„ღმერთმა არ ქნას, რომ ომი დაიწყოს, მაგრამ იცოდეს ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც ხელში იარაღს აიღებს და ქვეყნის დამოუკიდებლობას დაიცავს“ - ზურა ხაჩიძე

მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში საზოგადოების იმ ნაწილს მიმართავს, ვინც მომღერლებს იმის გამო აკრიტიკებს, აბულინგებს, რომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში კონცერტებს მართავს და საახალწლო განწყობას ქმნის.

მისი თქმით, ის ყოველთვის იქ იქნება, სადაც ქვეყანას დასჭირდება და საქართველოს სიყვარულს არა სიტყვით, არამედ საქმით დაამტკიცებს. 

„თუნდაც ბოღმისგან გასკდეთ, მაინც გავაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს და ყველა ქალაქში ჩავალ! ჩავალ ჩემს ბიჭებთან, ჩემს კოლეგებთან და ნინისთან ერთად! ჩავალთ ყველგან, სადაც ჩემს ქვეყანას დასჭირდება და ქვეყნისადმი სიყვარულს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით დავამტკიცებთ!

მიუხედავად ბულინგისა და ღვარძლისა, რომელიც ლიბერალების მხრიდან მოდის, ჩვენ ვიმღერეთ ყველა ქალაქში და შევქმნით ახალი წლის ჯადოსნურ განწყობას, არავის აქვს უფლება ბავშვებს ახალი წელი მოჰპაროს, თქვენგან ნასროლი ტალახი ვერაფერს დაგვაკლებს, რადგან მის საპირწონედ ყოველ ქალაქში სადაც ჩავდივართ დიდი სითბო და სიყვარული გვხვდება, სიყვარული რომელსაც ვერ იყიდი!

პ.ს. თქვენ მე მასწავლით სამშობლოს სიყვარულს? ღმერთმა არ ქნას, რომ ომი დაიწყოს, მაგრამ იცოდეს ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც ხელში იარაღს აიღებს და ქვეყნის დამოუკიდებლობას დაიცავს, მათ შორის თქვენც დაგიცავთ, იმ ადამიანებს რომლებიც დღეს ტალახს მესვრით.

პ.ს.ს. ცნობისთვის, ეს ვიდეო კონცერტის დაწყებამდეა გადაღებული, სადაც კარგად ჩანს ის გულწრფელი სითბო და ემოცია, რომელსაც თითოეულ ქალაქში ვიღებთ“, - წერს ზურა ხაჩიძე.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1734959930

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8128 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8082 ლარი იყო.  გამყარდა ევრო, რომლი...

სს

1734959026

ახალი ამბები

ვარკეთილში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შსს ახალ დეტალებს ავრცელებს

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განზრახ მკვლელობისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენ...

დაჭრა, შემთხვევა, სამართალი,

1734955893

ახალი ამბები

თბილისში 25 წლის კაცი მოკლეს - დაჭრილია მოკლულის მამა

„რუსთავი2“-ის ცნობით, თბილისში, ვარკეთილის ტერიტორიაზე 25 წლის კაცი მოკლეს. შემთხვევა დღეს მოხდა. არსებული ცნობით, დაჭრილია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის - მოკლულის მამა. ამავე ცნობით, სავარაუდო ბრალდ...

მიშო ქავ­თა­რა­ძე

1734948383

საზოგადოება

ცნობილია, ვინ იყო ახალგაზრდა კაცი, რომლის სიცოცხლეც ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა ფარეხასთან, ახალციხე–ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.  ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაიღუპა ორი ადამიანი. ერთი პირი ადგილზე, ხოლო მეორე - კლინიკაში გარდაიცვალა. ...

გო­გი­ტა კა­ჭ­კა­ჭაშ­ვი­ლი

1734945960

სოციალური მედია

„გყოფნით თავხედობა და გაჰყვირით, სამშობლოსთვის ვდგავრთო, გვამუნათებთ გამოდითო, იგინებით, ვანდალურ აქტებს აწყობთ, პოლიციას აფურთხებთ და თან ხელიც გინდათ გადაგისვან მოფერებით საპასუხოდ?“ - ლაშა ბექაურის დედა

„მე ვფიქრობ, თქვენ, ვინც აქციებზე დგახართ, არ დგახართ სამშობლოს გამო! დიახ!არამცდაარამც სამშობლოს სიყვარული არ ჰქვია იმას, რის გამოც დღეს, შობის მარხვაში აქციებს მართავთ.ყველა მოვლენა საიდანღაც იღებს...

ლაშა ბექაური