ნახეთ, როგორ დაემშვიდობა ამირან გამყრელიძე თენგიზ ცერცვაძეს
ქართველი იმუნოლოგი, პროფესორი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჯახის ცნობთ, იგი ბოლო დროს ავადმყოფობდა.
კოლეგისა და მეგობრის გარდაცვალებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილით ეხმაურება.
„დღეს ჩვენმა თენგიზმაც დაგვტოვა, ძალზე სამწუხაროა ეს ყველაფერი ...
თენგიზ ცერცვაძე - საქართველოს სამედიცინო საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წევრი, დიდი ექიმი მკურნალი, საერთაშორისო აღიარების მეცნიერი, ქვეყანაში ახალი დარგის ფუძემდებელი, მისი განვითარების ხელშემწყობი საუკეთესო თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებით. იგი იყო არა მარტო ინფექციონისტი და აივ/შიდსისა და ჰეპატიტებების უმაღლესი რანგის სპეციალისტი, არამედ ძალიან ფართო ხედვების მქონე ექიმი, რომელიც წარმატებით ახორციელებდა ურთულესი დაავადებების დიაგნოსტირებას და პაციენტების სწორ დაკვალიანებას.
დიდია თენგიზის წვლილი საქართველოში მედიცინის და ჯანდაცვითი მეცნიერების განვითარებაში, მისი მიღწევების საერთაშორისო აღიარებასა და საზღვრებს გარეთ ქვეყნის წარმოჩენაში. თავისი გაკეთებული საქმეებით იყო ქვეყნის დიდი პატრიოტი, რაც მისი ცხოვრების კრედო იყო, როგორც მთელი სიცოცხლე - მისი პროფესია, საქმე და დარგი იყო უპირველესი. თავის საყვარელ მეუღლე ანასთან ერთად მუდამ ხალხზე მზრუნველი და ყველას გვერდში მდგომი.
თენგიზი სტუდენტობიდან მოყოლებული, იყო ჩემთვის ძვირფასი მეგობარი, ერთად მოფიქრალი და დამაშვრალი ქვეყნის, დარგისა და კოლეგების უკეთესი მომავლისთვის.
ვუსამძიმრებ ანასა და შენს დიდ კოლექტივს ამ აუნაზღაურებელ დანაკარგს ჩემო თენგიზ.
დარწმუნებული ვარ მოსწავლეები და დიდი გუნდი შენს დატოვებულ საქმეებს ღირსეულად გააგრძელებენ ქვეყნისა და დარგის საკეთილდღეოდ.
მსუბუქი ყოფილიყოს ქართული მიწა შენთვის!“,- წერს ამირან გამყრელიძე.
1733158447
სოციალური მედია„შეეშვით ბავშვებს! მომავალი თაობის ასე მოტყუება არავის ეპატიება“ - რას წერს ბაია კვიციანი
განათლების მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ვიდეოს აქვეყნებს, სადაც არასრულწლოვანი რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე ცრემლებით საუბ...
1733154735
ახალი ამბებიშსს: ვაფრთხილებთ აქციის იმ მონაწილეებს, რომელთა ქმედებები სცდება პროტესტის გამოხატვის კანონით დასაშვებ ფორმებს, შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამინისტრო გაატარებს კანონით მინიჭებულ შესაბამის ღონისძიებებს
„ვაფრთხილებთ აქციის იმ მონაწილეებს, რომელთა ქმედებები სცდება პროტესტის გამოხატვის კანონით დასაშვებ ფორმებს, შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, პროტესტი გამოხატონ კანონით დასაშვებ ფარგლებში, წინა...
1733150120
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8478 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7794 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1733145894
საზოგადოება„ვისაც გინდათ ტოლობის დასმა 7 ნოემბერსა და დღევანდელ რეალობას შორის, აშკარად, მშვიდობიანი აქციის სხვადასხვანაირი განმარტება გვაქვს... უნდა გავიაზროთ, რომ მიმდინარე აქციები არაფერ კავშირშია მშვიდობიან პროტესტთან“ - მარიამ ზაქარიაშვილი
საკრებულოს წევრი მარიამ ზაქარიაშვილი რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და იმ ადამიანებს პასუხობს, რომლებიც პარალელს ავლებენ 7 ნოემბრის დღესთან. როგორც მარიამ ზაქარიაშვილი სოციალურ ქ...
1733143357
საზოგადოება„სამწუხარო ამბის შემდეგ, მინდა დაგამშვიდოთ, ყველაფერი რიგზე მაქვს, ფიზიკური დაზიანებები არ მიმიღია“ - გიორგი მიქაუტაძე
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ლიონის“ ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე მასზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ, გულშემატკივრებს მიმართავს. როგორც გიორგი მიქაუტაძე სოციალურ ქსელში წერს, ფიზი...