ნიკო მიქაია: მე ამ წლის ბოლოს განვიხილავ, როგორც გონივრულ ვადას უკრაინის გამარჯვების და რუსეთის წაქცევის

სამოქალაქო აქტივისტი ნიკო მიქაია სოციალურ ქსელში წერს:

"მეგობრებო ხშირად ვაწყდები კომენტარებში რატომ აქამდე არ მისცეს უკრაინას დასავლური იარაღი?

რატომ დასჭირდა ამდენი დრო?

დაიღალეთ მხოლოდ დაპირებების მოსმენით და ა.შ.

ვეცდები ახლა ავხსნა რატომ ხდება ეს ყველაფერი ასე ნაბიჯ-ნაბიჯ და იმედია ამ კითხვებს და ფრუსტრაციას გავცემ პასუხს👇🏻

1. დავიწყოთ იქედან, რომ დასავლეთში თითქმის არავის ეგონა, რომ უკრაინა იბრძოლებდა ასე!

ამიტომაც პირველ ეტაპზე მათ მიაწოდეს იაღარი, რომელიც ქალაქის ბრძოლებისთვის იყო საჭირო!

ეს იყო ტანკსაწინააღმდეგო(ჯაველინები, ენლოუ, პანცერფაუსეტები და ა.შ) და ხელით გადასატანი საზენიტო(სტინგერი) იარაღი!

მაგრამ უკრაინელებმა აჩვენეს საოცარი ბრძოლისუნარიანობა, არ დათმეს საკუთარი ტერიტორიები და დღის წესრიგში დადგა სხვა ტიპის იარაღის მიწოდების საკითხი!

2. იარაღი არ არის სათამაშო, მაღაზიაში იყიდო და აჩუქო ვიღაცას!

ნებისმიერ იარაღს სჭირდება ცოდნა, რომ სწორად შეძლო მისი გამოყენება! უკრაინელებს არასოდეს ჰქონიათ შეხება დასავლურ იარაღთან!

შესაბამისად მათ არ იცოდნენ როგორ უნდა გამოეყენებინათ ის!

ამიტომაც იმ ქვეყნებმა, ვისაც საბჭოთა შეიარაღება ჰქონდათ მიაწოდეს მათ ხელთ არსებული რეზერვები! ასევე პარალელურად დაიწყო უკრაინელი ჯარისკაცების გადამზადება დასავლური იარაღი გამოსაყენებლად!

უკრაინელებმა გაიარეს წვრთნები ამერიკაში, ასევე გახსნილია სასწავლო ცენტრი ლიეტუვაში და როგორც ცნობილი გახდა ასევე გერმანიაში, რამშტაინში ამერიკულ ბაზაზე! იქ ჩვენი ძმები სწავლობენ როგორ გამოიყენონ ის იარაღი, რომელსაც მათ დასავლეთი აძლევს!

სწავლება როგორც კი სრულდება, NATO-სგან უკრაინა ავტომატურად ღებულობს ახალ შეიარაღებას!

3. ყველა სახელმწიფო აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს და მხოლოდ ამის შემდეგ თმობს საკუთარ იარაღს!

ყველა აცნობიერებს, რომ ხვალ შეიძლება დაიწყო მესამე მსოფლიო ომი და შესაბამისად ყველას უნდა ჰქონდეს სათანადო იარაღი! როცა რუსეთია მტერი, გამორიცხული არაფერია!

შესაბამისად ყველას საკუთარი ინტერესი აქვს პირველ ეტაპზე დაყენებული და ხდება შეფასება იმის, თუ როგორ უნდა მიაწოდონ უკრაინას შეიარაღება ისე, რომ ხვალ თავად არ აღმოჩნდნენ პრობლემების წინაშე!

აქედან გამომდინარე ყველა სახელმწიფო უკრაინას აწვდის გონივრული რაოდენობის იარაღს გადზადების შემდეგ!

4. დიახ, დასავლური იარაღი როგორც კი სრულად შევა უკრაინაში და მოხდება მათი სრულად ჩართვა საომარ მოქმედებებში, აბსოლუტურად შეიცვლება ომის თეატრი და უკრაინა წავა შეტევაზე!

ამასობაში ხდება რუსეთის სამხედრო გამოფიტვაც!

დღეს როგორც დაიწერა, რუსეთს უკვე ნელ-ნელა ეწურება სამხედრო მარაგები, უკრაინა კი ივსება ახალი რესურსებით!

