"ლუგარის სახელობის ლაბორატორია რუსეთს ყელში აქვს გაჩხერილი... იცით, რატომ?" - რას წერს ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი

ქართველი ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი, რუსული მხარის მიერ ლუგარის ლაბორატორიის კვლავ ხსენებას "საფრთხის" კონტექსტში, სოციალურ ქსელ ფეისბუკში ეხმიანება და წერს:

"ლუგარის სახელობის ლაბორატორია რუსეთს ყელში აქვს გაჩხერილი.

იცით, რატომ?

დამპყრობელს ვერ წარმოუდგენია, რომ ჩვენ კარგი რამე გვქონდეს, ვერ წარმოუდგენია, რომ მათ გარეშე შეგვიძლია დამოუკიდებლად ცხოვრება, ვერ წარმოუდგენია, რომ შეგვიძლია მასზე დამოკიდებული ძაფების გაწყვეტა და მე თუ მკითხავთ, რაც შეიძლება ბევრი ძაფი უნდა ჩავწყვიტოთ, განსაკუთრებით ეკონომიკის მიმართულებით, რადგან ყველაფერს ჩვენსავე დასაჯელად იყენებს.

რუსეთს ვერ წარმოუდგენია, რომ შეიძლება ჩვენც გვქონდეს მაღალი დონის ლაბორატორია და ანალიზებს რუსეთში აღარ ვაგზავნიდეთ.

შეიგნოს ამ კრემლმაც, რომ თუ ვინმეს რუსეთისთვის ბიოსაფრთხის შექმნა სურს, მათ შორის ღორის ჭირის გავრცელება, ლუგარის ლაბორატორიის გარეშეც კი უპრობლემოდ შეძლებს.

დღეს ატომურ ბობმბებზე უფრო მძლავრი იარაღები ასანთის კოლოფებში ეტევა.

და კიდევ, მეჩვენება, რომ კრემლის დეზინფორმაციას მხოლოდ საქართველოში ქართულ ენაზე ვპასუხობთ და არ ვიყენებთ რუსულ მედიასაშუალებებს.

ერთხელ და სამუდამოდ ვუთხრათ მათ, მათივე მედიით სიმართლე და მერე რამდენიც უნდათ, ის იძახონ ლუგარზე.

მტერს მხოლოდ ლაბორატორია კი არა, რაც საუკეთესო გვექნება, ყველაფერი გაეჩხირება ყელში.

დაე, ვიზრუნოთ, რომ ყველაფერი მართლა საუკეთესო გვქონდეს", - წერს ჩანადირი ფეისბუკზე.

ამავე თემაზე:

ზელენსკი: დაუყოვნებლივ შეაჩერეთ მკვლელობები, თქვენ გაქვთ ძალა - როდემდე იქნება ბავშვები ნანგრევების ქვეშ (ვიდეო)

ხვალ ანტალიაში რუსეთ-უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება

„ფეხად მიმასწრო ვინცხა ახალგაზრდა კაცმა, 6 კილო იყიდა და იმ მაღაზიაში მეტი არ იყო შაქარი. კი შევეხვეწე სიარული არ შემიძლია-მეთქი მარა ვერ დამითმო ერთი კილო“ - სოციალური მედია

ხატია ჯანაშია: ზუგდიდში პროდუქტები საწყობშიც დამთავრდა - საკუთარი მოსახლეობის შიმშილის ხარჯზე სხვა ქვეყნისთვის საქველმოქმედოდ პროდუქტების გაგზავნა ნორმალურია?!
 
    

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741083933

სპორტი

დუდა სანაძე ალ ნასრში ითამაშებს

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების უკანახაზელი დუდა სანაძე კარიერას არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში განაგრძობს. მისი ახალი კლუბი „ალ ნასრი“ იქნება, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. დუდას ბოლო კლ...

 დუდა სანაძე

1741082834

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ტაშკენტის ისლამ კარიმოვის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს უზბეკეთის პრემიე...

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთში დაიწყო

1741081497

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ვხედავთ, თუ როგორი ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს ტრამპის წინააღმდეგ, ამაში ჩართულები არიან ბრიუსელის ბიუროკრატები, ასევე, ჩვენი ოპოზიციაც, არ არიან დაინტერესებულები, უკრაინაში ეს ომი დასრულდეს

„ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს ტრამპის წინააღმდეგ - ამაში ჩართულები არიან ბრიუსელის ბიუროკრატები, ასევე, ჩვენი ოპოზიციაც, ვინაიდან ისინი „დიფ სთეითს“ ემსახურებიან და არ არ...

ლევან მაჭავარიანი

1741081056

ახალი ამბები

თბილისში, მტკვარში მანქანა გადავარდა

თბილისში, მტკვარში მანქანა გადავარდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამუშაობი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე უცნობია რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტ...

თბილისის ავარია

1741079387

საზოგადოება

ჩინეთი ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ავიამზიდს აშენებს, რომელიც აშშ-ის ფლოტში ყველაზე დიდ გემს გაუწევს კონკურენციას

ჩინეთი ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ავიამზიდს აშენებს, რომელიც კონკურენციას გაუწევს ყველაზე დიდ გემს ამერიკის ფლოტში – ამის შესახებ აღნიშნულია „ენბისი ნიუსის“ სტატიაში. სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით, გ...

ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ავიამზიდი