„ახორციელებდა სისტემატურ ფიზიკურ, ძალადობრივ ქმედებებს“ - ახალი დეტალები ჯაიანის სასამართლოდან

ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს. დაცვის მხარის ადვოკატის, სალომე არდოტელის განცხადებით, ბრალდებული მკვლელობის ნაწილში თავს დამნაშავედ გრძნობს და აღიარებს დანაშაულს, თუმცა იმას, რომ მან დანაშაული გენდერის ნიშნითა და განსაკუთრებული სისასტიკით ჩაიდინა, არ ეთანხმება. 

„დაცვის მხარეს მტკიცებულებები არ მოუპოვებია. შესაბამისად, არ წარმოგვიდგენია სასამართლოში, ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ბექა ჯაიანი თავს ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და იგი აღიარებს მის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ბუნებრივია, ნანობს აღნიშნულს, თუმცა არ ვეთანხმებით იმას, რომ 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩადენილია განსაკუთრებული სისასტიკით და არ ვეთანხმებით ასევე იმას, რომ ეს დანაშაული ჩადენილია გენდერის ნიშნით. არსებითი განხილვის სხდომაზეც ჩვენი მსჯელობა ამ კუთხით წავა. ასევე, არ ვეთანხმებით იმას, რომ მან ჩაიდინა 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ სისტემატური ცემა“, - განაცხადა სალომე არდოტელმა.

პროკურორის, გრიგოლ ნიშნიანიძის განცხადებით, სასამართლოს გამოძიების მიერ მიწოდებული ყველა სახის მტკიცებულება დასაშვებად ცნო.

მისივე თქმით, ამავე პროცესზე მოხდა ბექა ჯაიანის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა და იგი მოსამართლემ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

„ყველა მტკიცებულება, რაც გამოძიების მხრიდან იყო მოცემული ბექა ჯაიანის მიმართ დასაშვებადაა ცნობილი და მოხდება მათი არსებითი განხილვის ეტაპზე, როგორც მტკიცებულებების გამოკვლევა.

რაც შეეხება პატიმრობას, პატიმრობის გადასინჯვა გადაიხედა და პატიმრობა დარჩა ძალაში. გამოძიებამ მოიპოვა მოწმეთა ჩვენებები, ასევე კესარია აბრამიძის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია, ინფორმაცია გამოთხოვილი იქნა ფოტოსურათების სახითაც, სადაც გარდაცვლილის ფიზიკური დაზიანება აღინიშნება, გამოთხოვილი იქნა აუდიო, ვიდეოჩანაწერები, რომლითაც დადგინდა ის გარემოება, რომ ბექა ჯაიანი, კესარია აბრამიძესთან ყოფნის პერიოდში მის მიმართ ახორციელებდა სისტემატურ ფიზიკურ, ძალადობრივ ქმედებებს“, - განაცხადა გრიგოლ ნიშნიანიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1734959930

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8128 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8082 ლარი იყო.  გამყარდა ევრო, რომლი...

სს

1734959026

ახალი ამბები

ვარკეთილში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შსს ახალ დეტალებს ავრცელებს

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განზრახ მკვლელობისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენ...

დაჭრა, შემთხვევა, სამართალი,

1734955893

ახალი ამბები

თბილისში 25 წლის კაცი მოკლეს - დაჭრილია მოკლულის მამა

„რუსთავი2“-ის ცნობით, თბილისში, ვარკეთილის ტერიტორიაზე 25 წლის კაცი მოკლეს. შემთხვევა დღეს მოხდა. არსებული ცნობით, დაჭრილია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის - მოკლულის მამა. ამავე ცნობით, სავარაუდო ბრალდ...

მიშო ქავ­თა­რა­ძე

1734948383

საზოგადოება

ცნობილია, ვინ იყო ახალგაზრდა კაცი, რომლის სიცოცხლეც ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა ფარეხასთან, ახალციხე–ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.  ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაიღუპა ორი ადამიანი. ერთი პირი ადგილზე, ხოლო მეორე - კლინიკაში გარდაიცვალა. ...

გო­გი­ტა კა­ჭ­კა­ჭაშ­ვი­ლი

1734945960

სოციალური მედია

„გყოფნით თავხედობა და გაჰყვირით, სამშობლოსთვის ვდგავრთო, გვამუნათებთ გამოდითო, იგინებით, ვანდალურ აქტებს აწყობთ, პოლიციას აფურთხებთ და თან ხელიც გინდათ გადაგისვან მოფერებით საპასუხოდ?“ - ლაშა ბექაურის დედა

„მე ვფიქრობ, თქვენ, ვინც აქციებზე დგახართ, არ დგახართ სამშობლოს გამო! დიახ!არამცდაარამც სამშობლოს სიყვარული არ ჰქვია იმას, რის გამოც დღეს, შობის მარხვაში აქციებს მართავთ.ყველა მოვლენა საიდანღაც იღებს...

ლაშა ბექაური