შესაბამისად მომავალი კვირეების განმავლობაში ჩვენ აუცილებლად ვნახავთ ახალ, დიდ გამარჯვებებს, რომელიც ფანტასტიური შედეგებით დასრულდება!

5. მეგობრებო!

უნდა გავითავისოთ რომ ეს არის ძალიან მძიმე ომი, რომელიც ბოროტების იმპერიის დამგრევით უნდა დასრულდეს!

ასეთი ომები არ მთავრდება ერთ და ორ კვირაში! ომი არ არის ფეხბურთი კონკრეტულ ვადებში დამთავრდეს! ეს ომი არის ბოროტების წინააღმდეგ და აქვს თავისი ფაზები!

ეს ომიც მალე შევა გადამწყვეტ ფაზაში! უკრაინა წავა შეტევაზე, მაგრამ ამას აქვს თავისი დრო და მომენტი!

არ უნდა შევიქმნათ ისეთი მოლოდინი, რომ დღეს ან ხვალ მორჩება ომი!

ამ ომმა უკვე ისტორიული მნიშვნელობა შეიძინა და ის აუცილებლად უზარმაზარი გეოპოლიტიკური ცვლილებებით დასრულდება!

ამას კი სამწუხაროდ დრო სჭირდება!

ნუ მკითხავთ როდის დამთავრდება! არ ვიცი! მაგრამ მგონია, რომ შუაგულ ევროპაში ომი წლები არ გაგრძელდება!

მე ამ წლის ბოლოს განვიხილავ, როგორც გონივრულ ვადას უკრაინის გამარჯვების და რუსეთის წაქცევის!

6. შემხვდა რამდენჯერმე სრული ბოდვა, რომ თითქოს დასავლეთი უკრაინას ვალად აძლევს ამ იარაღს და შემდეგ უკრაინამ ფულის სახით უნდა დააბრუნოს ის!

ეს არის სრული ბოდვა!

უკრაინას ეხმარებიან მოკავშირეები და არანაირად ვალად არ აძლევენ ამ იარაღს! ნუ დაუჯერებთ და აყვებით რუსულ პროპაგანდას და ამ მარაზმს!

7. ლენდ-ლიზი! რას ნიშნავს ეს პროგრამა კიდევ ერთხელ ავხსნი!

ეს არის ის, რომ ამერიკის პარლამენტის ორივე პალატამ(კონგრესმა და სენატმა) სრული ნდობა გამოუცხადა ამერიკის პრეზიდენტს უწყვეტად გაუწიოს უკრაინას დახმარება როგორც სამხედრო, ისე ფინანსური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით!

ანუ ამერიკის პრეზიდენტს აღარ მოუწევს ათანხმოს პარლამენტთან რა სახის დახმარება გაუწიოს უკრაინას!

მსგავსი პროგრამა აამოქმედა მეორე მსოფლიოს ომის დრო შტატებმა და სწორედ ამან გადაწყვიტა მაშინ ომის ბედი!

სულ რომ არაფერი, მხოლოდ ამ აქტით შეგიძლიათ მიხვდეთ რა გეოპოლიტიკურ ომთან გვაქვს ახლა საქმე და რა შედეგით უნდა დასრულდეს ის!

8. ამერიკა და ბრიტანეთი და ზოგადად ნატო არამარტო იარაღით და ფინანსებით, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხით ეხმარება უკრაინას!

ეს არის სრული წვდომა დაზვერვის ინფორმაციაზე რუსულ სამხედრო ტაქტიკებთან, გადაადგილებებთან და მოქმედებებთან დაკავშირებით!

ანუ ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ, უკრაინა ამ ომში არის 3 ნაბიჯით წინ, ვიდრე რუსეთი!

მათ აქვთ სრული ინფორმაცია წინასწარ თუ რას აპირებს ბოროტი მონსტრი ომის დროს!

9. რაც შეეხება იარაღს!

უკრაინაში უკვე გაცხადებულად შედის დასავლური მძიმე ტექნიკა!

არტილერია, საზენიტო სისტემები, ჰაუბიცები, ზალპური ცეცხლის სისტემები, ლაპარაკია ტანკებზე და ავიაციაზეც!

გუშინ გახდა ცნობილი, რომ უკრაინელი პილოტების გადამზადება ხდება ამერიკული F-16-ების სამართავად!

