„თქვენმა გვერდში დგომამ და თითოეულმა სიტყვამ მოგვცა ძალა კიდევ იმისა, რომ ამ ტრაგედიის დროს არ დავეცეთ და გავძლიერდეთ“ - თამაზ ლოხიშვილი
უკრაინაში რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ოკუპანტების შეტევას ლევან ლოხიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დაღუპული ჯარისკაცი ცნობილი ინფლუენსერის თამაზ ლოხიშვილის ძმა იყო. საზოგადოებისთვის საყვარელი თამაზა, ძმის დაღუპვის შემდეგ სოციალურ ქსელში პირველ კომენტარს აკეთებს და საქართველოს მთავრობას და მადლობას უხდის გაწეული დახმარებისთვის:
„ეს დღეები, როგორც ჩემთვის ასევე ჩემი ოჯახისთვის უმძიმესია და დასასრული არ უჩანს, რადგანაც არასოდეს განელდება ეს ტკივილი.
მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის, გამხნევებისთვის და ჩვენი ტკივილის გაზიარებისთვის, თქვენმა გვერდში დგომამ და თითოეულმა სიტყვამ მოგვცა ძალა კიდევ იმისა, რომ ამ ტრაგედიის დროს არ დავეცეთ და გავძლიერდეთ.
მადლობა მინდა ვუთხრა უკრაინის მთავრობას ჩემი ძმის უმოკლეს დროში გადმოსვენებისთვის, საპატიო გამოცილებისთვის და რაც მთავარია მისი გმირად აღიარებისთვის, გმირის წოდებისთვის.
მადლობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ლევანის უკანასკნელ გზაზე საპატიო გაცილებისთვის
და ბოლოს... ლევანი უკრაინაში, იმ სულისკვეთებით წავიდა, როგორც საკუთარი სამშობლოს დაცვის დროს, უკრაინა არ არის ჩვენთვის უცხო ქვეყანა, ჩვენი დიდი ბებია უკრაინელი გახლდათ.
ვინც როგორ არ უნდა თქვას, ის გმირია! მისმა ქმედებამ შემართებულმა ბრძოლამ და სულისკვეთებამ გამოაჩინა და ეს წოდება მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა.
არც ერთ პოლიტიკურ პარტიებთან და მედია საშუალებებთან არ ვთანამშრომლობთ მე და ჩემი ოჯახი და გთხოვთ, გვცეთ პატივი ამ მძიმე წუთებში, თავი შეიკავეთ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენთან კომუნიკაციისგან.
მსოფლიოს ვუსურვებ მშვიდობას ხოლო უკრაინას ჩემი ძმის ოცნების ახდენას“, - წერს თამაზ ლოხიშვილი.
1733154735
ახალი ამბებიშსს: ვაფრთხილებთ აქციის იმ მონაწილეებს, რომელთა ქმედებები სცდება პროტესტის გამოხატვის კანონით დასაშვებ ფორმებს, შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამინისტრო გაატარებს კანონით მინიჭებულ შესაბამის ღონისძიებებს
„ვაფრთხილებთ აქციის იმ მონაწილეებს, რომელთა ქმედებები სცდება პროტესტის გამოხატვის კანონით დასაშვებ ფორმებს, შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, პროტესტი გამოხატონ კანონით დასაშვებ ფარგლებში, წინა...
1733150120
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8478 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7794 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1733145894
საზოგადოება„ვისაც გინდათ ტოლობის დასმა 7 ნოემბერსა და დღევანდელ რეალობას შორის, აშკარად, მშვიდობიანი აქციის სხვადასხვანაირი განმარტება გვაქვს... უნდა გავიაზროთ, რომ მიმდინარე აქციები არაფერ კავშირშია მშვიდობიან პროტესტთან“ - მარიამ ზაქარიაშვილი
საკრებულოს წევრი მარიამ ზაქარიაშვილი რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და იმ ადამიანებს პასუხობს, რომლებიც პარალელს ავლებენ 7 ნოემბრის დღესთან. როგორც მარიამ ზაქარიაშვილი სოციალურ ქ...
1733143357
საზოგადოება„სამწუხარო ამბის შემდეგ, მინდა დაგამშვიდოთ, ყველაფერი რიგზე მაქვს, ფიზიკური დაზიანებები არ მიმიღია“ - გიორგი მიქაუტაძე
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ლიონის“ ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე მასზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ, გულშემატკივრებს მიმართავს. როგორც გიორგი მიქაუტაძე სოციალურ ქსელში წერს, ფიზი...
1733139542
საზოგადოება„ემიგრანტები სამარცხვინოები ხართ... ჩამობრძანდით, თუ ასე გინდათ საქართველოს კეთილდღეობა აქედან მითხარი, აქედან მებრძოლე“ - თამრიკო ჭოხონელიძის მიმართვა ემიგრანტებს
„ემიგრანტები სამარცხვინოები ხართ“, - ასე მიმართავს ემიგრანტებს მუსიკოსი თამრიკო ჭოხონელიძე, რომელიც „მთავარ არხზე“ მუშაობს, მათ შორის მისი ვაჟი კოკო როინიშვილიც ამავე არხის თანამშრომელია. იგი ემიგრანტ...