"ფიქრებში გართულ კონტროლიორის ყვირილმა გამომაფხიზლა, პატარა ბავშვიან გოგოს თავზე ადგა და ბოლო ხმაზე გაყვიროდა. თვალი გადავავლე მგზავრებით სავსე დადუმებულ ავტობუსს და პირველად გავიმეტე ჩემი ქვეყანა მეტეორისთვის"
![](https://exclusivetv.org/uploads/files/2022/07/21/15881/avtobusi_w_h.jpeg)
სოციოლოგი, ნინო ჯურხაძე "ფეისბუკში" წერს:
"დღეს ერთ-ერთ ქალაქის ავტობუსში ვიჯექი რატომღაც ფიქრებში გართულს არ გამიგია კონტროლიორის ამოსვლა.
ყვირილმა გამომაფხიზლა, ახალგაზრდა პატარა ბავშვიან გოგოს თავზე ადგა და ბოლო ხმაზე გაყვიროდა.
უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილი გოგო ხელში ბარათს და 2 ლარიანს უხერხულად ატრიალებდა და უხსნიდა კონტროლიორს, რომ არ იცოდა ბარათზე თუ თანხა არ იყო.
წამოვდექი და უცებ ავუღე გოგონას ბილეთი და…. აი აქ დაიწყო შენ ვინ ხარო დავპატიჟე-თქო ღიმილით ვუთხარი იქნებ ბრაზი გამენეიტრალებინა.
- ახლავე ფული მიეცი - მიუბრუნდა გოგონას.
- არ მინდა ქალბატონო, დავპატიჟე-თქო.
- ოჰ, გამოჩნდა კეთილის მსურველი, მე-ბოროტი და შენ-კეთილი ხომ? გაწიწმატდა კონტროლიორი თუ ამდენი გაქვს რა გინდა ტრანსპორტში წასულიყავი ტაქსით, შენისთანა ვითომ კეთილებმა დააქციეს ქვეყანა!
- ახლავე მიეცი ფული, კიდევ უფრო ხმამაღლა შეუტია გოგონას.
ამასობაში ატირდა პატარაა მიხვდა, რომ მის დედიკოს ვიღაც უყვიროდა, მეორე კონტროლიორი ექაჩებოდა ჩავიდეთ უკვე დროაო, არადა ქალი არ ჩერდებოდა.
მგზავრებს გადავხედე და გავოგნდი ზოგი ფანჯარაში იყურებოდა, ზოგიც რატომღაც ავტობუსის ჭერით იყო დაინტერესებული, ზოგსაც მობილურში ჩაეყო ღრმად თავი, ხმა არავის ამოუღია.
- როგორც იქნა ჩამოვედით მეც და კონტროლიორიც გაჩერებაზე, თუმცა კონტროლიორი არ ჩერდებოდა
გაოგნებული, გულნატკენი, შეურაცხყოფილი ვიდექი გაჩერებაზე თვალი გავაყოლე მგზავრებით სავსე დადუმებულ ავტობუსს და პირველად გავიმეტე ჩემი ქვეყანა მეტეორისთვის",- წერს ჯუხაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
* ანექსირებულ ყირიმში "გაზეტა.რუ"-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი დაიღუპა
* რუსთავში, დედას და ორ მცირეწლოვან ბავშვს ავტომანქანა დაეჯახა
1739339814
ახალი ამბები„ვაკეში გაზის მიწოდება სრულად აღდგება 15:00 საათზე, ხოლო საბურთალოზე 22:00 საათამდე“ - „თბილისი ენერჯი“
„თბილისი ენერჯის“ განცხადებით, ქსელიდან გათიშული აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება განახლდება 12 თებერვლის დილის 8:00 საათიდან განახლდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ვაკეში გაზის მიწოდება სრულა...
1739338433
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში? - სინოპტიკოსების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 თებერვალს ქვეყანაში შენარჩუნდება შედარებით ცივი და უნალექო ამინდი. 13 თებერვალს, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან გაწვიმდება, მთაში კი მოთოვს. თბილისში უნალექო ამინდია...
1739336312
ახალი ამბები„როდესაც უსაფრთხოების კუთხით რეიტინგებში შვეიცარიაზე წინ დგახარ და მეოთხე ხარ ევროპის მასშტაბით, ეს ნამდვილად იმის დასტურია, თუ როგორი უსაფრთხო და მშვიდობიანი ქვეყანა შევქმენით“ - ნინო წილოსანი
როდესაც უსაფრთხოების კუთხით რეიტინგებში შვეიცარიაზე წინ დგახარ და მეოთხე ხარ ევროპის მასშტაბით, ეს ნამდვილად იმის დასტურია, თუ როგორი უსაფრთხო და მშვიდობიანი ქვეყანა შევქმენით, - ასე გამოეხმაურა პარლა...
1739304942
ახალი ამბებითბილისის ზოგიერთ რაიონში 12 თებერვალს ელექტროენერგია შეიზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 12 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს. იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი: ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 სა...
1739301861
მსოფლიოტრამპი - უკრაინაში ზელენსკისთან შესახვედრად ფინანსთა მინისტრს ვაგზავნი, ეს ომი უნდა დასრულდეს
თეთრი სახლის ლიდერის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინაში აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი ჩავა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. აღნიშნულის შესახებ დონალდ ტრამპი Tru...