"ქართული საზოგადოება იმდენად გაუნათლებელია, რომ ის არ უყურებს ადამიანის უფლებებს - განვითარებულ ქვეყნებს რომ შევხედოთ, ყოფილ პრეზიდენტებს აძლევენ მშვიდად ცხოვრების საშუალებას, ყოველ შემთხვევაში არ ექცევა მას პირუტყვივით" - 91 წლის ბლოგერი

პენსიონერი, 91 წლის ლამარა აბჟანდაძე, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

"მე ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოება იმდენად გაუნათლებელია, რომ ის არ უყურებს ადამიანის უფლებებს და როგორ უნდა მოექცე ამა თუ იმ მოქალაქეს, იმის მიხედვით საზღვრავს როგორი დამოკიდებულება აქვს მის მიმართ.

ეს დამოკიდებულება იგრძნობა პოლიტიკოსების მიმართაც, კერძოდ პრეზიდენტების. 

განვითარებულ ქვეყნებს რომ შევხედოთ, ყოფილ პრეზიდენტებს აძლევენ მშვიდად ცხოვრების საშუალებას, თუკი მათ განსაკუთრებული დანაშაული არ აქვთ და თუკი აქვთ სამართლდებიან სამართლიანი სასამართლოს მიერ, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს, ყოველ შემთხვევაში არ ექცევა მას პირუტყვივით.

ახლა კი ავიღოთ ჩვენი პრეზიდენტები. 

ჩვენი  პირველი  პრეზიდენტი  ზვიად  გამსახურდია, მან  ბევრი  კარგი  გააკეთა  საქართველოსთვის,  მაგრამ დაუფასეს? რა  თქმა  უნდა  არა! ის  მოკლეს.

მეორე  პრეზიდენტი ედუარდ  შევარდნაძე  -  თვითონვე  გადადგა .  

მესამე  პრეზიდენტი ადამიანი, რომლის პრეზიდენტობის  დროს  მოისპო  კრიმინალი,  მექრთამეობა , საქართველო დაადგა  აღმშენებლობის  გზას  ისევ  გაიმეტეს,  თანაც  სასიკვდილოდ.

მეოთხე  გიორგი  მარგველაშვილი - მან ვერ შეძლო,  რადგან  ვერ  გაუძლო  წნეხს.  

მეხუთე -  სალომე ზურაბიშვილი, უბრალოდ უმაქნისია. 

ყველა მათგანის მიმართ არსებობს უამრავი საფუძვლიანი პრეტენზია, მაგრამ ამის გარკვევა ცივილური გზებით უნდა ხდებოდეს და არა ისე როგორც ეპყრობიან საქართველოს მესამე პრეზიდენტს.

ხალხი კი ამაზე ჩუმადაა.

რომც არ მოგწონდეს მისი მმართველობის ხანა და ადამიანი პიროვნულად, უყურებდე მის სიკვდილს, ესაა ჰუმანიზმი და სამართლიანობის სურვილი?

ჩვენ ერთნაირად უნდა გავუფრთხილდეთ კრიმინალსაც და უდანაშაულო ადამიანის უფლებებს და მხოლოდ მაშინ შევზღუდოთ ის, თუ ამის უფლებას კანონი გვაძლევს.

მე მძულს ქართული ოცნება, მაგრამ თუკი ისინიც იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, მათ მიმართაც ასეთი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს", - წერს აბჟანდაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

* საბერძნეთში მძღოლმა, რომელიც მანქანას მართვის მოწმობის გარეშე მართავდა, ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

* "ჩაბარების შემდეგ კი ისეთი გახარებული ვიყავი, რომ უკანა სავარძელზე პიჯაკი დამრჩა" - გოგა ჩანადირი 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1745007035

სპორტი

გიორგი ქოჩორაშვილი: მინდა, როცა „ლევანტეს“ დავტოვებ, მთავარი კარიდან გავიდე, ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო დიდი მიზნებისთვის ბრძოლა

„ლევანტეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე გიორგი ქოჩორაშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელმაც „სარაგოსასთან“ მოახლოებულ მატჩსა და მიმდინარე სეზონის მიზნებზე ისაუბრა. „გუნდში, როგორც ყოველთვის კარგი გარემოა, გუნდ...

გიორგი ქოჩორაშვილი „სპორტინგის“ ფეხბურთელია

1745005379

ახალი ამბები

ვოლსკი რუბიოს განცხადებაზე: ან შეცვლის ომის დღის წესრიგს მშვიდობის დღის წესრიგი და გადავრჩებით ყველა, ან შეიძლება სერიოზული პრობლემა დაუდგეს კაცობრიობას

„ეს არის პრაგმატული გადაწყვეტილებების ეპოქა. ან შეცვლის ომის დღის წესრიგს მშვიდობის დღის წესრიგი და გადავრჩებით ყველა, ან შეიძლება სერიოზული პრობლემა დაუდგეს კაცობრიობას“, - ამის შესახებ პარლამენტის პ...

ვოლსკი

1745003725

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ აშშ მალე უარს იტყვის უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე, თუ არ იქნება პროგრესის მკაფიო ნიშნები

აშშ მზად არის უკრაინაში ომთან დაკავშირებით „სამშვიდობო ძალისხმევა“ შეწყვიტოს თუ მხარეები ყველაფერს „გაართულებენ“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ა...

დონალდ ტრამპი

1745001906

მსოფლიო

სტიქია იტალიაში - დაზარალებულ რაიონებში განგაშის წითელი ნიშნულია ამოქმედებული, საცხოვრებელი ადგილის დატოვება ასობით ადამიანს მოუწია

იტალიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე რეგიონები სტიქიური უბედურების ზონაა. ყველაზე რთული ვითარებაა პიემონტში, სადაც უხვმა ნალექმა მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია. ოლქში მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა. გ...

სტიქია იტალიაში

1745001149

ახალი ამბები

გია ვოლსკი: ელენე ხოშტარიას ყველაზე მეტი მაჩვენებელი აქვს პოლიციის მანქანაზე შეხტომის და ხულიგნობის, ფაქტია, იღებს უშველებელ რესურსს რუსეთის ბიუჯეტიდან

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ასე ღიად ფულის გადაცემა კონკრეტული ადამიანისთვის, იმისთვის, რომ მან გააჩინოს ბზარი საქართველოს ხელისუფლებას და ევროკავშირის ურთიე...

გია ვოლსკი