როგორი ამინდი იქნება საქართველოში ახალი წლის წინა დღეებში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზის განყოფილების უფროსის დოდო გვაზავას განცხადებით, საქართველოში 29 დეკემბრამდე თბილი ამინდებია მოსალოდნელი.
მისივე განცხადებით, 28-29 დეკემბრიდან საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება.მ
„გასული კვირა იყო ძალიან რთული მეტეოროლოგიური სიტუაციებით. განსაკუთრებით, ძლიერი ნალექი აღინიშნა დასავლეთ საქართველოში, ნაკლები ნალექი მოვიდა აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში, ეს არის ბაკურიანი, ახალციხის მიდამოები. ნალექი თითქმის არ აღნიშნულა კახეთის რეგიონში. დედაქალაქში, შედარებით, მცირე ნალექი დაფიქსირდა.
დღეიდან, 29 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოში ზამთარი თბილი ამინდებია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში დაახლოებით, მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობ რაიონებში, დაახლოებით, 19-20 გრადუსს მიაღწევს, მთიან რაიონებში 11-13 გრადუსს და მაღალ მთაში 8-10 გრადუსს. გათბება ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს ბარში და მთიან რაიონებში.
ღამის საათებში, დასავლეთის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ნარჩუნდება ყინვა. ყინულიანი ამინდები მოსალოდნელია, ღამის საათებში, აღმოსავლეთ საქართველოს როგორც ბარში და მთაში, ასევე მაღალ მთაშიც.
ამ კვირას, განსაკუთრებით 27 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს უმეტეს რაიონში, უნალექო ამინდია მოსალოდნელი, შესაძლოა სამცხე-ჯავახეთში აღინიშნოს მცირე ნალექი თოვლის სახით.
ხვალ, 24 დეკემბერს, დილის საათებში, დღის პირველ ნახევარში, საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მთიან და მაღალ მთიან რაიონებში თოვლი და თოვლჭყაპი.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ღამის ყინვების გამო, შედარებით ეციება. ცალკეულ დღეებში ღრუბლიანი ამინდი შეიძლება ჭარბობდეს, 27 დეკემბრამდე, ეს იმოქმედებს მაქსიმალურ ტემპერატურაზე და ამიტომ, აქ დასავლეთთან შედარებით რამდენიმე გრადუსით ნაკლები იქნება, მაგრამ მგრძნობელობა იქნება სითბოსი.
28-29 დეკემბრიდან საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება. უმეტეს რაიონში იქნება ნალექი, მთიან და მაღალ მთიან რაიონებში თოვა.
შესაძლოა, დედაქალაქში, 24 დეკემბერს დილას მცირე ნალექი აღინიშნოს წვიმის სახით.
25-26 დეკემბერს, შესაძლოა, თბილისში ღამის ტემპერატურამ 2-3 გრადუს ყინვამდე დაიკლოს. დღის მაქსიმალური ტემპერატურა აქ მოსალოდნელია 12-14 გრადუსი. 27-მდე ამაზე მეტი არაფერია მოსალოდნელი. ცალკეულ დღეებში, შესაძლოა, ჭარბობდეს ღრუბლიანი ამინდი, მაგრამ ეს ნალექს არ მოგვცემს. ღრუბლიანი ამინდი გამოიწვევს ტემპერატურის ცოტა შეთბობას“, - აღნიშნავს დოდო გვაზავა.
1734962061
ახალი ამბებისალომე ზურაბიშვილმა 9 მსჯავრდადებული შეიწყალა
სალომე ზურაბიშვილმა დღეს 9 მსჯავრდადებული პირი შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „მათგან, 5 მსჯავრდადებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის...
1734959930
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8128 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8082 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1734959026
ახალი ამბებივარკეთილში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შსს ახალ დეტალებს ავრცელებს
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განზრახ მკვლელობისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენ...
1734955893
ახალი ამბებითბილისში 25 წლის კაცი მოკლეს - დაჭრილია მოკლულის მამა
„რუსთავი2“-ის ცნობით, თბილისში, ვარკეთილის ტერიტორიაზე 25 წლის კაცი მოკლეს. შემთხვევა დღეს მოხდა. არსებული ცნობით, დაჭრილია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის - მოკლულის მამა. ამავე ცნობით, სავარაუდო ბრალდ...
1734948383
საზოგადოებაცნობილია, ვინ იყო ახალგაზრდა კაცი, რომლის სიცოცხლეც ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევა ფარეხასთან, ახალციხე–ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაიღუპა ორი ადამიანი. ერთი პირი ადგილზე, ხოლო მეორე - კლინიკაში გარდაიცვალა. ...