„მთავარი კითხვაა, ვინ დაგეგმა ეს ანტირუსული პროვოკაცია, მას თავად ზელენსკიმ გადაუხადა მადლობა“ - კანდელაკი რუს ჟურნალისტზე, რომელმაც ომი გააპროტესტა

„მთავარი კითხვაა, ვინ დაგეგმა ეს ანტირუსული პროვოკაცია, მას თავად ზელენსკიმ გადაუხადა მადლობა“ - ასე ეხმაურება ტელეარხის ТНТ-ის დირექტორი თინა კანდელაკი მარინა ოვსიანიკოვა პროტესტს. გუშინ, რუსულ ტელეარხ „პირველი არხის“ საინფორმაციო გამოშვება „ვრემიას“ დროს ერთ-ერთი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა ტელეწამყვანის ფონზე პირდაპირ ეთერში პლაკატით გამოჩნდა, რომელზედაც წარწერა იყო: „არა ომს, შეაჩერეთ ომი, არ ენდოთ პროპაგანდას, აქ თქვენ გატყუებენ“.
„ასეთი პროვოკაცია შეიძლება ყველა არხზე მოხდეს, მით უფრო პირდაპირ ეთერში, არავინაა ამისგან დაზღვეული.
როგორც ჩანს, აქტივისტი არ მოქმედებდა მარტო, მას ტელეფონითაც იღებდნენ, ბანერი სამუშაო ადგილზე დამზადდა.
როგორც ჩანს, კოლექტივი ამაში დაეხმარა. ეს ძალიან საწყენია, მას არავინ აიძულებდა ემუშავა პირველ არხზე, ხელბორკილებით არავის ჰყავდა დაბმული.
ყველა იქ მუშაობს სიამოვნებით და იღებს ხელფასს. მთავარი კითხვა კი ისაა, ვინ დაგეგმა ეს ანტირუსული პროვოკაცია, რადგან რამდენიმე საათში მას თავად ზელენსკიმ გადაუხადა მადლობა.
დამთხვევაა? არ მგონია" – წერს კანდელაკი.
ცნობისთვის, უკრაინის პროკურატურამ კრემლის ტელევარსკვლავი საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა.
ასევე საინტერესოა:
🔵 „არ გრცხვენიათ, „ქოცებო”, სალომეს ნაცობას რომ აბრალებთ?“ - ლადო სადღობელაშვილი
🔵 „ჩვენ ომში ვართ მთელი ცხოვრება და ვიბრძვით სიცოცხლისთვის“ - ზელენსკი
1741103018
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ჩვენ ვიღებთ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და თუ ბრიტანელ ხალხს შეუძლია თავისი უფლებები დაიცვას, ანალოგიურად, ჩვენც გვაქვს უფლება ვიცავდეთ ჩვენს უფლებებს
ჩვენ ვიღებთ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და თუ ბრიტანელ ხალხს შეუძლია თავისი უფლებები დაიცვას, ანალოგიურად, ჩვენც გვაქვს უფლება ვიცავდეთ ჩვენს უფლებებს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კ...
1741099772
საზოგადოებაპარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელთა თანახმად, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება
პლენარულ სხდომაზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს. პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ საჯარო...
1741099714
ახალი ამბებიპარლამენტმა „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს და 83 ხმით მხარი დაუჭირეს. კანონპროექტის თანახმ...
1741097078
საზოგადოებაპრემიერი: ლატვიის პრეზიდენტმა მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელებით რუსეთის ფედერაციასთან - ხელის გულზე დევს ორმაგი სტანდარტი
ლატვიის პრეზიდენტმა პირდაპირ მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ასევე, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა, რომლებიც საერთოდ არ არიან ღვინის მწარმოებელი ქვეყნები, რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელ...
1741096366
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ
როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, - განუცხადა ჟ...