გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი და...
1740334397
მსოფლიოფრიდრიხ მერცი - ერთად ვისაუბრებთ და მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს მთავრობა
ფრიდრიხ მერცი, რომელიც კონსერვატიული ბლოკი „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან სოციალური კავშირი“ (CDU/CSU) ლიდერია, ეგზიტპოლის გამოცხადების შემდეგ სიტყვით გამოვიდა. მერცმა ისაუბრა პოლიტიკური მოწინააღმდეგ...