"ღამით სახლში შემომივარდა კაცი - მყავს სამი არასრულწლოვანი, დავრეკე 112-ში. პოლიციამ ოქმი არ გვაქვსო. დაწერეს ფურცელზე, თითქოს ვამბობდი "ფანჯრიდან გავიხედე და მომეჩვენა რომ ვიღაც ჩემთან შემოსვლას ცდილობდა." - არაფრის იმედი მათგან მე არ მაქვს"

ფეისბუკმომხმარებელი თინათინ გოგუაძე სოციალურ ქსელში წერს:
"დღეს ღამით 1:25 საათზე დაახლოებით, დიდ დიღომში, სახლში შემომივარდა კაცი.
იქნებოდა დაახლოებით 30-40 წლის.
კარების ბრახუნის (შემომტვრევის) ხმამ გაგვაღვიძე მე და ჩემი უფროსი შვილი, რომელიც არის 12 წლის.
Luka Nikolaishvili კარებთან ახლოს დივანზე ჩამძინებია იმ ღამით.
ხმაურზე თვალი, რომ გავახილე, კარებთან, სახლში შემოსული კაცი დავინახე.
მაშინვე წამოვვარდი, და ვუყვირე "აქ რას აკეთებ, გაეთრიე სასწარფოდ სახლიდანთქო". უკან დაიხია ორი ნაბიჯით და გაიქცა.
მყავს სამი არასრულწლოვანი, შვილი.
პირველი მათ უსაფრთხოებაზე ვიფიქრე.
მე ვერ გავეკიდე ამ კაცს, ბავშვებს მარტო ვერ დავტოვებდი სახლში.
უცებ რაც მოვიფიქრე, ტელეფონი ავიღე და მეზობლებს მივწერე. მათ 112 გამოიძახეს.
მოვიდა პოლიცია. სამი ადამიანი.
დეტალურად მოვუყევი, ყველაფერი მახსოვდა, ზედმიწევნით თანმიმდევრულად.
ოქმი არ გვაქვსო.
ფურცელზე დაწერეს ჩემი მონაყოლი და ხელის მოწერა მთხოვეს.
ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, წაკითხვის გარეშე ხელს არაფერს ვაწერ.
წავიკითხე ოქმი და ეწერა შიგნით, რომ თითქოს "ფანჯრიდან გავიხედე და მომეჩვენა რომ ვიღაც ჩემთან შემოსვლას ცდილობდა."
ამაზე პროტესტი გამოვხატე, ამას ხელს არ მოვაწერ, ასე არ ყოფილათქო, მეზობლებიც იქ იყვნენ, გავღიზიანდი.
შეცვალა გოგონამ, ვინც ამ ოქმს ფურცელზე წერდა, და დაწერა მართლა რაც მოხდა.
დამემშვიდობნენ, რომ კამერებს ამოიღებდნენ.
თუმცა, არაფრის იმედი მათგან მე არ მაქვს.
ძლიერი ვარ, რთული სიტუაციებში არ ვიბნევი.
გადაწყვეტილებებს სწრაფად ვიღებ ხოლმე.
რომ დამთავრდება ყველაფერი, მერე მეწყება ემოციურად შფოთი და ფრაგმენტები.
მას შემდეგ ვფიქრობ, მარტო სამ არასრულწლოვან ბავშვთან ერთად, როგორ შეიძლება მოვიქცე ასეთ დროს", - წერს გოგუაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
1744722546
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7544 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7545 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...
1744718990
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ამომრჩეველს დავპირდით, რომ 2025 წელს დასრულდებოდა, როგორც ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში, ისე დასრულდებოდა „ნაცმოძრაობა“ საქართველოში, ამ პირობას აუცილებლად შევასრულებთ
„ჩვენ დავპირდით ჩვენს ამომრჩეველს, რომ 2025 წელს დასრულდებოდა, როგორც ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში, ისე დასრულდებოდა კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული...
1744717794
ახალი ამბებითბილისში დაკარგული ბავშვები იპოვეს
თბილისში დაკარგული ბავშვები - ბარბარე ლაფაჩი და თეკლა ხომასურიძე იპოვეს. არსებული ცნობით, დაკარგული ბავშვები გლდანში იპოვეს. „ჩემთან ერთად არიან დაკარგული ბავშვები და დამიკავშირდნენ მშობლები. ვერ გწერ...
1744716027
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ვასწორებთ იმ პოლიტიკურ, თუ ძალიან დიდ საზოგადოებრივ შეცდომას, რაც წინა ხელისუფლებამ დაუშვა, როდესაც ქართული ენა გარიყა და აკადემიური სივრციდან გააგდო
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი უმაღლეს სასწავლებლებში, ბაკალავრიატზე ქართული ენის სწავლების აღდგენის საკითხს გამოეხმაურა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობი...
1744714934
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმაზე: „ქართული ოცნების“ პირობებში, ერთადერთი შემთხვევა იყო, აგენტურული ქსელის თანამონაწილის, გახარიას მეთაურობით, სადაც, საოკუპაციო ხაზმა გადმოიწია, მისი მიზანი შეიარაღებული დაპირისპირების გამოწვევა იყო
„ღიმილისმომგვრელია, როდესაც ამ ქმედებას ვინმემ შეიძლება მისცეს შეფასება და დაარქვას ამას დაუფიქრებელი ქმედება, განსაკუთრებით იმ სხდომის შემდეგ და მისი პასუხების შემდეგ, ყველა ეპიზოდზე, მათ შორის, ჩორჩ...