ირაკლი კობახიძე: გვინდა, რომ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, თუნდაც, სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით

„ჩვენ გვინდა, რომ საბოლოო ჯამში მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, თუნდაც, სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ამისათვის არსებობს პოლიტიკური ნება, დანარჩენი არის სწორ პოლიტიკაზე დამოკიდებული“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში წერს. მთავრობის მეთაური გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებულ „კორუფციის აღქმის ინდექსს“, რომლის თანახმად, 2024 წელს, საქართველო კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და კორუფციის სიმცირით წელსაც პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ მიმართულებით ქვეყანამ მაქსიმალური პროგრესი განიცადოს.

„ყველაფერი გაკეთდება საქართველოს მთავრობის მხრიდან იმისათვის, რომ მაქსიმალურად განიცადოს ქვეყანამ პროგრესი ამ მიმართულებით. მაგალითად, მთავრობის შემთხვევაში თქვენ იცით, რომ ყველა განკარგულება, ყველა სამართლებრივი აქტი, რომელსაც იღებს მთავრობა არის გამჭვირვალე და დღემდე ათასობით ჩვენი აქტი გასაჯაროვდა ჩვენი ვებ გვერდის მეშვეობით და არცერთ აქტთან დაკავშირებით არავითარი პრეტენზია არ არსებობს. მე, რა თქმა უნდა, ვურჩევდი ყველა საჯარო ინსტიტუტს, რომ მიჰბაძონ საქართველოს მთავრობას, იყვნენ პროაქტიულები, იყვნენ გამჭვირვალე“, - წერს პრემიერ-მინისტრი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1739345260

მსოფლიო

USAID-ის გენერალური ინსპექტორი თანამდებობიდან გადააყენეს

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) გენერალური ინსპექტორი პოლ მარტინი თანამდებობიდან გადააყენეს. ამის შესახებ CNN წერს. მარტინმა ელექტრონული ფოსტით შეტყობინება მიიღო, რომ ის თანამდებობი...

USAID-ის გენერალური ინსპექტორი

1739342061

ახალი ამბები

სახელმწიფოს მხარდაჭერით, საერთაშორისო გამოფენაზე „FRUIT LOGISTICA 2025“ ქართული პავილიონი იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ბერლინში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში „FRUIT LO...

 საერთაშორისო გამოფენა

1739339814

ახალი ამბები

„ვაკეში გაზის მიწოდება სრულად აღდგება 15:00 საათზე, ხოლო საბურთალოზე 22:00 საათამდე“ - „თბილისი ენერჯი“

„თბილისი ენერჯის“ განცხადებით, ქსელიდან გათიშული აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება განახლდება 12 თებერვლის დილის 8:00 საათიდან განახლდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ვაკეში გაზის მიწოდება სრულა...

თბილისი ენერჯი

1739338433

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში? - სინოპტიკოსების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 თებერვალს ქვეყანაში შენარჩუნდება შედარებით ცივი და უნალექო ამინდი. 13 თებერვალს, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან გაწვიმდება, მთაში კი მოთოვს. თბილისში უნალექო ამინდია...

ამინდი

1739336312

ახალი ამბები

„როდესაც უსაფრთხოების კუთხით რეიტინგებში შვეიცარიაზე წინ დგახარ და მეოთხე ხარ ევროპის მასშტაბით, ეს ნამდვილად იმის დასტურია, თუ როგორი უსაფრთხო და მშვიდობიანი ქვეყანა შევქმენით“ - ნინო წილოსანი

როდესაც უსაფრთხოების კუთხით რეიტინგებში შვეიცარიაზე წინ დგახარ და მეოთხე ხარ ევროპის მასშტაბით, ეს ნამდვილად იმის დასტურია, თუ როგორი უსაფრთხო და მშვიდობიანი ქვეყანა შევქმენით, - ასე გამოეხმაურა პარლა...

ნინო წილოსანი