"სიმართლე ყოველთვის უნდა ითქვას, სიმართლე კი აი ესაა..." - ნიკა მელია მამუკა ხაზარაძეს სოლიდარობას უცხადებს

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და "ლელოს" დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს სოლიდარობას უცხადებს:

"სიმართლე ყოველთვის უნდა ითქვას, ვისაც არ უნდა ეხებოდეს ის, შენი პარტიის მხარდამჭერს, თუ ოპონენტს.

სიმართლე კიდევ აი, ესაა - კადრებში ჩანს როგორ აგრესიულად და პროვოკაციულად იქცეოდა გუშინ ეს ქალბატონი ბათუმში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე.

ჯერ კადრში ეჭრებოდა მამუკა ხაზარაძეს და შემდეგ მის მეუღლეს ბრალი დასდო პლაკატის დახევაში.



შემდეგ ეს ამბავი დაიხვია და შეცდომაში შეიყვანა ძალიან ბევრი ადამიანი და აიყოლია  პარტნიორი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ აგორებულ ცილისმწამებლურ კამპანიაში.

ვიდეოში ჩანს რომ ჯერ არანაირი პლაკატი არაა დახეული და იგი უკვე ფიზიკურ აგრესიაზეა გადასული!

 არადა, ხალხს აჯერებდა რომ მისი აღშფოთება პლაკატის დახევამ განაპირობა!

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ასე უვარდებოდა კადრში თითქმის შემდეგი 15 წუთის განმავლობაში.

ვიდეოკადრებში ჩანს კიდეც, რა ვითარებაში, შემთხვევით როგორც გაეხა მას ეს პლაკატი.

ისედაც სრულიად წარმოუდგენელია, რომ ეს პლაკატი დაეხია მამუკა ხაზარაძის მეუღლეს.

ძალიან კარგად ვიცი რაც ამოძრავებს ამ ქალბატონს.

შარშან, ნოემბრის დასაწყისში, საკუთარ თავზე გამოვცადე მისი ვულგარული თავდასხმა,  ცილისწამება და შეურაცხყოფა.

სწორედ მისნაირების გამო ერიდება ბევრი ნაცმოძრაობის მხარდაჭერას. 

სწორედ ასეთი, ამ ტიპის ქცევა ასრულებს საფრთხობელის როლს და სწორედ მისნაირების გამო ერიდება ბევრი ნაცმოძრაობის მხარდაჭერას.

დიახ, სამარცხვინოა, როდესაც ვითომ კეთილი ზრახვებითა და  ვითომ მიშას გათავისუფლების იდეით „შთაგონებული“ აქტივისტი, შეურაცხყოფას აყენებს პარტნიორი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს.

მსგავსი ქცევებით,  უარესი კეთდება, პირველ რიგში პარტიისათვის.

მინდა ხაზგასმით ვთქვა - ამგვარი ფაქტები არ ემსახურება არც მიშას თავისუფლებას და არც საერთო ოპოზიციურ მიზანს - ქვეყნის გათავისუფლებას რუსი ოლიგარქისგან, რასაც აუცილებლად მივაღწევთ!

საქართველოს მომავალი არის კოალიციური  და  დროა ვისწავლოთ როგორც ერთად ბრძოლა, ურთიერთგატანა, გნებავთ ურთიერთატანა, ისე თანაცხოვრება, თანაარსებობა, რათა შემდეგში შევძლოთ ამ ქვეყნის ერთად მართვა და პატრონობა",- წერს ნიკა მელია "ფეისბუკში".

ასევე დაგაინტერესებთ:

📍"ქალბატონი ელჩის ბოლო ორი კომენტარით კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, სინამდვილეში ვინ დგას რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის უკან" - „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები, მორიგ განცხადებას ავრცელებენ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

7 აპრილი 18:18

მსოფლიო

ბრიტანეთის პრემიერი: ამერიკული ტარიფების გლობალური შედეგები შეიძლება სერიოზული იყოს

 დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები გამოწვევაა, მაგრამ ამ მომენტში სიმშვიდის შენარჩუნებაა საჭირო. სტარმერმა დასძინა, რომ სავაჭრო ომ...

ბრიტანეთის პრემიერ

7 აპრილი 17:46

საზოგადოება

გვარამია/მელიას პარტიის ლიდერი ნიკა ობოლაძე: ჩვენი ნარატივი არ არის აბსოლუტურად ზუსტი და აწყობილი - „ქართულ ოცნებას“ აქვს საკმაოდ ძლიერი ნარატივი

გვარამია/მელიას პარტიის ლიდერმა, ნიკა ობოლაძემ გადაცემაში „დღის ამბები“ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ნარატივზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის ნარატივი არ არის აბსოლუტურად ზუსტი და აწყობილი,...

ნიკა ობოლაძე

7 აპრილი 17:43

საზოგადოება

გვარამია/მელიას პარტიის ლიდერი ნიკა ობოლაძე: სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები რომ არალეგიტიმურად გამოაცხადა ისე, რომ პოლიტიკურ პარტიებს არც დაეკითხა, მას ამის ლეგიტიმაცია არ ჰქონდა

„ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადა ისე, რომ პოლიტიკურ პარტიებს, არც დაეკითხა, ჩემი აზრით, მას ამის ლეგიტიმაცია არ ჰქონდა“- ამის შესახებ გვარამია/მელიას პარტიის ლიდერმა, ნ...

 ნიკა ობოლაძე

7 აპრილი 16:55

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ჩინეთს დამატებითი ტარიფების დაწესებით ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთს დამატებით 50%-იან ტარიფს დაუწესებს, თუ ქვეყანა არ გააუქმებს თავის ტარიფს, რომელიც აშშ-ის ტარიფის საპასუხოდ მიიღო. ამის შესახებ ტრამპმა თავის სოციალ...

დონალდ ტრამპი

7 აპრილი 16:27

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ინდოეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ინდოეთის რესპუბლიკის პარლამენტის ქვედა - სახალხო პალატის თავმჯდომარე ომ ბირლას შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორი...

შალვა პაპუაშვილი