"კაი ზნისაა მარა, მგონია არ დადგება კაი შესახედავი ხომ იცი შენ? რავარც მე ამიხდა, ასე აგიხდეთ ყველაფერი!" - ზურა შევარდნაძე ბებია-ბაბუის დიალოგზე ემოციურ მოგონებას აქვეყნებს

ფლორისტი, "გარდენიას" დამფუძნებელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ბავშვობის მოგონებას იხსენებს და ბებია-ბაბუაზე ემოციურ წერილს წერს:

"ვიქნებოდი ასე  ხუთი შეიძლება ექვსი წლის.

საღამოს ბებიამ ფეხები დამითბილა, ხელპირი დამბანა, ბაბუამ ზურგზე შემისვა და ზუკუტურით ამიყვანეს ოდაში, გახამებულ თეთრეულში, გამზეურებულ ქვეშაგებში ჩამაგორეს. 

ძილის წინ გამოწერილივით იყო :

"დავწობი დამეძინება, სიზმარი დამესიზმრება, ცხრა ხატი ცხრა ანგელოზი თავსტუმალს დამესვენება.

ჯვარი გვწყალობს ჯვარცმული, ვერას გვაკლებს მაცდური..."

რომ დარწმუნდა დამეძინა შუბლზე მაკოცა, საბანი შემომიკეცა და თავის ოთახში გავიდა.

ვისაც ხის სახლში ერთი ღამე მაინც გაუთევია ყველამ იცის, რომ ლაპარაკი კი არა ამოსუნთქვაც ისმის წაბლის ხის ფარღალალა კედლებში.

ბებიამ ბაბუას შესჩივლა "ბიჯო, ბიჭი ყორიფელობამდე კაია, კაი ზნისაა მარა მგონია არ დადგება კაი შესახედავი ხომ იცი შენ?!"  

გავინაბე, მართლა მოვიმძინარე თავი, როგორ მინდოდა ბაბუას მაინც ვგონებოდი ლამაზი და კაი სანახავი მარა გავწბილდი.

"არ იდარდო ქალო, რაუჭირს, ბიჭია,  გული კაი აქ, ნამეტარი მოყვასია, რა გინდა დაავალო აფერი არ ეზარება, სენთიანია, ენაწყლიანია, შრომა ეყვარება და გეიტანს თავს და ცხოვრებას რაცხაფერა.."

იმ ღამეს არ მიძინია..

ისე ყველაფერი აგიხდეთ და აგისრულდეთ რავარც მე...

ქე ვარ ასე უშნოდ მარა სენთიანად მთელი ცხოვრება))",- წერს ზურა შევარდნაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

* პუტინმა კადიროვს დაბადების დღეზე გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა

* წლის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული - ინგლისურის ენის პედაგოგმა ხულოდან, როლანდ შავაძემ მიიღო 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1732521720

ახალი ამბები

დაგეგმილი აქციის გამო, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

 დაგეგმილი აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან (ზეთისხილის ხიდან) თავისუფლების მოედნის ჩათვლით არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გადაადგილება შეიზღ...

მოძრაობა

1732481289

ჰოროსკოპი

25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ საქმეს, რომელიც თქვენს მომავალზე გავლენას მოახდენს დ...

	ჰოროსკოპი

1732478818

სოციალური მედია

„მამის რეჟიმი ჩართულია“ – ელენე ეპიტაშვილი პატარა ენის და გიორგი მამარდაშვილის უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს

კლუბ „ვალენსიას“ მეკარე, საქართველოს ეროვნული ნაკრების კარის „რკინის გუმბათი“ გიორგი მამარდაშვილი და მისი ოჯახი, ქართული საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი და საყვარელი ოჯახია. ცოტა ხნის წინ გიორგიმ...

 ელენე ეპიტაშვილი

1732474860

ჰოროსკოპი

21 იან­ვარს პლუ­ტო­ნი მერ­წყუ­ლის ნი­შან­ში 20 წლით გადავა - როგორო იმოქმედებს ეს მოვლენა ზოდიაქოს ნიშნებზე?

21 იან­ვარს პლუ­ტო­ნი მერ­წყუ­ლის ნი­შან­ში 20 წლით გა­და­ვი­და, რაც შეც­ვლის მსოფ­ლიო წეს­რიგს და ტენ­დენ­ცი­ებს ყვე­ლა ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ და სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ში.  პლუ­ტო­...

პლუ­ტო­ნი

1732470212

ჰოროსკოპი

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 2024 წლის დეკემბერი ყველაზე წარმატებული და იღბლიანი იქნება

როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2024 წლის დეკემბრის მთავარი ფავორიტები ვერძის, სასწორისა და თხის რქის ნიშნის წარმომადგენლები იქნებიან. მათთვის ეს თვე წარმოუდგენელი იღბლის, მატერიალური კეთილდღეობისა და პოზ...

ზოდიაქო - ჰოროსკოპი