ლერი აბულაძე ევროპის ჩემპიონია!

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 63 კგ კატეგორიაში ქართველი ფალავანი ლერი აბულაძე ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი.

ფინალამდე ლერიმ ერთმანეთის მიყოლებით ჩამოიშორა თურქი მეჰმედ ჩეკერი 9:1 და ბულგარეთის სახელით მოასპარეზე აბუ ამაევი 11:2, ფინალში კი აზერბაიჯანელი ტალეჰ მამადოვიც იოლად დაჯაბნა 5:1 და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

55კგ კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ნუგზარ წურწუმიამ, რომელმაც გადამწყვეტ ბრძოლაში სომეხი რუდიკ მკრტიჩიანი აშკარა უპირატესობით 9:0 დაამარცხა.

87კგ კატეგორიაში ასევე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ლაშა გობაძე, რომელმაც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელი ისლამ აბასოვი 3:0 დაამარცხა.

130კგ კატეგორიაში იაკობ ქაჯაიამ რუმინელი მოწინააღმდეგე ბოლო ქულის უპირატესობით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

ხვალ ფინალში ვიხილავთ 67 კგ კატეგორიაში მოასპარეზე ჯონი ხეცურიანს, რომელიც ოქროს მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელ ჰასრატ ჯაფაროვს დაეჭიდება. ხოლო 97კგ კატეგორიაში მოასპარეზე რობერტ კობლიაშვილს 2 შეხვედრის მოგება აშორებს ბრინჯაოს მედლამდე.

მასალის გამოყენების პირობები



მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714383349

საზოგადოება

ჩინეთში უვიზო მიმოსვლა 28 მაისიდან ამოქმედდება

საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა მიმდინარე წლის 28 მაისიდან ამოქმედდება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლი...

ჩინეთის დროშა

1714383218

საზოგადოება

„ინფორმაცია, თითქოს ზოგიერთი მეტროსადგური შეფერხებით მუშაობს, არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად“ - თბილისის მერია

თბილისის მერია მეტროსადგურების შეფერხებით მუშაობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას შესაბამისი განცხადებით ეხმაურება. „გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ზო...

თბილისის მერია

1714380073

საზოგადოება

„ტრისტან სარალიძე ცოცხალია!“ - ელისო პაჭკორია

სოციალურ ქსელში მსახიობ ტრისტან სარალიძის გარდაცვალებაზე ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მისმა ახლობელმა, ელისო პაჭკორიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ გავრცე...

ტრისტან სარალიძე

1714377327

ჰოროსკოპი

„გექნებათ დისკომფორტი, თავის ტკივილი, ხასიათის ცვალებადობა“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დილა“ მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი გააკეთა.  „მიმდინარე კვირაში გვაქვს სამი გეომაგნიტური დღე: ოთხშაბათი, ხუთშაბათი და კვირა. გექნებათ დისკომფორტი...

ასტროლოგია

1714377168

საზოგადოება

კლინიკიდან გამოწერეს „ქრონიკის“ ჟურნალისტი, რომელიც გუშინ აქციაზე ჭყლეტისას დაშავდა

„ქრონიკის“ ჟურნალისტი, რომელიც გუშინ ღამით აქციაზე დაშავდა, კლინიკიდან გაწერეს. როგორც  ლინა პოღოსოვამ ჟურნალისტებთან საუბრისას გაიხსენა, აქციის მონაწილეები აგრესიულები „იმედის“ მიკროფონის დანახვის გა...

ქრონიკის ჟურნალისტი