„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე: მოხალისეების გაგზავნა უკრაინაში ქვეყნის მიერ, სამხედრო კონფლიქტში პირდაპირ ჩართვას ნიშნავს

მოხალისეების გაგზავნა უკრაინაში ქვეყნის მიერ, სამხედრო კონფლიქტში პირდაპირ ჩართვას ნიშნავს - ამას ჩვენ არ გავაკეთებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის მიერ ამის ორგანიზება ნიშნავს სამხედრო კონფლიქტში სამხედრო ძალის გაგზავნას.
"რაც შეეხება თვითმფრინავის გაგზავნის საკითხს, მე არ ვიცი ეს დეტალები, ეს არ არის ჩემი პასუხისმგებლობა და პრეროგატივა, ასეთ საკითხებში ჩართულია უშუალოდ მთავრობა. თუ აქ საუბარია იმაზე, რომ მთავრობას უნდა გაეცა ნებართვა ომში ჩასართავი მოხალისეების გაგზავნაზე, ეს ნიშნავს საქართველოს პირდაპირ ჩართვას სამხედრო კონფლიქტში, აქ მთავრობას, რა თქმა უნდა, უნდა მიეღო პასუხისმგებლობით აღსავსე გადაწყვეტილება.
რაც შეეხება ქვეყნის ჩართვას სამხედრო კონფლიქტში, არც აშშ, არც ევროკავშირის ქვეყნები ამას არ აკეთებენ, ომში არც ერთია ჩართული, პირდაპირ თქვეს, რომ ამერიკელი და ევროპელი სამხედროები არ იქნებიან ომში. აქ საუბარია სამხედრო ძალის გაგზავნაზე, ეს ყველაფერი ადასტურებს ერთადერთ რამეს, ერთადერთი მიზანი რაც აქვს ანტისახელმწიფოებრივ ძალას, რასაც ჰქვია "ნაციონალური მოძრაობა" თავისი დანამატებით, არის ის, რომ საქართველო როგორმე ჩართონ ომში. საუბარი იყო სამხედრო კონფლიქტში სამხედრო ძალის გაგზავნაზე. მოხალისეები არ არიან სამხედრო ძალა? ზელენსკიმ სთხოვა დასავლეთს, რომ ჩართულიყვნენ სამხედრო კონფლიქტში, გვახსოვს არაერთი საყვედურიც, მაგრამ არ ჩაერთო დასავლეთი,"- განაცხადა კობახიძემ.
დაზუსტებაზე, მაშინ როცა არაერთმა ქვეყანამ განაცხადა, რომ მოხალისეებს შეუძლიათ უკრაინაში წასვლა, საქართველოდან რატომ არ არის შესაძლებელი მოხალისეების უკრაინაში ჩასვლა, კობახიძე აცხადებს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაფრინდეს ევროპაში და ჩავიდეს უკრაინაში. მისივე თქმით, როცა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან მიდიან უკრაინაში, ამაზე პასუხისმგებლობას არ იღებს სახელმწიფო.
"ეს კეთდება სწორედ ევროპიდან, მაგრამ რაც შეეხება სამხედრო ძალის ორგანიზებულ გაგზავნას, ეს ნიშნავს სამხედრო ძალის ჩართვას კონფლიქტში. ჩვენ შეგვიძლია გადავწყვიტოთ, საქართველო უნდა გახდეს ცხელი ომის ნაწილი? ასე ფიქრობთ? ადამიანებს, რომლებიც ყოველ დღე აწყობენ საქართველოში პროვოკაციებს, სურთ საქართველო გახდეს ცხელი ომის ნაწილი, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ, ამაზე პასუხისმგებელი ვართ ქვეყნის წინაშე", - განაცხადა კობახიძემ.
წყარო: ინტერპრესნიუსი
ასევე საინტერესოა:
🔵 ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა საქართველოდან ელჩს დაუყოვნებლივ გაიწვევს
🔵 “ქეთი, ვიცი გამიგებ, მე ვბრუნდები უკრაინაში!“ - გიორგი ვაშაძე
1740833952
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის 2022 წლის განცხადებაზე: რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ, აგენტობა მოიცავს უტიფრობასაც და არც არის დიდად გასაკვირი
„რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი და იხსენებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ 2022 წელს გაკეთებულ განცხადებას, რომ...
1740831287
მსოფლიორომის პაპმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა - ვატიკანი
რომის პაპმა ფრანცისკმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა. ექიმებმა ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს და მისი მდგომარეობის დასტაბილურება შეძლეს, - ნათქვამია ვატიკანის ოფიციალურ განცხადებაში...
1740829321
ახალი ამბები„მხოლოდ ძალიან გულუბრყვილო ადამიანებს ეგონებათ, რომ რაც გუშინ მოხდა ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრაზე, შეიძლებოდა ყოფილიყო შემთხვევითი და სპონტანური“ - დავით ჩიხელიძე
ექსპერტი დავით ჩიხელიძე თეთრ სახლში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შორის კამათს ეხმაურება. მისი თქმით, მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანები თუ ჩათვლიან, რომ ის, რაც გუშინ თეთრ სახლში მოხდა, შემთხვევითი და...
1740826776
მსოფლიოაშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი: ვოლოდიმირ ზელენსკი წლებია ცდილობს, შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში
„ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე წლებია ცდილობს შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში/მესამე მსოფლიო ომში“, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი სოციალურ ქსელ X-ზე წე...
1740825221
ახალი ამბები„თეთრ სახლში რაც მოხდა, ბევრ რამეზე მეტყველებს - არის შესაძლებლობა, ვისმა პროგნოზმაც არ გაამართლა, აღიაროს და ამით ნაბიჯი გადაიდგას ურთიერთპატივისცემისკენ“ - ანდრია ჯაღმაიძე
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს მიმართვას, რომელსაც შემდეგნაირად ასათაურებს - „დიდი მარხვა და დაპირისპირება საზოგადოებაში“. რ...