დღეს გახდა ცნობილი, რომ უკრაინელებს ამზადებენ ამერიკული რადიოლოკაციური და საზენიტო სისტემების გამოსაყენებლად, რაც შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ მალე უკრაინის მიწაზე პეტრიოტებიც ვიხილოთ!

10. უკრაინა ძალიან მალე იქნება ნატოს სტანდარტებით შეიარაღებული სახელმწიფო და მოიგებს ამ ომს!

ამას კი ცოტა დრო ნამდვილად სჭირდება სამწუხაროდ!

მოკლედ თავი დავანებოთ ნიჰილიზმს, მოთქმას და გოდებას! ყველაზე უკეთ თავად უკრაინელებს ესმით იმ სისხლის ფასი, რომელიც მათ გაიღეს!

უკრაინა ემზადება დიდი გამარჯვებისთვის!

უკრაინა ომს იგებს ჩვენს ისტორიულ მტერთან, რომელსაც ჩვენი მიწები აქვს მიტაცებული!

ამიტომაც უკრაინასთან ერთად ჩვენც ვიგებთ ამ ომს!

გავუზიაროთ ერთმანეთს გამარჯვების განწყობა!

ერთხელ და სამუდამოდ გავიაზროთ, რომ რუსეთი არის დამარცხებული ბოროტება და ჩვენ ყველანი ერთად ვიგებთ ისტორიულ ომს!

ომს, რომლის დასრულების შემდეგაც ძალიან დიდ და მაგარ სახელმწიფოში ვიცხოვრებთ!

დავიკავებთ ღირსეულ ადგილს ცივილიზებულ სამყაროში, რაც ჩვენი ისტორიული არჩევანია!

დიდება საქართველოს! ✊🏻✊🏻🇬🇪🇬🇪🇬🇪დიდება უკრაინას! ✊🏻✊🏻🇺🇦🇺🇦🇺🇦",- წერს სამოქალაქო აქტივისტი ნიკო მიქაია.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1736516080

მსოფლიო

რუსეთში იერიში მიიტანეს საწყობზე, რომელშიც სადაზვერვო დრონები და საბრძოლო მასალები ინახებოდა - უკრაინული მედია

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 10 იანვრის ღამეს, დრონებითა და „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტებით იერიში მიიტანეს რუსეთში, როსტოვის ოლქის სოფელ ჩალტირის სიახლოვეს მდებარე საწყობს, რომელშიც საბრძოლო მასალები...

რუსეთში იერიში მიიტანეს საწყობზე

1736514667

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8310 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8367 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...

ვალუტის კურსი

1736513039

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობასთან დაკავშირებულ კრიტიკაზე: ყველას უნდა ჩინეთთან მეგობრობა, ჩვენ რატომ არ უნდა გვქონდეს უფლება, ვისარგებლოთ იმით, რომ ჩინეთისთვის ვართ ძალიან საინტერესო

„როცა აშშ-ის თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერები ჩინეთთან მეგობრობას გვსაყვედურობენ, ასმაგი სტანდარტია, რადგან აშშ-ის სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან, დაახლოებით, 700 მილიარდის ფარგლებშია“, - ამის შესახებ...

ლევან მაჭავარიანი

1736510991

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: როგორც ფაშისტური რეჟიმი გასამართლდა ნიურნბერგის პროცესზე, ასე უნდა გასამართლდეს „ნაცმოძრაობის“ მთლიანი შემადგენლობა და ყველაფერს თავისი ობიექტური სახელი დაერქვას

„ეს არის საზოგადოების დაკვეთა და სახელის დარქმევის აუცილებლობა. როგორც ფაშისტური რეჟიმი გასამართლდა ნიურნბერგის პროცესზე, ასე უნდა გასამართლდეს ნაცმოძრაობის მთლიანი შემადგენლობა და ყველაფერს თავისი ობ...

მამუკა მდინარაძე პოლიტიკოსი

1736507902

ახალი ამბები

The New York Times-მა ქუთაისი 2025 წელს მოგზაურობისთვის ერთ-ერთ სასურველ ადგილად დაასახელა

ამერიკული გამოცემა The New Yor Times-ის ვერსიით, საქართველო, კერძოდ, ქუთაისი ერთ-ერთი ადგილია, რომელიც ტურიზმის მოყვარულმა ადამიანმა 2025 წელს უნდა მოინახულოს. „ქუთაისი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძველი...

ქუთაისი