ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც 2024 წლის ზამთარში შესაძლოა, პირადი ურთიერთობებში პრობლემები შეექმნას

ზოდიაქოს ამ 4 ნიშნისთვის 2024 წლის ზამთარი ურთიერთობების თვალსაზრისით, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გამოწვევა აღმოჩნდეს და სხვადასხვა სირთულესთან გამკლავება მოუწიოთ: 

სასწორი

სასწორის ნიშნის წარმომადგენლები შესაძლოა, დეკემბერში სასიყვარულო სამკუთხედში აღმოჩნდნენ. ახალი მთვარე მშვილდოსნის ნიშანში იქნება, რამაც შესაძლოა, წარსულის ურთიერთობაც გააქტიუროს და უკვე არსებულ ურთიერთობაში პრობლემებიც შექმნას. შესაძლოა, გადაწყვიტოთ, რამდენიმე კომუნიკაციაში ერთდროულად ჩაერთოთ. თვითშეფასება განსაკუთრებით გაგეზრდებათ და იფიქრებთ, რომ ყველაფერს, რასაც წამოიწყებთ, თქვენთვის სასარგებლოდ დაასრულებთ. თუმცა, ფრთხილად იყავით. დაიმახსოვრეთ, ასეთი სცენარი თითქმის არასდროს იწვევს კარგ შედეგს.

მორიელი

ასტროლოგები მორიელებს მანიპულაციის რისკის შესახებ აფრთხილებენ. თუ მარტოხელა ხართ, შესაძლოა, დეკემბერში შეხვდეთ ადამიანს, რომელიც განსაკუთრებით მოგხიბლავთ და ნახავთ, რომ ყველაფერი, ერთი შეხედვით, იდეალურადაა. რეტროგრადული მერკური, ასევე, თქვენს ნიშანში პლანეტა ვენერა მოგცემენ ბიძგს, რომ ახალი ურთიერთობა წამოიწყოთ. თუმცა, არსებობს რისკი, რომ სასიყვარულო სამკუთხედში აღმოჩნდეთ, „იდეალურმა ადამიანმა“ მოგატყუოთ და ტრავმირებული დარჩეთ. ამიტომ, გადაწყვეტილებების მიღებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ.

მშვილდოსანი

2 დეკემბერს მთვარე თქვენს ნიშანში გადავა და ის გავლებას მოახდენს როგორც ფინანსებზე, ასევე სასიყვარულო ურთიერთობებზე. თავს ლაღად, ენერგიულად იგრძნობთ, თუმცა როგორც ასტროლოგები ამბობენ, დეკემბერი ახალი ურთიერთობის დასაწყებად იდეალური თვე არ არის. შესაძლოა, საინტერესო ადამიანს შეხვდეთ, თუმცა მომდევნო თვეების განმავლობაში მისგან ურთიერთობის გაგრძელების პერსპექტივა ვეღარ დაინახოთ და გულგატეხილი დარჩეთ.

თევზები

დეკემბერში მოგიწევთ, ყველა ილუზია, რაც თქვენს პირად ურთიერთობებთან გაქვთ, საბოლოოდ დაამსხვრიოთ და სიტუაცია რეალისტურად შეაფასოთ. შესაძლოა, აღმოაჩინოთ, რომ ის, ვინც მოგწონთ, უკვე ურთიერთობაშია. ემოციურად ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ რაც უფრო ადრე დაემშვიდობებით ფუჭ ილუზიებსა და ოცნებებს, სწორად შეაფასებთ სასიყვარულო სამკუთხედში აღმოჩენის რისკს, მით უფრო მალე შეძლებთ სამომავლო გეგმებზე ფოკუსირებას და სწორი ადამიანის ძიებას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1733150120

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8478 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7794 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...

ვალუტის კურსი

1733145894

საზოგადოება

„ვისაც გინდათ ტოლობის დასმა 7 ნოემბერსა და დღევანდელ რეალობას შორის, აშკარად, მშვიდობიანი აქციის სხვადასხვანაირი განმარტება გვაქვს... უნდა გავიაზროთ, რომ მიმდინარე აქციები არაფერ კავშირშია მშვიდობიან პროტესტთან“ - მარიამ ზაქარიაშვილი

საკრებულოს წევრი მარიამ ზაქარიაშვილი რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და იმ ადამიანებს პასუხობს, რომლებიც პარალელს ავლებენ 7 ნოემბრის დღესთან. როგორც მარიამ ზაქარიაშვილი სოციალურ ქ...

მარიამ ზაქარიაშვილი

1733143357

საზოგადოება

„სამწუხარო ამბის შემდეგ, მინდა დაგამშვიდოთ, ყველაფერი რიგზე მაქვს, ფიზიკური დაზიანებები არ მიმიღია“ - გიორგი მიქაუტაძე

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ლიონის“ ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე მასზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ, გულშემატკივრებს მიმართავს. როგორც გიორგი მიქაუტაძე სოციალურ ქსელში წერს, ფიზი...

 გიორგი მიქაუტაძე

1733139542

საზოგადოება

„ემიგრანტები სამარცხვინოები ხართ... ჩამობრძანდით, თუ ასე გინდათ საქართველოს კეთილდღეობა აქედან მითხარი, აქედან მებრძოლე“ - თამრიკო ჭოხონელიძის მიმართვა ემიგრანტებს

„ემიგრანტები სამარცხვინოები ხართ“, - ასე მიმართავს ემიგრანტებს მუსიკოსი თამრიკო ჭოხონელიძე, რომელიც „მთავარ არხზე“ მუშაობს, მათ შორის მისი ვაჟი კოკო როინიშვილიც ამავე არხის თანამშრომელია. იგი ემიგრანტ...

თამრიკო ჭოხონელიძე

1733137218

საზოგადოება

ლიონში გიორგი მიქაუტაძის სახლი დააყაჩაღეს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ლიონის“ წევრი გიორგი მიქაუტაძე საკუთარ სახლთან დააყაჩაღეს. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს. როგორც franceinfo წერს, გიორგი მიქაუტაძე საღამოს საათებში თანმხლებ პირთა...

გიორგი მიქაუტაძ