“კეთილი იყოს, თქვენი მობრძანება ჩემს სამშობლოში, რუსო “ტურისტო“! მავთულხლართებიდან რატო არ გადმოხვედი?!“ - ნინო კვაჭანტირაძე

რუსეთის მიერ, უკრაინაში სამხედრო იერიშის მიტანამ და ომმა სრულიად თავდაყირა დააყენა მსოფლიო, ხოლო საქართველოს ის ჭრილობები განუახლა, რომელსაც რუსეთი წლების მანძილზე აყენებს ქვეყანას და ხალხს.
არ დავიწყებული ომი და რუსეთის მხრიდან მრავალწლიანი მცოცავი ოკუპაცია, გახდა იმის მიზეზი, რომ მოქალაქეები პირდაპირ და მკაფიოდ გამოხატავენ თავიანთ პროტესტს, საქართველოში რუსი ხალხის მასიური შემოდინების შესახებ.
გთავაზობთ იურისტის, ნინო კვაჭანტირაძის პოსტს, რომელიც საქართველოში, რუსეთის მოქალაქეების შემოსვლას აპროტესტებს.
“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს სამშობლოში რუსო ,,ტურისტო"!
მოდი, მე ვიქნები თქვენი გიდი და მოგატარებთ საქართველოს. 9 აპრილის მემორიალს გაჩვენებ, შინდისის გმირების საფლავს, გიორგი ანწუხელიძის საფლავთანაც მიგიყვანთ. ჩემთან ოზურგეთში, ზაზა დამენიას საფლავს გაჩვენებთ. გაჩვენებ ტატუნაშვილის საფლავს და ყველა იმ ადამიანის საფლავს, სადაც თქვენი გენი და სისხლი გაერია და ამოხოცა ერის საამაყო ხალხი. მათ ოჯახებს გაგაცნობთ შავებიან დედებს, დებს, ცოლებს, შვილებს, მამებს და ძმებს. მინდა რომ შეგრცხვეთ, მაგრამ სირცხვილი არ იცით თქვენ რა არის!!!
მავთულხლართებიდან რატო არ გადმოხვედით?! თუ კომფორტის ზონიდან გამოსვლა არ გინდოდათ და როცა შეზღუდვის საფრთხე იგრძენი ჩემკენ გამოეშურე? მერე შენი შიზოიდი მმართველი იტყვის ჩემს მოქალაქეებს ავიწროვებენო და ისევ ჩვენი სისხლი უნდა დაღვაროს.
არასოდეს ვყოფილვარ ნაცისტი, მაგრამ ვერ ვიტან თქვენ არსებობას ჩემს ქვეყანაში!
დიდება გმირებს!“ - წერს ნინო კვაჭანტირაძე
1740837855
ახალი ამბები„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში“ - შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს იხსენებს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით 2022 წლის პირველ მარტს გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს. ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში შა...
1740836360
მსოფლიო„ამერიკასთან მხოლოდ მჭიდრო ურთიერთობა გვსურს და იმედია, გვექნება“ - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზების იმედი გამოთქვა. მისი თქმით, მადლობელია იმ დახმარების, რასაც შეერთებული შტატებისგან იღებს. „შეერთებული შტატების ძალიან მადლ...
1740833952
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის 2022 წლის განცხადებაზე: რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ, აგენტობა მოიცავს უტიფრობასაც და არც არის დიდად გასაკვირი
„რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი და იხსენებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ 2022 წელს გაკეთებულ განცხადებას, რომ...
1740831287
მსოფლიორომის პაპმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა - ვატიკანი
რომის პაპმა ფრანცისკმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა. ექიმებმა ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს და მისი მდგომარეობის დასტაბილურება შეძლეს, - ნათქვამია ვატიკანის ოფიციალურ განცხადებაში...
1740829321
ახალი ამბები„მხოლოდ ძალიან გულუბრყვილო ადამიანებს ეგონებათ, რომ რაც გუშინ მოხდა ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრაზე, შეიძლებოდა ყოფილიყო შემთხვევითი და სპონტანური“ - დავით ჩიხელიძე
ექსპერტი დავით ჩიხელიძე თეთრ სახლში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შორის კამათს ეხმაურება. მისი თქმით, მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანები თუ ჩათვლიან, რომ ის, რაც გუშინ თეთრ სახლში მოხდა, შემთხვევითი და...